მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7111.2
0.0033
flag
AZN 1.6049
-0.0007
flag
CNY 37.984
-0.0022
flag
EUR 3.1553
-0.0049
flag
GBP 3.6982
-0.0091
flag
KZT 52.59
-0.0062
flag
TRY 0.0692
-0.0001
flag
USD 2.7283
-0.0005

სავაჭრო ბრუნვის შედეგს თავისთავზე გრძნობენ ლოგისტიკური კომპანიები - ჯემალ ინაიშვილი

news image

ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსიაზე, რომლის თემაც „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა | ახალი შესაძლებლობები" იყო  „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა ქვეყნისთვის არსებულ სატრანზიტო გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ინვესტირება საპორტო ინფრასტრუქტურაში, რადგანაც სხვა ქვეყნებს „მხოლოდ გამართული ინფრასტრუქტურით შეგვიძლია გავუწიოთ კონკურენცია“.

„ზოგადად სავაჭრო ბრუნვას შედეგს თავისთავზე გრძნობს ლოგისტიკური კომპანიები. როდესაც ამ ვითარებაში ვიყურებით, რა შეიძლება მოკლევადიან და საშუალო ვადიან პერიოდში დადებითად აისახოს ჩვენზე, შემცირდება გადაზიდვის ფასები. რასაც ველოდებით და ეს აისახება, როგორც ექსპორტზე ისე იმპორტზე. მაგრამ საბოლოო ჯამში დასკვნების გაკეთება წინასწარ ძნელია. პირველივე რასაც წამოვჭრით, აშშ-ს მიერ დაწესებულია 10%-იანი ბაჟი. საერთოდ ეს ბიზნესი, ეს ინდუსტრია არ არის მორგებული საქართველოს ეკონომიკაზე და ჩვენ დამოკიდებული ვართ ჩვენი მეზობლების სომხეთის და აზერბაიჯანის და ბოლო პერიოდში ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკაზე და სავაჭრო ურთიერთობებზე სხვა ქვეყნებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციები საპორტო ინფრასტრუქტურაში. იმიტომ, რომ ჩვენ რომ ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები ეს ინვესტიციები რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს, ვინაიდან ძალიან მალე ჩვენ შეიძლება სხვა საფრთხეების წინაშეც აღმოვჩნდეთ. მე არ შემიძლია ამაზე არ გითხრათ.ადრე თუ გვიან დასრულდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება. ისინი აღადგენენ დიპლომატიურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც გამოიწვევს და რისთვისაც სომხეთი ემზადება, თურქეთთან საზღვრის გახსნას და შესაბამისად ჩვენთვის უკვე კონკურენტული ხდება რიზეს და ტრაბზონის ნავსადგურები. ეს სერიოზული გამოწვევა იქნება ჩვენთვის, ვინაიდან ეს ნავსადგურები უფრო იაფია ჩვენს ნავსადგურებთან შედარებით. ამას ემატება კიდევ ის, რომ არსებობს სარკინიგზო კავშირი სომხეთსა და თურქეთს შორის. რომელიც ჯერ კიდევ სსრკ-ს დროიდან არსებობდა და რომელიც დაიკეტა ომის პერიოდში.ყოველ შემთხვევაში სომხები ამისთვის ემზადებიან და განიხილავენ თავის არამხოლოდ თავს ალტერნატიული პორტების საშუალებით განახორციელონ თავისი ექსპორტი და იმპორტი, არამედ მომავალში გახდნენ ასევე ტრანზიტული ქვეყანა. ესეც მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ძალიან მალე, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მოხდება ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვული შეთანხმება და თუ ეს საკითხი დადებითად გადაიჭრა დადგება საკითხი ირანისთვის სანქციების მოხსნაზე. ირანი კი არის ჩვენი ძირითადი კონკურენტი და იყო მანამდეც, ვიდრე მას დაუწესდებოდა სანქციები. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავისვა, რომ ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი ინფრასტრუქტურა, რადგანაც ჩვენ მხოლოდ გამართული ინფრასტრუქტურით შეგვიძლია გავუწიოთ კონკურენცია და შევინარჩუნოთ ის ტვირთნაკადები, რომელიც შუა დერეფანში არსებობს  და რომელიც შეგვიძლია, რომ მოვიზიდოთ.

