მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7085.9
-0.0017
flag
AZN 1.5889
-0.0003
flag
CNY 38.211
0.0003
flag
EUR 3.1354
-0.0046
flag
GBP 3.5644
-0.0076
flag
KZT 53.15
0.0041
flag
TRY 0.0637
0.0001
flag
USD 2.7015
-0.0005

Schuchmann Wines-მა ბაზარზე ახალი ღვინო - რისლინგი გამოიტანა

news image

Schuchmann Wines-მა ბაზარზე ახალი ღვინო - რისლინგი 2024 გამოიტანა. როგორც Business Insider Georgia-სთან Schuchmann Group-ის გენერალურმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა განაცხადა, ღვინო დამზადებულია სოფელ კისისხევში მოწეული გერმანული რისლინგის ჯიშის ყურძნისაგან. ნუცა აბრამიშვილის თქმით, პროექტმა გაამართლა და პოპულარული გერმანული ჯიშის ყურძნისთვის კახეთის კლიმატური პირობები საუკეთესო აღმოჩნდა.

„კომპანია Schuchmann Wines-მა მიმდინარე პერიოდში ბაზარზე ახალი ღვინო გამოიტანა. ეს არის ჩვენთვის ექსპერიმენტული ღვინის ჯიში - საუბარი მაქვს გერმანულ ყურძნის ჯიშზე რისლინგი, რომელიც მოვიყვანეთ ქინძმარაულის მიკროზონაში და ევროპული ტექნოლოგიით შევქმენით გერმანული ტრადიციის ღვინო - თეთრი, მშრალი რისლინგი, რომელიც საკმაოდ კარგი გამოვიდა, ძალიან საინტერესო ჯიშური არომატებით. ეს ყურძენი მოდის გერმანიის ძალიან განსხვავებულ კლიმატურ ტერიტორიაზე, უფრო ამაღლებულ ვენახებში და მიუხედავად ამისა, ჩვენთან, კახეთში, ძალიან კარგი მოსავალი მივიღეთ. შესაბამისად, გამოვიტანეთ ბაზარზე ახალი ღვინო - რისლინგი. ეს ჩვენთვის არის საიმიჯო მიმართულება და განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის. ჩვენ, როგორც გერმანული ფესვების კომპანიამ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ჩვენს პორტფელში რაიმე გვქონოდა გერმანული წარმომავლობის,“ - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

ღვინო რისლინგი გათვლილია საშუალო სეგმენტზე - საკმაოდ საინტერესო, არომატული, საზაფხულო ღვინოა, რომელიც შესანიშნავად ერგება ქართულ კერძებს, მსუბუქ სალათებსა და ხილს.

Schuchmann Group-ის გენერალური დირექტორის თქმით, რისლინგის შეძენა ამ დროისთვის შესაძლებელია Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA-ში და ასევე Schuchmann-ის საფირმო მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს კისისხებში, Schuchmann Wines Chateau-ში. ხოლო სექტემბრიდან ახალი ღვინო უკვე სხვადასხვა ქსელებს შეეთავაზებათ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ქუთაისსა და ვენეციას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

03.12.2025.10:43

2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატა. ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაშიორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის ხომალდით ასრულებს. ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის პირველი რეისით 340 მგზავრმა ისარგებლა. ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით, რომისა და მილანის შემდეგ, იტალიის უკვე მესამე ქალაქში არის მოხვედრა შესაძლებელი.

ვენეციიდან პირველი რეისით ჩამოსულ მგზავრებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარი დევიძე მიესალმნენ. პირველი რეისის მგზავრებს აეროპორტების გაერთიანებისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულების ამოქმედება კიდევ უფრო ზრდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ხელმისაწვდომობას და აძლიერებს საქართველოს საჰაერო კავშირებს ევროპასთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა