სელფი მობაილის კომერციული დირექტორი, მარიამ კოპაძე MWC Barcelona-ს სპიკერია
სელფი მობაილის კომერციული დირექტორი, მარიამ კოპაძე მსოფლიო მობილურ კონგრესზე (Mobile World Congress) Vodafone -ის V-Talk სესიაში მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ტელეკომის ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბური კონგრესი ყოველწლიურად ბარსელონაში იმართება. მარიამ კოპაძე Vodafone-ის ციფრული მიმართულების დირექტორთან, ემრე ურგუნთან ერთად, ისაუბრებს თემაზე: “მომხმარებელთა ჩართულობის ზრდა Vodafone -ის ლოიალობის პროგრამის მეშვეობით: პერსონალიზაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და თანამედროვე ინოვაცია”.
საქართველოს და რეგიონალურ ტელეკომ სფეროში სელფი მობაილი პირველი კომპანიაა, რომელმაც Vodafone -ის ცნობილი ლოიალობის პროგრამის ადგილობრივი ბაზრისთვის ადაპტაცია მოახდინა. Vodafone -ის ლოიალობის პროგრამა, რომელიც წარმატებით სარგებლობს საერთაშორისო ბაზარზე, სელფი მობაილის მომხმარებელს სთავაზობს მრავალ ექსკლუზიურ მომსახურებას, მათ შორის:
ლოიალობის პროგრამის პერსონიზებული ბენეფიტებით სარგებლობისთვის, საკმარისია სელფის აპლიკაციაში MyCellfie ღილაკზე ერთი დაჭერით იხილოთ შეთავაზებები.
ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და ტელეკომ სფეროს მოყვარულებს, შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ V-Talk სესიას ოთხშაბათს, 5 მარტს, 15:30 საათზე ბარსელონაში, Fira Gran Via, ჰოლი 3, სტენდი 3E11.
„ჩვენი პარტნიორობა Vodafone-თან კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სელფი მობაილი მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს ინოვაციურ, მათზე მორგებულ პროდუქტებს. მოხარული ვართ, რომ შევძელით ამ ინოვაციური გამოცდილების დანერგვა ქართულ ბაზარზე. მინდა მადლობა გადავუხადო Vodafone-ის გუნდს MWC-ზე საუბრის შესაძლებლობისთვის და მოუთმენლად ველოდები განვიხილო ის მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა, რაც ლოიალობის პროგრამას აქვს სელფი მობაილის მომხმარებელზე,“ განაცხადა მარიამ კოპაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
31.05.2025.17:52
კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ComCom-მა გასულ წელს ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაასრულა ფიქსირებული და მობილური მომსახურებების ბაზრების კომპლექსური კვლევა.
კომისიის ინფორმაციით, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ფიქსირებული და მობილური მომსახურებების საცალო ბაზარი განიცდის სტაგნაციას, არაკონკურენტულია და საჭიროებს მარეგულირებლის ჩარევას. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნულ ბაზრებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი „მაგთიკომია“, რომელსაც ექსპერტების რეკომენდაციით, ComCom-მა დაშვების ვალდებულებები განუსაზღვრა.
კერძოდ, ევროკავშირის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „მაგთიკომი“ ფიქსირებულ და მობილურ ბაზრებზე დიდი უპირატესობით სარგებლობდა, ვინაიდან კონკურენტებთან შედარებით, კრიტიკულად დიდი უპირატესობა ჰქონდა როგორც ფინანსური რესურსების, ისე ინფრასტრუქტურის თუ აბონენტების კუთხით.
