მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7221.6
0.004
flag
AZN 1.5849
0.0004
flag
CNY 39.519
0.0021
flag
EUR 3.1679
-0.0008
flag
GBP 3.6385
-0.001
flag
KZT 58.08
0.0035
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6938
0.0007

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

news image

სელფი მობაილი აგრძელებს ქსელის უწყვეტ გაუმჯობესებას და მომხმარებლის ინფორმირებას პროგრესის შესახებ.

სელფის ქსელი კიდევ უფრო საიმედო გახდა - ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 28%-ით გაიზარდა ქსელის ხელმისაწვდომობა, რაც ნიშნავს ნაკლებ ტექნიკურ შეფერხებას, უფრო სტაბილურ კავშირს და პრობლემის შემთხვევაში სწრაფ რეაგირებას.

მომხმარებლისთვის მობილური კავშირის ყოველდღიური გამოყენებისას უკეთესი გამოცდილების შექმნისთვის, თებერვლის თვეში სელფიმ ასევე მოახდინა 3G ქსელის სიხშირული განახლება. ეს პროცესი გულისხმობს: ქსელის სტაბილურობის გაზრდას, ზარების ხარისხის გაუმჯობესებასა და კავშირის გაწყვეტის რისკის მინიმიზაციას. განახლების ეფექტი უკვე აისახა კონკრეტულ ლოკაციებზე: სამგორში და კასპის მუნიციპალიტეტში, სადაც საშუალოდ 0.26%-ით გაუმჯობესდა სატელეფონო ზარების უწყვეტობა, შემცირდა შეფერხების ალბათობა და გაიზარდა კავშირის სტაბილურობა.

სელფი მობაილი უწყვეტად განაგრძობს ზრუნვას ქსელის განვითარებაზე, მომხმარებლების გამოცდილების კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესებისთვის.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

21.04.2026.17:48

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების  მთავარი მხარდამჭერი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდაჭერას აგრძელებს. ინიციატივა, რომელიც განათლების სფეროში გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენასა და დაფასებას ემსახურება, წელს უკვე მეათედ ტარდება, განაცხადების მიღება კი უკვე დაიწყო.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი - გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი - საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი -  კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერი - ალტე უნივერსიტეტი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, 20 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით, ნომინირება გაუწიოს მასწავლებლებს ან თავად წარადგინოს აპლიკაცია ვებგვერდზე www.tprize.ge

მასწავლებლების ნომინირება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს.

კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება:

  • პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება;
  • მეორე ეტაპზე კონკურსანტთა ათეული შეირჩევა;
  • მესამე ეტაპზე ხუთი ფინალისტი დასახელდება.

გამარჯვებული კი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოვლინდება.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა