“საუკეთესო ფრილანსერი” - თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის ახალი ნომინაცია
თიბისის უკვე ტრადიციად ქცეული ბიზნესდაჯილდოება მეცხრე წელს ახალი ნომინაციით ხვდება. „საუკეთესო ფრილანსერი” იმ ახალ რეალობასა და გამოწვევებს პასუხობს, რომელიც მთელს მსოფლიოში, ბოლო წლებია აქტუალობას არ კარგავს.
სულ უფრო მეტი ადამიანი წყვეტს სტაბილურ ოფისურ საქმიანობას და ირჩევს დამოუკიდებელ გზას, სადაც საკუთარი დროის, ენერგიისა და პროფესიული განვითარების მართვა თავად შეუძლია. მნიშვნელობა არ აქვს არქიტექტორი ხარ, მარკეტერი, ქოფირაითერი, ქოუჩი თუ სახლიდან ეხმარები კომპანიებს, მთავარია, შენი საქმის პროფესიონალი იყო.
ნომინაცია “საუკეთესო ფრილანსერის” შეფასების კრიტერიუმებია:
•ღირებულების შექმნა
პირველ რიგში, ჟიურის მთავარი ფოკუსია იმაზე, ქმნის თუ არა ფრილანსერი რეალურ ღირებულებას. ეს შეიძლება იყოს ფინანსური ეფექტი, ბრენდის განვითარება ან სერვისის ხარისხის გაუმჯობესება.
•ფრილანსერად მუშაობის უწყვეტი გამოცდილება
ნომინაციამ ის ადამიანები უნდა გამოავლინოს, რომლებიც ფრილანსინგ კულტურას უწევენ პოპულარიზაციას. აპლიკანტს კომპანიებთან ურთიერთობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ნომინაცია მოიაზრებს იმ ფრილანსერებს, რომელთათვისაც ეს საქმიანობა ძირითადი შემოსავლის წყაროა და არა ჰობი ან პარალელური პროექტი.
•განსხვავებულ ინდუსტრიებთან მუშაობის გამოცდილება
თუ ფრილანსერს შეუძლია სხვადასხვა სფეროში კლიენტებთან მუშაობა და ქმნის ღირებულებას, ეს აპლიკანტს უპირატესობას ანიჭებს. ჟიური კანდიდატებს აფასებს 10-ქულიანი სისტემით, თითოეული კრიტერიუმის მიხედვით. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ აპლიკანტის ისტორია დასაბუთებული იყოს.
•აღიარება და მიღწევები
ეს შეიძლება იყოს გამოქვეყნებული ნამუშევარი, კლიენტის რევიუ, ონლაინ გამოხმაურება, კოლაბორაცია ცნობილ კომპანიასთან. ყველაფერი, რაც ფრილანსერის შრომას თვალსაჩინოდ წარმოაჩენს.
გარდა “საუკეთესო ფრილანსერის” ნომინაციისა, წელს, ბიზნესებს კიდევ 4 კატეგორიაში შეუძლიათ განაცხადის შეტანა:
• საუკეთესო პროდუქტი
• საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
• გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
• გამორჩეული როლი რეგიონში
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა, ასევე, სასურველ კატეგორიაში დარეგისტრირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: ბიზნეს დაჯილდოება 2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია - Visa. მხარდამჭერი - აჭარა ჯგუფი. მედიამხარდამჭერები არიან: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.
სხვა სიახლეები
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს MIPIM 2026-ზე, უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე წარადგენს
06.03.2026.20:51
9-დან 13 მარტის ჩათვლით, კანში, „ფესტივალების სასახლეში,“უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე, „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია და საპროექტო არეალის 84 ჰა ტერიტორიიდან, 48 ჰა უკვე ფორმირებულია ზღვაში.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო აუდიტორიას ვაცნობთ ჩვენი პროექტისა და ზოგადად ქვეყნის, გამორჩეულ საინვესტიციო შესაძლებლობებს“ - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.
საფესტივალო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.
ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება კუნძულის პრეზენტაცია, სადაც პარტნიორებს, დაინტერესებულ ინვესტორებსა და სფეროს ექსპერტებს, კუნძულზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, პასუხების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.