კერძოდ, მობილური ქსელის ოპერატორების ბაზრის წილები ბოლო 5 წლის განმავლობაში უცვლელი იყო. ამავე პერიოდში აბონენტების მთლიანი რაოდენობა როგორც 2022, ისე 2023 წელში, გასულ წლებთან შედარებით, მხოლოდ 10-10%-ით, ხოლო შემოსავლები - 45%-ით და შემდგომ 58%-ით გაიზარდა. ბოლო 5 წელია „მაგთიკომი“ კვლავ სტაბილურად ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს და 2023 წლის მონაცემებით, მობილური ბაზრის აბონენტების 41%-ს და შემოსავლების 49%-ს ფლობს. ასევე, 2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მთლიანი მობილური ინტერნეტის ტრაფიკის 50%-ს სწორედ „მაგთიკომი“ აგენერირებდა, მაშინ, როდესაც „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი 30%, „სელფი მობაილისთვის“ კი 20% იყო. თითქმის უცვლელი დარჩა ტრაფიკის გადანაწილება კომპანიების მიხედვით მომდევნო წლებშიც: 2023-2024 წლებში „მაგთიკომი“ – 48-47%-ს, „სილქნეტი“ – 33-34%-ს, „სელფი მობაილი“ კი 19-18%-ს აგენერირებდა.
ამ და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების ანალიზით გათვალისწინებით, დადგინდა ისიც, რომ მარეგულირებელი მექანიზმების ამოქმედების გარეშე, ბაზარზე არაკონკურენტული და შემზღუდველი გარემო ვერ აღმოიფხვრებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-ის მიზანს ბაზრებზე ბარიერების მოხსნა, ახალი მოთამაშეების გაჩენა, კონკურენციის გაუმჯობესება და შესაბამისად, მომხმარებლისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შექმნა წარმოადგენდა, კომისიამ გაითვალისწინა ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაცია დაშვების ვალდებულებებთან დაკავშირებით.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მობილური მომსახურებების ბაზარზე, ComCom-მა „მაგთიკომს“ ეროვნული როუმინგის, თანალოკაციის და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების ვალდებულებები დააკისრა, რომელთა მიხედვით, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს ექნება ვალდებულება, მსურველ კომპანიებს, ხარჯზე ორიენტირებული ტარიფებით, საკუთარი ქსელისა თუ ინფრასტრუქტურის გამოყენების უფლება მისცეს.
ხოლო რაც შეეხება ფიქსირებულ ბაზრებს, ამ შემთხვევაში, შემზღუდველი გარემოს გამოსწორების მიზნით, ComCom-მა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს ქსელის გაზიარების ვალდებულებასთან ერთად, სატარიფო რეგულირების, გამჭვირვალობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის, ასევე, დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ვალდებულებები განუსაზღვრა. დაშვების ვალდებულება სხვა ოპერატორებს მისცემს შესაძლებლობას, გამოიყენონ „მაგთიკომის“ ქსელური ინფრასტრუქტურა, შევიდნენ ბაზარზე, შექმნან ალტერნატიული შეთავაზებები და მომხმარებელს არჩევანის მრავალფეროვნება შეუქმნან. ხოლო დანარჩენი ვალდებულებები განაპირობებენ, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორმა, დაშვების მსურველს არ შესთავაზოს არასამართლიანი ფასი, ყველა მსურველს მიუდგეს სამართლიანად თუ არადისკრიმინაციულად და ასევე, ფასების ცვლილებით არ აიძულოს კონკურენტს ბაზრიდან გასვლა.
2024 წლის საქმიანობის ანგარიშში ხაზგასმულია ისიც, რომ ტელეკომ ბაზრის კომპლექსურ კვლევაზე მუშაობა კომუნიკაციების კომისიამ 2022 წელს, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად დაიწყო და 2024 წელს დაასრულა. ამასთან, ევროკავშირის ექსპერტების კვლევას რევიზია ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის - TAIEX-ის ექსპერტებმა ჩაუტარეს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლევის მიმდინარეობისას, როგორც ოფიციალური წარმოებისას გამართული საჯარო კონსულტაციების ფარგლებში, ისე კვლევის წინასწარი შედეგების გაზიარებით წარმოების დაწყებამდე, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა სრულად იყო უზრუნველყოფილი.