სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან
28 ოქტომბერი, 2025 - სელფი მობაილმა აბონენტებისთვის მასშტაბური წამახალისებელი გათამაშება დაიწყო სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ყოველ შევსებულ ₾5 დააგროვონ ბილეთები და მოიგონ 5 000, 10 000, 20 000, 50 000 ან 100 000 ლარი.
გათამაშებაში ჩართვა მარტივია - აბონენტს შეუძლია დაადასტუროს მონაწილეობა ერთ-ერთი გზით:
ბილეთი ირიცხება ყოველ ჯერზე, როდესაც აბონენტი შეავსებს ბალანსს 5 ლარით. მაგალითად, ₾5 შევსებისას მიიღებთ 1 ბილეთს, ₾10 შევსებისას - 2 ბილეთს და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ ბალანსი ივსება სელფის აპლიკაციით MyCellfie App, ბილეთების რაოდენობა ორმაგდება.
პორტირებული აბონენტები ავტომატურად ერთვებიან გათამაშებაში და საჩუქრად იღებენ 5 ბილეთს.
გათამაშება ტარდება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის და სელფი მობაილის Facebook გვერდისპირდაპირ ეთერში, ყოველ კვირა დღეს, 11:00 საათზე, სადაც ყოველ ჯერზე გამოვლინდება 5 გამარჯვებული და თითოეულს ერგება პრიზად ₾5000. ფინალური ეთერი შედგება 28 დეკემბერს და გათამაშდება:
სხვა სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში "გლობალ სელის" ფილიალი გაიხსნა
28.10.2025.18:00
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული ტელეკომ ოპერატორის, "გლობალ სელის", ფილიალი გაიხსნა, რომელიც მგზავრებს 24 საათიან რეჟიმში მოემსახურება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის "გლობალ სელის" ფილიალში მგზავრებს შეეძლებათ მიიღონ საუკეთესო პირობების მქონე სამოგზაურო SIM და eSIM ბარათი, ასევე, გაიაქტიურონ მათთვის სასურველი სატელეკომუნიკაციო სერვისები როგორც ამა თუ იმ კონკრეტული ქვეყნისთვის, ისე მთელი ევროპისა თუ მსოფლიოს დაფარვით.
კომპანია "გლობალ სელი" ერთადერთი ავტორიზებული ტელეკომ ოპერატორია, რომელიც აბონენტებს სთავაზობს როგორც SIM, ისე eSIM საერთაშორისო ბარათებს ქართული ნომრით, უფასო ზარებითა და ყველაზე იაფი ინტერნეტით როუმინგში.
რაც შეეხება კომპანიის სხვა სიახლეებს, რამდენიმე დღის წინ, ევროპის ჭადრაკის საზოგადოების მიერ „გლობალ სელი“ ყველაზე საიმედო ტელეკომ პარტნიორად იქნა აღიარებული.

"ევროპის ჭადრაკის კავშირის მხარდაჭერის ჯილდო გადაეცა "გლობალ სელს", ევროპის ჭადრაკის კავშირთან მისი ღირებული პარტნიორობის აღიარების ნიშნად, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო ინტერნეტს მოთამაშეებისა და ღონისძიებებისთვის მთელ ევროპაში. "გლობალ სელის" სერვისმა გააუმჯობესა კომუნიკაცია, დაფარვა და წვდომა ციფრულ სერვისებზე ევროპული ჭადრაკის საზოგადოებისთვის" - აღნიშნულია ევროპის ჭადრაკის კავშირის ჯილდოზე, რომლის გლობალურ სატელეკომუნიკაციო კავშირს კომპანია "გლობალ სელი" უზრუნველყოფს.
"გლობალ სელი" ასევე პირველი ქართული ტელეკომ ბრენდია, რომელიც სულ ახლახან გაეროს მსოფლიო ტელეკომ კავშირის (ITU) წევრი გახდა.