სელფი მობაილი „ქოლგა თბილისი ფოტო 2025“-ის პარტნიორია
სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, რეგიონში ყველაზე გამორჩეული ფოტოხელოვნების ფესტივალის, „ქოლგა თბილისი ფოტო 2025“-ის პარტნიორი და მობილური ფოტოგრაფიის კატეგორიის სპონსორია.
ფოტოხელოვნების სფეროს განვითარების მიზნით, ქოლგა თბილისი ფოტო უკვე 23 წელია რაც აერთიანებს დამწყებ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან. წელსაც, ტრადიციულად, ფესტივალი უმასპინძლებს საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებს და საზოგადოებას გააცნობს რჩეულ ფოტონამუშევრებს.
ფოტოკონკურსის კვირეული იხსნება დაჯილდოების ცერემონიალით, სადაც საერთაშორისო ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, საუკეთესო ერთი კადრი და მობილური ფოტო. ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება მასტერკლასები, ვორქშოფები, სემინარები და დისკუსიები.
„სელფი მობაილის მოწოდებაა ხელი შეუწყოს ადამიანებს შორის გულწრფელ კავშირსა და ურთიერთობას. ფოტოხელოვნება სწორედ ასეთი კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობად მიგვაჩნია, ხოლო საკუთრივ “ქოლგა თბილისი ფოტო” - პლატფორმად, რომელიც სხვადასხვა კულტურას შორის დიალოგის შესანიშნავი ფორმატია,” - აცხადებენ სელფი მობაილში.
ფესტივალი იმართება 2-6 მაისს. გაეცანით პროგრამას ბმულზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
30.04.2025.20:11
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, 2025 წლის 30 აპრილს ქ. თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან განცხადებით (დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა) მომართვის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე 10 სამუშაო დღის ვადაში ჩამოაწეროს ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერით, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.