მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.3
-0.0063
flag
AZN 1.5921
-0.0006
flag
CNY 37.739
-0.0049
flag
EUR 3.1583
-0.02
flag
GBP 3.6327
-0.0123
flag
KZT 49.81
0.0013
flag
TRY 0.0668
0
flag
USD 2.7075
-0.0011

სელფი Airalo-ს ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში

news image

ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილი, რომელიც 1.42 მილიონ აბონენტს ემსახურება, მსოფლიოს წამყვანი eSIM პლატფორმის Airalo ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში. ეს ნიშნავს რომ Airalo-ს 20-მილიონიანი მომხმარებლისთვის, Airalo-ს eSIM-ით სარგებლობისას საქართველოში, ხელმისაწვდომია ექსკლუზიურად სელფის eSIM-ი და ტარიფები.

პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოში შემოსული ტურისტი შეძლებს შეიძინოს სელფის სპეციალური ტურისტული eSIM ტარიფები, რეგისტრაციისა და ოფისში მისვლის გარეშე, დისტანციურად და სულ 2 წუთში.

« სელფი ერთადერთი მობილური ოპერატორია საქართველოში, რომელმაც მსგავსი მასშტაბური თანამშრომლობა გააფორმა საერთაშორისო eSIM პლატფორმასთან, რაც კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯია გლობალურ ციფრულ ეკოსისტემაში ინტეგრაციისკენ და მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიაში. ეს წარმატება პროექტში მონაწილე თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომის შედეგია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ.» - აცხადებს სელფის მობილური საბითუმო ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, თეკლე ცხვედიანი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები თიბისის მხარდაჭერით გაემგზავრება

29.07.2025.12:41

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისისა მხარდაჭერითსაქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდა მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). 

 

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი. 2024 წელს ოლიმპიადა ბულგარეთში ჩატარდა, 2025 წლის 2-9 აგვისტოს კი მას პეკინი უმასპინძლებს.

ეროვნული ოლიმპიადაში წარმატების შემდეგ, ნაკრების წევრები ოლიმპიადისთვის უკვე ინტენსიურად ემზადებიან. ნაკრების მწვრთნელები თიბისის და საქართველოს სხვა წამყვანი AI პროფესიონალები არიან. ოლიმპიელები ასევე ხვდებიან ქართველებს, რომლებიც ისეთ საერთაშორისო კომპანიებში მუშაობენ, როგორიც Google-ის DeepMind და OpenAI-ია. მოსამზადებელი ეტაპი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. 1 აგვისტოს კი ნაკრები და მწვრთნელები პეკინში გაემგზავრებიან. 

პეკინში მონაწილეები ღონისძიებას შეუერთდებიან სხვა AI ენთუზიასტებთან ერთად და ქვეყნის სახელით პირველი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ამის გარდა, ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ეწვიონ წამყვან AI კომპანიებს, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, გაიცნონ საინტერესო ადამიანები, მონაწილეობა მიიღონ ტრადიციულ კულტურულ აქტივობებში, იმუშავონ ახალ იდეებზე და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.

ოლიმპიადის ორგანიზატორი: საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA).

მხარდამჭერები: თიბისი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარების კულტურას, პროფესიონალების განვითარების პროცესსა და საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში. 

თიბისი განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის და ახალგაზრდებს, რომლებსაც სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, მათ ტექნოლოგიური განათლების პროგრამებს სთავაზობს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა