სელფი მობაილი შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეა
სელფი მობაილი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივის, შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეა.
პლატფორმა მიზნად ისახავს ბიზნეს სექტორში ღირსეული შრომის სტანდარტების გაძლიერებას და წევრ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, სისტემურად განავითარონ სამუშაო ადგილზე ღირსების დაცვის, დისკრიმინაციის პრევენციის, სამართლიანი ანაზღაურებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის პრაქტიკა.
პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაო შეხვედრები და აქტივობები კომპანიებს დაეხმარებათ ცოდნის გაღრმავებაში და მათი საქმიანობის საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში. სელფი მობაილი მონაწილეებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და პრაქტიკულ მიდგომებს სამუშაო ადგილზე ღირსების დაცვისა და ინკლუზიური გარემოს განვითარების მიმართულებით.
სელფი მობაილი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრია 2023 წლიდან და აქტიურად მონაწილეობს ბიზნეს სექტორის როლის ზრდაში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.
შეხვედრებზე კომპანიები განიხილავენ:
• სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები
• ღირსეული სამუშაო პრაქტიკაში: თანამშრომლების ტრენინგი, უნარების განვითარება და ხელოვნური ინტელექტი
• ბავშვთა უფლებები და ბიზნესის პრინციპები: პროდუქტებისა და სერვისების უსაფრთხოება
• შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) დეკლარაცია შრომით საქმიანობაში ძირითადი პრინციპებისა და უფლებების შესახებ: უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ყველასთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის სელფის შესახებ, ეწვიეთ http://cellfie.ge; ასევე ჩვენი სოციალური მედიის არხებს:
სხვა სიახლეები
ყველაფერი, რაც მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე უნდა იცოდეთ - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
23.04.2026.14:23
ბევრი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ერთი განსაკუთრებული მასწავლებელი, რომელმაც მათში მუდმივი ძიების, აღმოჩენებისადმი სწრაფვის და შემეცნების სურვილი გააღვივა და ერთგვარად, მათი ცხოვრებაც განსაზღვრა. ასეთი მასწავლებლების დავიწყება შეუძლებელია.
სწორედ იმ მასწავლებლების გამოსავლენად, რომლებსაც განათლების სფეროში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ, მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს ინიციატივითა და ორგანიზებით, კონკურსი წელს მეათედ ხორციელდება. საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მხარდამჭერისთვის, ამ ინიციატივაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მიზანი ასეთი პედაგოგების აღმოჩენა და მათი დამსახურების სათანადოდ აღნიშვნაა.
კონკურსის ისტორია
მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს საქართველოში უკვე მრავალწლიანი ტრადიცია აქვს. ის 2016 წელს დაარსდა და უკვე 10 წელია, ინიციატივა განათლების სფეროში საუკეთესო და გამორჩეულ მასწავლებლებს ავლენს.
როგორ არის შესაძლებელი კონკურსში მონაწილეობის მიღება?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მასწავლებელს, რომელსაც უყვარს თავისი საქმე და ცდილობს, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობა გააღვიძოს. კონკურსზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 25 მაისს დასრულდება.
ამისათვის, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ნომინირება გაუწიონ მასწავლებლებს ან თავად მასწავლებლებმა წარადგინონ აპლიკაცია ვებგვერდზე www.tprize.ge
მასწავლებლების ნომინირება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს.
კონკურსის ფარგლებში, გამარჯვებულების შერჩევა 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიურის მიერ მოხდება. ჟიურის წევრები არიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.
რას გულისხმობს აპლიკაცია?
კონკურსზე რეგისტრაციის პროცესი თავად პედაგოგებისთვის ძალიან საინტერესოა. აპლიკაციაში მასწავლებლებს საკუთარი შრომისა და გამოცდილების შეფასება შეუძლიათ. ჟიურის განსაკუთრებით მასწავლებლის უნიკალური პერსპექტივა და მეთოდები აინტერესებს; მაგალითად, რა გამოწვევებია კონკრეტულ საგანმანათლებლო გარემოში და როგორ შეიძლება მათი დაძლევა. აპლიკაციის ეფექტურად შესავსებად, დეტალური რჩევებისთვის შეგიძლიათ იხილოთ ბლოგი.
რა კრიტერიუმებით ხდება მასწავლებლების შერჩევა?
კონკურსში მასწავლებლების შერჩევა მრავალმხრივი შეფასების კრიტერიუმებით ხდება, მათ შორისაა:
• მოსწავლეების შედეგები;
• მიდგომებისა და მეთოდების ინოვაციურობა;
• ზოგადსაკაცობრიო და მოქალაქეობრივი ღირებულებების სწავლება;
• სამოქალაქო აქტივობა და აღიარება;
• პროფესიული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება.
რაც შეეხება თავად კონკურსს, ის ოთხ ეტაპად ტარდება:
• ეტაპი I: აპლიკანტების ტექნიკური შემოწმება
• ეტაპი II: კონკურსანტთა ათეულის შერჩევა
• ეტაპი III: ფინალისტთა დასახელება
• ეტაპი IV: ფინალი – რომელიც 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს ტარდება და სწორედ აქ ხდება ეროვნული ჯილდოს მფლობელის გამოვლენა.
სხვის მიერ წარდგენა ხშირად გადამწყვეტი ბიძგია მასწავლებლისთვის, რომ კონკურსში ჩაერთოს. ასე რომ, ნომინირება საუკეთესო გზაა იმ გამორჩეული პროფესიონალების მხარდასაჭერად, რომელთა ყოველდღიური შრომაც ხშირად მხოლოდ საკლასო ოთახის კედლებში რჩება და ფართო აუდიტორიამდე ვერ აღწევს.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული ჯილდო TThe Global Teacher Prize-ის ნაწილია და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი - გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი - საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერი - ალტე უნივერსიტეტი.