მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable

news image

ევროპის წამყვანმა საკრედიტო რეიტინგის სააგენტომ Scope Ratings, სელფი მობაილის საკრედიტო რეიტინგი განაახლა და კვლავ დაუდასტურა მაღალი შეფასება BB-/Stable. მოცემული შეფასება ასახავს კომპანიის ძლიერ ფინანსურ მონაცემებს, ეფექტურ ოპერირებას და საქართველოს ტელეკომ სექტორის მდგრადობას. Scope Ratings აღნიშნავს, რომ სელფი ინარჩუნებს სტაბილურ პოზიციას ბაზარზე, ჯანმრთელ მომგებიანობას და ზომიერ საკრედიტო ვალდებულებებს. რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა ეფუძნება მოლოდინს, რომ კომპანიის კონკურენტული პოზიცია და ფინანსური მდგრადობა შენარჩუნდება. რეიტინგის შეფასებაში ასევე ხაზგასმულია სელფის ქსელის განვითარების სწრაფი ტემპი და ინვესტიციები დაფარვისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. 

„მოხარული ვარ, რომ Scope Ratings-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა სელფი მობაილის მაღალი საკრედიტო რეიტინგი. ეს შეფასება ასახავს იმ მიღწევებს, რომლებიც გვაქვს მომგებიანობის ზრდის, პროდუქტების გაფართოებული სპექტრის, ტექნოლოგიების განახლებისა და მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიმართულებით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ფინანსური რისკის მაჩვენებლის გაუმჯობესება, რაც გამოწვეულია როგორც ლევერიჯის შემცირებით, ისე კაპიტალის სტრუქტურის გაჯანსაღებით,“ - განაცხადა სელფის ფინანსურმა დირექტორმა, ირაკლი ჭედიამ. „ჩვენი ძლიერი საკრედიტო პოზიცია ქმნის შესაძლებლობას, მოვიზიდოთ ფინანსური რესურსი კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობებით  ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც მომხმარებლისთვის ნიშნავს პირდაპირ სარგებელს, გაუმჯობესებული ქსელის სახით,“ დაამატა ირაკლი ჭედიამ.

Scope Ratings, ევროპის წამყვანი საკრედიტო რეიტინგის სააგენტოა, რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირის რეიტინგების რეგულაციის თანახმად და ოპერირებს ევროკავშირში ECAI-ს სტატუსით. Scope Ratings, ერთადერთი ევროპული სარეიტინგო სააგენტოა, რომელიც დაშვებულია ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ევროსისტემის საკრედიტო შეფასების ჩარჩოსთვის (ECAF).

დამატებითი ინფორმაციისთვის სელფის შესახებ, ეწვიეთ http://cellfie.geასევე სელფის სოციალური მედიის არხებს:

Facebook

Instagram

YouTube

LinkedIn

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები

16.01.2026.18:00

კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.

„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.

ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.

აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა