სელფი მობაილის ლოიალობის პროგრამა მუდმივად ასაჩუქრებს
სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა რომელიც 1.3 მილიონ აბონენტს ემსახურება, ადგილობრივი ტელეკომ ბაზრისთვის უპრეცედენტო, მომხმარებლის ლოიალობის პროგრამა დანერგა. პროგრამაში უკვე გაერთიანებულია მომხმარებლისთვის არაერთი საყვარელი ბრენდი, ბევრ სხვადასხვა კატეგორიაში: კვება, სპორტი, გართობა, თავის მოვლა, მაღაზიები, მოგზაურობა და სხვა. შეთავაზებები მოიცავს როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბრენდებს.
ლოიალობის პროგრამაში ჩასართავად დამატებით არაფერია საჭირო და ის ავტომატურადაა ხელმისაწვდომი MyCellfie აპლიკაციის ყველა მომხმარებლისთვის. პარტნიორებისა და შეთავაზებების სია მუდმივად ნახლდება და იზრდება.
ხსენებული პროგრამა Vodafone-ის მსოფლიოში ცნობილი ლოიალობის პროდუქტია, რომლის ადაპტაციაც სელფი მობაილმა ადგილობრივი ბაზრისთვის მოახდინა. ლოიალობის პროგრამა სელფი მობაილსა და Vodafone Group -ს შორის დეკემბერში გაფორმებული პარტნიორობის პრაქტიკული შედეგია.
სხვა სიახლეები
მზარდი გაყიდვები და სტაბილური მოთხოვნა - „ჭრიჭინა“ ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს
28.04.2026.18:00
„ჭრიჭინა“ ჯანსაღი და ნატურალური ტკბილეულის ბრენდია, რომელიც ბაზარზე დაახლოებით ერთი წლის წინ გამოჩნდა. არსებულ მოთხოვნასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, თამარ გაგნიძეს ესაუბრა.
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სტაბილურად იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა და შესაბამისად, წარმოებულ პროდუქტსაც უფრო მეტი რაოდენობით ვამზადებ. ჩემი პროდუქტი ძირითადად ემიგრანტებზე იყიდება - ვყიდი როგორც შეფუთულ, ისე ჩვეულებრივ მდგომარეობაში.

მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია ემიგრანტების მხრიდან. ვინც ერთხელ მაინც შეიძინა პროდუქტი, ხშირად მეორედ, მესამედ და უფრო მეტჯერაც ბრუნდება. მთელი წლის განმავლობაში გაყიდვები სტაბილურია როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოშიც.
პროდუქტი ნატურალურია და მომხმარებლის დიდ მოწონებას იმსახურებს. მოთხოვნა პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში არსებობს.
აქტიურად ვმონაწილეობ გამოფენებში, სადაც პროდუქტის მიმართ მაღალი ინტერესი ფიქსირდება “, აცხადებს თამარ გაგნიძე.

„ჭრიჭინა“ სამომავლოდ ასორტიმენტის ზრდას გეგმავს.
„გარკვეული პერიოდის წინ რამოდენიმე სახეობის მურაბა დავამატე არსებულ ასორტიმენტს, რომელმაც მომხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო კაკლის მურაბა, რომელიც სრულად გაიყიდა და მაღალი ინტერესი გამოიწვია, ასევე დიდი მოთხოვნა ჰქონდა ლეღვის პროდუქტსაც.
მომხმარებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე, სეზონური ხილის შემოსვლასთან ერთად თითქმის ყველა სახეობის პროდუქტის წარმოებას ვგეგმავ “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, “ჭრიჭინა“ ეს არის ქართულ ბაზარზე პირველი ჩურჩხელის კანფეტი, რომელიც ჩურჩხელის „სამშობლოში“ კახეთში იწარმოება.