მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7038.4
-0.0092
flag
AZN 1.5839
-0.0021
flag
CNY 37.726
-0.0015
flag
EUR 3.1394
-0.0003
flag
GBP 3.624
0.0104
flag
KZT 49.88
-0.0007
flag
TRY 0.0654
-0.0001
flag
USD 2.6936
-0.0035

საუკეთესო მობილბანკი ქვეყანაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში - საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდოები მიიღო

news image

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ ჯილდოს პირველი რაუნდის გამარჯვებულები გამოავლინა.  საქართველოს ბანკი კი როგორც ქვეყნის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, სამომხმარებლო სეგმენტში საუკეთესო მობილური აპლიკაციის ნომინაციებში გამარჯვებულად დაასახელა.

Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია აფასებს. მისი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების მიერ შექმნილი ინოვაციური და თანამედროვე ციფრული გამოცდილების წარმოჩენაა. წლევანდელ კონკურსში გამარჯვებულები გლობალური საკონსულტაციო და ტექნოლოგიური კომპანია Infosys-ის ექსპერტთა ჟიურის მიერ შეფასდა, საბოლოო სია კი გამოცემის რედაქციამ გამოავლინა.

„ციფრული ბანკინგის სწრაფი ტემპით განვითარებასთან ერთად, მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტები ხელოვნურ ინტელექტს, ღრუბლოვან ტექნოლოგიას და მობილურზე ორიენტირებულ სტრატეგიებს იყენებენ, რათა უწყვეტი, უსაფრთხო და მაღალპერსონალიზებული გამოცდილება უზრუნველყონ. Global Finance-ის 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს გამარჯვებულები კი საბანკო სფეროში ინოვაციისა და ლიდერობის მაგალითებს აჩვენებენ“, – განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

„Global Finance-ის მიერ მიღებული აღიარება, განსაკუთრებით საუკეთესო მობილბანკის კატეგორიებში, საქართველოს ბანკის ტექნოლოგიური ეკოსისტემის სიძლიერესა და მომხმარებელზე ორიენტირებულობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ჩვენი მიზანია, მომხმარელებს შევთავაზოთ ისეთი გამოცდილება, რომელიც თანამედროვე ციფრულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება და მათ საჭიროებებს მაქსიმალურად პასუხობს, სწორედ ამიტომაც არ ვჩერდებით და წლიდან წლამდე ჩვენს ციფრულ პროდუქტებს ვაუმჯობესებთ“ – აღნიშნავს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე ჯამში 34 ჯილდო მიიღო.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Back to School შეთავაზებები SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას- ისარგებლეთ 40% ქეშბექით

04.09.2025.16:50

SOLO მისი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, Back to School- ის ფარგლებში, SOLO Mastercard World Elite- ბარათის მფლობელები 40%-იან ქეშბექს მიიღებენ. 

შეთავაზება ვრცელდება: 

4-5 სექტემბერს:

  • Extra
  • SOLO Boutique

6-7 სექტემბერს:

  • Perfume Stores
  • Biblusi 
  • Kids Concept
  • Wishlist

შეთავაზებზე მეტი დეტალის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს

თუმცა, ეს ყველაფერი არაა, SOLO მომხმარებლებს 13-14 სექტემბერს კიდევ ერთ აქციას უმზადებს. კერძოდ,  აღნიშნულ დღეებში SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას სითი მოლის 40-ზე მეტ მაღაზიაში თანხის 40%  დაიბრუნებთ, (თითოეულ ობიექტში მაქსიმუმ 300 ლარი). მაღაზიების ჩამონათვალს 9 სექტემბრიდან SOLO-ს ვებგვერდზე ნახავთ.

თუ ჯერ არ გაქვთ  SOLO Mastercard World Elite ბარათი, მისი შეკვეთა ამ  ბმულიდან შეგიძლიათ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა