სელფი მობაილი eCommerce Day Georgia 2025-ის პარტნიორია
სელფი მობაილი ყოველწლიური კონფერენციის - eCommerce Day Georgia 2025-ის პარტნიორია.
ღონისძიება 31 ოქტომბერს იმართება თბილისში და ერთ სივრცეში გააერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებს, სტარტაპებსა და ტექნოლოგიურ ლიდერებს.
ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომ კომპანია საქართველოში, სელფი მობაილი ორიენტირებულია ციფრული ეკოსისტემის განვითარებაზე და მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ქვეყნის ციფრული ეკონომიკის გაძლიერებასა და ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს.
პარტნიორობით სელფი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკუთარ მისიას, გააერთიანოს ინოვაციები, ცოდნა და ადამიანები, რომლებიც ქმნიან მომავალს. eCommerce Day Georgia არის ის პლატფორმა, სადაც ბიზნესები, სტარტაპები და ტექნოლოგიური კომპანიები გამოცდილებას აზიარებენ და ერთობლივად აყალიბებენ საქართველოს, როგორც რეგიონულ ჰაბს ელექტრონული კომერციის მიმართულებით.
ღონისძიების შესახებ დეტალურად: www.ecag.ge/ecommerce-day-2025
სხვა სიახლეები
სილქ როუდ ჯგუფ ჰოლდინგმა წარმატებით განათავსა თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები
30.10.2025.16:30
Ევროობლიგაციების Ყველაზე მსხვილი ემისია საქართველოს კერძო სექტორის ისტორიაში.
სილქ როუდ ჯგუფ ჰოლდინგმა წარმატებით განათავსა თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები, რაც ყველაზე მსხვილი ემისიაა ქვეყნის კერძო სექტორის ისტორიაში.
5-წლიანი ობლიგაციები განთავსდა ირლანდიის ბირჟაზე, წლიური 7.5%-იანი განაკვეთით, რაც ბოლო წლებში კერძო კორპორატიული ემიტენტის ყველაზე კონკურენტუნარიან მაჩვენებელს წარმოადგენს.
ემისიის პროცესს ხელმძღვანელობდნენ J.P. Morgan და UBS, ხოლო თანაწამყვანი მენეჯერები იყვნენ თიბისი კაპიტალი, გალტ & თაგარტი და Oppenheimer.
"ვამაყობთ, რომ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე გავედით ინვესტორების ასეთი ძლიერი მხარდაჭერით. ობლიგაციებზე მოთხოვნამ 3-ჯერ გადააჭარბა ემისიის მოცულობას და მიაღწია 1.3 მილიარდ დოლარს, რაც ნათლად ასახავს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგის და განვითარების სტრატეგიის მიმართ” - გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.