ამასთან ჩვენი ძირითადი საკონტეინერო იმპორტის 60%-ი მოდის მეორად ავტომობილებზე. ეს ჩვენი ფუნქცია, როგორც ჰაბის აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, რადგანაც ამან დაიმკვიდრა უკვე ადგილი. ეს უკვე არის შემდგარი ბიზნესი და ეს არის ძალიან დიდი რაოდენობა ტვირთნაკადის. დანარჩენი ტვირთები მოდის სამშენებლო მასალებზე, ფუნქციურ ტექნიკაზე და ასე შემდეგ. ეს პირდაპირ კავშირშია ბინათმშენებლობასთან და დეველოპერულ ბიზნესთან. ეს ორი მიმართულება სხვა მიმართულებებთან ერთად აუცილებელია, რომ იყოს უფრო მიმზიდველი და  ინვესტიციების შემოდინების წარმოები აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. რაც ნავსადგურებს გარანტიას აძლევს, რომ შეინარჩუნონ ტვირთნაკადი და შესაბამისად ხელი შეუწყონ ექსპორტს. რადგანაც ექსპორტის მხრივ გაქვს შედარებით მწირი შესაძლებლობები, რადგანაც ჩვენი ექსპორტი იმპორტის 20%-ია. ანუ ყველა იმპორტირებულ კონტეინერზე ვახდენთ მხოლოდ 20%-ით სავსე კონტეინერის ექსპორტს. ეს  ექსპორტი ძირითადად მოდის საქართველოზე, სომხეთზე და აზერბაიჯანზე და თანდათან ემატება ცენტრალური აზრია.

კიდევ ერთხელ მივუბრუნდები, რომ აუცილებლად მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ტემპები, ინვესტიციების შემოდინება და მზად ვიყოთ ახალი ინფრასტრუქტურისთვის, რასაც ჰქვია ანაკლიის ნავსადგური და შემდეგი ინვესტიციები სატრანსპორტო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში“, - განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ვიცე-პრემიერმა დღეს ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსია გახსნა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა შოთა ბერეკაშვილი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯემალ ინაიშვილი - „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.  ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი  ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ვილა მოსავალის“ 1000 სტუმარზე გათვლილი რესტორანი სექტემბერში გაიხსნება

17.06.2025.18:00

Villa Mosavali • ვილა მოსავალი, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს ფართოვდება და ახალ სერვისებს ამატებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან „ვილა მოსავალის“ გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ შეყრილაძემ განაცხადა, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის „ვილა მოსავალი“ სტუმრებს ახალი, დიდი აუზი და პადელის მოედნები დახვდებათ.

„მიმდარე წლის მოლოდინებს რაც შეეხება დამოკიდებული ვართ, თუ როგორ განვითარდება ტურისტული სეზონი. თუმცა ჩვენი მხრიდან სიახლე იქნება ის, რომ ახალი და უფრო დიდი აუზი გვექნება დამატებული. ასვე გვექნება რამდენიმე სიახლე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით: პადელის 2 მოედანი დავამატეთ და ასევე, რეკრეაციული ზონა, რომელიც 2000 კვ/მ-ს მოიცავს. რაც შეეხება დიდი რესტორანს, რომელიც 1000 სტუმარზე იქნება გათვლილი დაგეგმილია, რომ სექტემბერში გაიხსნება. მისი სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ნიკოლოზ შეყრილაძემ.

სასტუმროს სტუმრები ძირითადად ადგილობრივი სტუმრები არიან და მიმდინარე ტურისტული სეზონისთვის განთავსების ფასები არ შეცვლილა.

როგორც ცნობილია „ვილა მოსავალი“ შესანიშნავი ადგილია დასვენებისათვის. თბილისიდან 30 კილომეტრში, შთამბეჭდავი გამოცდილება ელის ყველას: ოჯახებს, ღვინის მოყვარულებს, საქმიანი ვიზიტზე მყოფთ თუ უბრალოდ განტვირთვისათვის ჩამოსულ სტუმრებს. პროფესიონალური მომსახურება, კომფორტული გარემო, გასაოცარი სამზარეულო, ღია აუზი, ბუნების სილამაზე და საუკეთესო ღვინო ყველა სტუმრისთვის დაუვიწყარი მოგონება გახდება.

ვილა მოსავლის სასტუმროს 27 ნომერზეა გათვლილი და თითოეული ნომერი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა თუ ავეჯით.

„ვილა მოსავალი“ მცხეთის რაიონში, სოფელ ახალუბანში მდებარეობს და ის სასტუმროს, სხვადასხვა ღონისძიებებისა და წვეულებისთვის გარე სივრცეებს, ღვინის მარანს, ღია აუზსა და სხვადასხვა მრავალფუნქციურ სივრცეებს აერთიანებს.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა