სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი
ჩვენი ტექნიკური გუნდი აგრძელებს დაუღალავად მუშაობას ქსელზე, ჩვენ კი შენს სისტემატიურ ინფორმირებას შედეგების თაობაზე! ბოლო ერთ თვეში 17 მაკრო სადგური აღიმართა - ჯამში წლის დასაწყისიდან ამ დრომდე ეს უკვე არის 58 მაკრო სადგური, რაც პირდაპირ ისახება დაფარვის არეალის გაფართოებაში, ქვეყნის მასშტაბით. მარტივად რომ ვთქვათ - სელფის კავშირი ახლა არის იქ, სადაც აქამდე არ იყო.
გრძელდება ქსელის გამტარუნარიანობის გაუმჯოებესებაც, რაც ნიშნავს რომ შენ უკეთესი ხარისხის ინტერნეტი გექნება. ამჯერად, განახლება მთლიანად სამცხე-ჯავახეთს შეეხო, სადაც 16 სადგურზე მოხდა დამატებით ტექნოლოგიის ჩართვა და ინტერნეტის სიჩქარე 18%-ით გაიზარდა!
ვაგრძელებთ მუშაობას შენთვის შემდეგი თვის სიახლეებზე.
ქსელის განვითარება ჩვენი #1 პრიორიტეტია.
სხვა სიახლეები
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
20.11.2025.11:06
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაარსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა მიმდინარე წელს წარმატებით განახორციელა ტრენინგ–კურსები: „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“; „მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპები“, „მომხმარებელთა უფლებების დაცვა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სექტორებში“.
სასწავლო კურსების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. შეხვედრისას კურსდამთავრებულებმა სასწავლო კურსები დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, ტრენინგებმა მნიშვნელოვნად გააღრმავა ცოდნა ენერგეტიკის რეგულირების სამართლებრივ და ეკონომიკურ ასპექტებზე, ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესზე, სატარიფო პოლიტიკასა და ენერგოსისტემის მუშაობის ძირითად პრინციპებზე.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი განაგრძობს პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და სფეროს სპეციალისტებისთვის აქტუალური თემების შესახებ ტრენინგების ჩატარებას.