სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად
სელფი ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული გოგოებისა და ქალებისთვის ღონისძიების პარტნიორია."STEAM-ის დღე 2026" იმართება 11 თებერვალს, მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეს.
ღონისძიება მიზნად ისახავს, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის (STEAM) სფეროებში ქალებისა და გოგოების ჩართულობისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. 11 თებერვალს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ერთ სივრცეში გაერთიანდებიან ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქალები, ახალგაზრდა პროფესიონალები და სტუდენტები, გამოცდილების გასაზიარებლად, შთაგონების მისაღებად და ახალი პროფესიული შესაძლებლობების შესაქმნელად.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება:
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომლებიც ტექნოლოგიებში ინკლუზიურობას, ახალგაზრდების ჩართულობასა და, მთლიანობაში, ქვეყნის ტექნოლოგიების ეკოსისტემის გაძლიერებას ემსახურება. გვჯერა, რომ მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია და ამ მიმართულებით ახალგაზრდების განათლება კი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინდარი." - აცხადებენ სელფი მობაილში.
სხვა სიახლეები
წელს ქართულ თხილზე მოთხოვნა მზარდია - GPR Nuts
10.02.2026.14:00
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით, საქართველო საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე Gulfood -ზე წარსდგა. ღონისძიებას ჯამში 26 ქართული კომპანია ესწრებოდა. მათ შორის იყო კომპანია "ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის" (GPR), რომელიც თხილის გადამუშავებითაა დაკავებული.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას კომპანია GPR-ის თანადამფუძნებელმა ბაია სალუქვაძემ განაცხადა ქალაქ დუბაიში ბევრი შემსყიდველი მონაწილეობდა და კომპანიამ არაერთი შეხვედრა გამართა, როგორც არსებულ პარტნიორებთან, ისე ახალ პოტენციურ დაინტერესებულ კომპანიებთან.
„წელს პირველად გალფუდის გამოფენა 2 ლოკაციაზე მიმდინარეობდა პროდუქტების კატეგორიის მიხედვით. ახალი სივრცე გამოირჩეოდა თვალსაჩინოებით და საქართველოს პავილიონის ადგილმდებარეობაც იყო ძალიან კარგი.
გამოფენა საინტერესო იყო, კიდევ ერთხელ წარმოვაჩინეთ ჩვენი პროდუქცია. გვქონდა დატვირთული შეხვედრები, როგორც არსებულ პარტნიორებთან, ასევე ახალ პოტენციურ დაინტერესებულ კომპანიებთან.
საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, წელს ქართულ თხილზე მოთხოვნა მზარდია, გვქონდა მოლაპარაკებები გამოფენის პროცესში და ამ ეტაპზეც. ვიმედოვნებთ გავხსნით მეტ ახალ, პოტენციურ და სტრატეგიულ ქვეყნებს ქართული თხილისთვის.
ჩვენს ორივე საწარმოში GPR -სა და „აგრითრეიდში“ ვცდილობთ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, გვაქვს აქტიური წარმოების პროცესები და ვცდილობთ ჩვენი გეგმები მივმართოთ ახალი ბაზრების ათვისებისკენ, რადგან წლევანდელი წელი ქართული თხილის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი წელია.
დაინტერესება დიდია და ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ ახალი პარტნიორების ხარისხის მოთხოვნები “, - აღნიშნავს ბაია სალუქვაძე.
ცნობისთვის, კომპანია GPR 2013 წელს დაარსდა. იგი წარმოადგენს ოჯახურს ბიზნესს და პროდუქციის 100%-ს ექსპორტზე ყიდის.