სელფი მობაილის კორპორატიული მომსახურების ახალი ოფისი გაიხსნა
ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, სელფი მობაილმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, თბილისში კორპორატიული მომსახურების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის მისამართია ვაჟა-ფშაველას გამზირი 70, სითი თაუერი.
სელფი მობაილის კორპორატიული მომსახურება მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის აუციელბელი სერვისების სრულ სპექტრს, რომელიც ითვალისწინებს კლიენტის საქმიანობის სფეროსაც და ესადაგება მათ საჭიროებებს. ტელეკომ მომსახურებასთან ერთად, სელფი მობაილი კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს ინოვაციურ ბიზნეს გადაწყვეტებს და სპეციალურ პირობებს ბიზნესის წარმოებისთვის აუცილებელ სხვადასხვა მომსახურებაზე, პარტნიორების ფართო ქსელის არსებობის დამსახურებით.
„სელფი მობაილის კორპორატიული კლიენტების მომსახურებას გამოარჩევს მომხმარებელზე ინდივიდუალური ზრუნვა და სერვისების ფართო სპექტრი, რომელიც კავშირგაბმულობის გარდა მოიცავს მათი საქმიანობისთვის აუცილებელ გადაწყვეტებს. როგორც ევროპაში წამყვანი ტელეკომ ოპერატორის, Vodafone-ის პარტნიორს საქართველოში, სელფი მობაილს შესაძლებლობა აქვს მის კლიენტებს გაუზიაროს ევროპაში აპრობირებული საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკა და შეთავაზოს Vodafone-ის პროდუქტები. მოხარული ვარ, რომ ამიერიდან ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მომსახურებას ახალ სივრცეში, რომელიც სრულადაა მორგებული მათთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე.“- აცხადებს ხათუნა კოხრეიძე, სელფი მობაილის კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
დამატებითი ინფორმაცია სელფი მობაილის კორპორატიული მომსახურების შესახებ იხილეთ: https://cellfie.ge/ka/b2b/mobile
სხვა სიახლეები
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12.12.2025.16:35
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს.
ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და VOULEZ-VOUS, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სადღესასწაულო შოპინგი დანახარჯების გარეშე დაიწყონ - შეთავაზების მიხედვით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნივთები ეფექტური 0%-ში და გადახდა მოგვიანებით დაიწყონ.
1. HOME
HOME-ში შეთავაზება აქტიურია 13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით. მაღაზიაში დეკორაციული ნივთების შეძენა ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას 20% ფასდაკლებითაა შესაძლებელი. შეთავაზება არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე.
2. ძველი სუფრა
15 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სახლის დეკორის, ხელნაკეთი აქსესუარების, სუვენირებისა და საჩუქრის ნაკრების შეძენა ძველი სუფრის ფიზიკურ ობიექტებში 40%-იანი ფასდაკლებით - ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას. შეთავაზება სრულ კოლექციაზე ვრცელდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტები დღესვე აირჩიოს და გადახდა ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად განახორციელოს.
3. iPLUS
17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით iPLUS-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 1500 ლარის ღირებულების ტექნიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 150 ლარის ქეშბექი მიიღონ.
4. VOULEZ-VOUS
Voulez-vous-ში ასორტიმენტის დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება უკვე დაიწყო. ამასთანავე, 15–18 დეკემბრის პერიოდში, სუნამოების, კანის მოვლისა თუ დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას, მომხმარებლები დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ (სასაჩუქრე ვაუჩერების, Chanel-ის, Dior-ის, Guerlain-ის, Givenchy-ის და Kenzo-ს პროდუქტების გარდა).