მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.9
0.0007
flag
AZN 1.593
-0.0004
flag
CNY 38.15
-0.0022
flag
EUR 3.1462
0.0001
flag
GBP 3.5606
-0.0027
flag
KZT 51.72
-0.0008
flag
TRY 0.064
-0.0001
flag
USD 2.7085
-0.0006

„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს" BARTA - ს კონკურსი დაიწყო

news image

„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს" BARTA - ს კონკურსი დაიწყო. განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ნოემბერს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ წელსაც BARTA-ს კონკურსი ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისა და ჯგუფებისთვის, ასევე ყველა კომპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირია.

2026 წლის თებერვალში, დაჯილდოების ცერემონიაზე, 10 საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულები საზეიმოდ გამოვლინდებიან. მათ შორის, წელსაც, გასული წლის მსგავსად, BARTA გამოავლენს „საუკეთესო დებიუტანტ კომპანიას". ეს ნომინაცია აღიარებს და დააჯილდოებს დამწყებ კომპანიას, რომელიც მონაწილეობის პირველსავე წელს ანგარიშების მაღალ სტანდარტს აჩვენებს.

შეგახსენებთ, BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა კორპორაციული ანგარიშგების რეფორმის ინიციატივა წამოაყენა. BARTA-2025 მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონული პროგრამის მიერ, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მიგვაჩნია, რომ ჩვენი სოციალური ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ კომპანიები, რომ მათ დაამკვიდრონ და დანერგონ თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების კორპორაციული მმართველობა და ამ კორპორაციული მმართველობის ნაწილია სწორედ იმ ანგარიშების წარდგენა, რომელიც ქვეყნდება და საჯაროა. ეს პრაქტიკულად ნიშნავს უმაღლესს სტანდარტებს, საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებას, ღიაობას. კონკურსი თავის მხრივ, მიზნად ისახავს კომპანიების წახალისებას, რადგან საუკეთესოდ დასახელების შემთხვევაში ნიშნავს, რომ ხარ გამჭვირვალე, თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპანია, რაც გარკვეულწილად ქმნის კონკურენტულ უპირატესობას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ ცვლის Mastercard Corporate Card ბიზნეს მოგზაურობის გამოცდილებას საქართველოში

17.11.2025.15:19

დღეს, ბიზნეს მოგზაურობა დღეს აღარ არის მხოლოდ დამატებითი ვალდებულება — ეს არის სასიამოვნო გამოცდილება, სადაც დრო, კომფორტი და მოქნილობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. სწორედ ამიტომ Mastercard-მა საქართველოს ბანკთან ერთად შექმნა Corporate Card — პრემიუმ ბარათი, რომელიც თქვენს სამსახურებრივ მარშუტებს უფრო მარტივს, დაცულსა და სასიამოვნოს ხდის.

Mastercard Corporate Card სრულად ცვლის წარმოდგენას იმაზე თუ როგორი შეიძლება იყოს საქმიანი მოგზაურობა. ის აერთიანებს ფინანსურ მოქნილობას, გლობალურ პრივილეგიებსა და ისეთ მცირე დეტალებს, რომლებიც დიდ განსხვავებას ქმნის მაშინ, როცა დრო და ენერგია ყველაზე ძვირფასია.

სამოგზაურო თავისუფლება და დაცულობა

ფრენები, აეროპორტები, შეხვედრები — ამ ყველაფერს თან სდევს სტრესი და დაძაბულობა, მაგრამ Mastercard Corporate Card-ს ეს გამოცდილება სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს.

$50,000-იანი სამოგზაურო დაზღვევა განსაკუთრებული პირობებით გაძლევს თავდაჯერებულობას, რომ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოგვარებადია.
1200-ზე მეტი VIP ლაუნჯი მსოფლიოს მასშტაბით ნიშნავს, რომ ბიზნეს მოგზაურობისას შეგიძლია იპოვო სიმყუდროვე — Wi-Fi, კომფორტული სავარძლები და საჭირო სივრცე, რათა იმუშაო ან უბრალოდ დაისვენო.
პრიორიტეტული ჩასხდომა 70-ზე მეტ აეროპორტში (ექვსჯერ სრულიად უფასოდ) გიცავს რიგებისგან და გჩუქნის დროს, რომელიც სხვაგვარად დაკარგული იქნებოდა.
Crisis24 Horizon პლატფორმა კი შენს უსაფრთხოებას მართავს რეალურ დროში, გაძლევს ინფორმაციას ადგილობრივ გარემოზე, ტრანსპორტზე ან უამინდობაზე — ყველაფერი, რაც დაგეხმარება იმოგზაურო მშვიდად და გააკეთო მეტი.

ფინანსური მოქნილობა ბიზნესის რიტმში

ბიზნესის სამყაროში დრო და სიმარტივე ფასდაუდებელია. Mastercard Corporate Card სწორედ ამ ორი პრინციპით არის შექმნილი.

მულტისავალუტო ანგარიში გაძლევს საშუალებას, თავისუფლად იმოქმედო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და მართო ტრანზაქციები მარტივად და გამჭვირვალედ.
მაღალი განაღდების ლიმიტი ნიშნავს, რომ ყოველთვის გაქვს ფინანსური თავისუფლება და არ გიწევს შეზღუდვებზე ფიქრი.
გამარტივებული ანგარიშსწორება და ხარჯების მონიტორინგი კი დაგეხმარება მართო როგორც შენი პირადი, ისე შენი კომპანიის ფინანსურ აქტივები — ერთი ბარათი, ერთი სისტემა, სრული კონტროლი.

ეს ბარათი შექმნილია იმისთვის, რომ ფინანსურმა პროცესებმა იმუშაოს შენთვის — და არა პირიქით.

გამოცდილება, რომელიც გემახსოვრება

Mastercard Corporate Card მხოლოდ პრაქტიკულობით არ შემოიფარგლება. ის ქმნის განცდას, რომ შენი შრომა და სტატუსი დაფასებულია.

4%-მდე ქეშბექი Booking.com-ზე – შენ მხოლოდ ჯავშნი, დანარჩენს ბარათი აკეთებს.
10%-იანი ფასდაკლება Hertz Plus-ის ავტომობილების დაქირავებაზე და Hertz Gold Plus Reward სტატუსი უფასოდ – როცა დრო შენი ყველაზე ძვირფასი რესურსია, ყოველი წამი და დეტალი მნიშვნელოვანია.
Priceless Cities პლატფორმა — წვდომა ღონისძიებებზე, კულტურულ გამოცდილებებზე და თავგადასავლებზე, სადაც სამუშაო მივლინება შეიძლება გადაიქცეს დაუვიწყარ მოგზაურობად.

ახალი სტანდარტი ბიზნეს მოგზაურობაში

Mastercard Corporate Card აერთიანებს იმას, რასაც ხშირად ცალ-ცალკე ვეძებთ — მოქნილ ფინანსურ სისტემას, კომფორტულ მოგზაურობას და გლობალურ აღიარებას. ეს ბარათი იმ ადამიანებისთვისაა, ვინც ცხოვრობენ მოძრაობაში, გეგმავენ წინასწარ და აფასებენ პატარა დეტალებს.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები აღნიშნული ბარათით სარგებლობას 1 წლის განმავლობაში უფასოდ შეძლებენ.
Mastercard Corporate Card — როცა საქმიანი მოგზაურობა შენი კომფორტის ზონა ხდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://bankofgeorgia.ge/en/business/cards/mastercard-business

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა