სებ-მა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა | ალექსანდრე ძნელაძე
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
03.07.2025.15:31
GST Legal-ის საქმიანობის საფუძველი მარტივია, თუმცა მნიშვნელოვანი საწყისი აქვს:
იურიდიული მხარდაჭერა უნდა იყოს სწრაფი, ეფექტური და კლიენტის ინტერესებზე მორგებული, რაც არა მხოლოდ არსებულ პრობლემას აგვარებს, არამედ სამომავლო წინაღობების პრევენციას ქმნის.
უკვე ერთი წელია, რაც GSTlegal-ის გუნდმა საქმიანობა აქტიურად დაიწყო. განვლილი წელი ჩვენი კომპანიისთვის დინამიურად მზარდი და მრავალფეროვანი იყო. გუნდი აქტიურად მუშაობდა როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციულ და ბიზნეს სამართლის მიმართულებებით სხვადასხვა საქმეებზე.
სხვადასხვა კომპანიებთან გაფორმდა არაერთი მეომორანდუმი ურთიერთთანმშრომლობის შესახებ, რაც მიზნად ისახავს საქმიანობის სფეროს გაფართოებას და კლიენტებისთვის კომპლექსური და მრავალფეროვანი საკითხის ერთ სივრცეში და მარტივად მოგვარების შესაძლებლობის მიცემას.
ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა და უკვე მომზადდა პროექტი. აღნიშნული საშუალებას მოგვცემს მსოფლიო პრაქტიკის გაზიარების გზით შეიქმნას ახალი ფინტექ ინოვაციების საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმა, რაც საფუძველს ჩაუყრის საქართველოს საფინანსო სექტორის აბსოლუტურად ახალი ისტორიის დაწყებას.
ციფრული არხებით სამართლებრივი კონსულტაციის ხელმისაწვდომობამ, ონლაინ პლატფორმების ეფექტურად გამოყენებამ და მომხმარებელზე ორიენტირებულმა მიდგომამ კომპანია საზოგადოებისთვის არა მხოლოდ სერვისის მიმწოდებლად, არამედ რეალურ პარტნიორად აქცია. კომპანიის საქმიანობის ფარგლებში გავუწიეთ სრულყოფილი იურიდიული მომსახურება მრავალ რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომლებთანაც დღემდე გრძელდება უწყვეტი თანამშრომლობა.
გუნდის წევრების მოსაზრებები – განვლილი წლის შეჯამებასა და სამომავალო გეგმებზე
გიორგი გაგუა, მმართველი პარტნიორი, კომპანიის დირექტორი:
„ჩვენი მიზანი არ არის უბრალოდ პრობლემის მოგვარება – ჩვენი ინტერესია ისეთი შედეგის მიღება კლიენტისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს დროულობა, ეფექტურობა და სამართლიანობა. სწორედ ამის მიღწევისთვის კეთდება ყველაფერი გუნდის მხრიდან და განვლილმა პერიოდმა ნათლად გვაჩვენა, რომ აღნიშნული სწორი სტრატეგიითა და პროფესიონალიზმით რეალურად შესაძლებელია“
თათია ზირაქაშვილი, მმართველი პარტნიორი და ადვოკატი:
„რეალური სამართლებრივი პრობლემა მხოლოდ ერთი საკითხის და სფეროს მოგვარებით არ მიიღწევა, ყველა პრობლემა ბვერად უფრო მრავალმხრივია და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებას. ჩვენი მომსახურების მთავარი აქცენტი სწორედ ისეთი გამოსავლის მოძებნაა, რომელიც კონკრეულ პრობლემას არამხოლოდ ლოკალურად აგვარებს, არამედ ძირეულად ხსნის ამ თემაზე ნებისმიერი სამომავლო გაუგებრობების რისკსაც.“
სოფიო მაჭავარიანი, მმართველი პარტნიორი და ადვოკატი:
,,ჩვენი გუნდის საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რათა შექმნას ყველა კლიენტზე მორგებული და სანდო პლატფორმა იმისთვის, რომ კლიენტებმა გვანდონ მათ ინტერესებზე ზრუნვა და საქმიანობის მხარდაჭერა პრობლემის წარმოშობამდე, რათა ერთად შევქმნათ ისეთი სამართლებრივი მყარი გარანტიები, რაც პრობლემის წარმოშობას გამორიცხავს და მოახდენს ყველა წინაღობის მაქსიმალურ პრევენციას.‘’
და ბოლოს, კომპანიის ბოლო წლის გამოცდილება ცხადყოფს, რომ GST Legal არ არის მხოლოდ იურიდიული კომპანია – ეს არის გუნდი, რომელიც იცავს კლიენტების ინტერესებს და ეხმარება მათ იმ სამართლებრივი პრობლემების მოგვარებაში, რომელიც კლიენტებისთვის ბუნდოვანი და გადაულახავი ჩანს.
GSTlegal-ისთვის ეს არის დასაწყისი ახალი ეტაპისა, რომელიც ემსახურება ქვეყნის ბაზარზე მეტი ნოვაციის შემოტანას და კლიენტებზე მორგებული ეფექტური და განსხვავებული კონცეფციის მომსახურების შეთავაზებას.