მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

საწვავი ძვირდება - ფასები ადგილობრივ ბაზარზე

news image

28 სექტემბრის მონაცემებით, მსხვილ სადისტიბუციო ქსელებში 1 ლიტრ სხვასასხვა ტიპის საწვავსა და დიზელზე შემდეგი ფასები ფიქსირდება: 

სოკარი

 

  • ნანო სუპერი –  3.78 ლარი (+8 თეთრი) 
  • ნანო პრემიუმი –  3,31 ლარი (+20 თეთრი)
  • ნანო ევრო რეგულარი – 3.11 ლარი
  • ევრო დიზელი – 3.24 ლარი (+7 თეთრი)
  • ნანო ევრო 5 დიზელი –  3,37 ლარი
  • თხევადი გაზი (LPG) - 1.80 ლარი
  • CNG ბუნებრივი აირი - 1.60 ლარი

 

ისოლი

 

  • ეკო სუპერი –  3.78 ლარი (+5 თეთრი)
  • ეკოპრემიუმი –  3.32 ლარი (+19 თეთრი)
  • ევრო რეგულარი – 3,12 ლარი (+23 თეთრი)
  • ევრო დიზელი – 3.34 ლარი (+15 თეთრი)
  • ეკო დიზელი –  3.39 ლარი (+15 თეთრი)
  • დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი (+15 თეთრი)
  • გაზი – 1.64 ლარი (+5 თეთრი)

 

ლუკოილი

 

  • სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
  • ევრო სუპერი –  3.76 ლარი (+9 თეთრი)
  • პრემიუმ ავანგარდი –   3.27 ლარი (+24 თეთრი)
  • ევრო რეგულარი –  3.05 ლარი (+25 თეთრი)
  • ევრო დიზელი –  3,30 ლარი (+20 თეთრი)

 

რომპეტროლი

 

  • Efix სუპერი –  3.75 ლარი (+5 თეთრი)
  • Efix ევრო პრემიუმი​​​​​​​ – 3.20 ლარი (+10 თეთრი)
  • ევრო რეგულარი – 2,95 ლარი (+7 თეთრი)
  • efix ევრო დიზელი – 3.30 ლარი (+10 თეთრი)
  • ევრო დიზელი –  3,24 ლარი (+9 თეთრი)

​​​​​​​

გალფი

 

  • G-Force სუპერი – 3.79 ლარი (+14)
  • G-Force პრემიუმი –  3,37 ლარი (+18 თეთრი)
  • G-Force ევრო რეგულარი –  3.17 ლარი (+28 თეთრი)
  • რეგულარი – 3.07 ლარი - (+7 თეთრი)
  • ევრო დიზელი –  3.35 ლარი (+10 თეთრი)
  • გაზი – 1.69 ლარი

Business Insider Georgia -მ დღეს სადისტრიბუციო ქსელებში დაფიქსირებული ფასები, სამი თვის უკან არსებულ ფასებს შეადარა. სხვადასხვა ტიპის საწვავი ქსელურ ავტოგასამართ სადგურებზე +5-დან 28 თეთრის ფარგლებში გაძვირდა. ყველაზე მაღალი ფასები „ვისოლის“ ქსელში ფიქსირდება. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ლიბერთი ბიზნესის ახალი კამპანია - გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს

03.10.2025.16:29

ლიბერთიმ მცირე, საშუალო და აგრო ბიზნესებისთვის ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის მთავარი გზავნილია – „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“. კამპანიის მიზანია მომხმარებლებისთვის ისეთი საბანკო სერვისების შეთავაზება, რომლებიც მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებულია. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვა გაგვიზიარა ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ხათუნა ჭელიძემ.

კამპანიის არსი და ბიზნესის მხარდაჭერა

ხათუნა ჭელიძის თქმით, ლიბერთი უკვე ხუთი წელია აქტიურად ოპერირებს ბიზნესისა და აგრო დაკრედიტების ბაზარზე და ამ პერიოდში მრავალი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გახდა მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდამჭერი. „ეს კამპანია არის წინა აქტივობების გაგრძელება. ჩვენთან ერთად ბევრმა მეწარმემ გადადგა პირველი ნაბიჯები, დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას და უფრო თამამად გეგმავენ ბიზნესის გაფართოებას. ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს სრულ საბანკო სერვისებს – საოპერაციო მომსახურებას, ელექტრონულ კომერციას, ციფრულ ბანკინგს და სხვა პროდუქტებს,“ აღნიშნა ჭელიძემ.

პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის

ლიბერთის მონაწილეობა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და Mercy Corps-ის მიერ მხარდაჭერილ სამწლიან პროექტში „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. „პროექტის ფარგლებში, ჩვენ ჩავატარეთ ფინანსური წიგნიერების ამაღლების ტრენინგები 1600-მდე ახალგაზრდა მეწარმისთვის. საბოლოოდ, დაფინანსდა 60 ბიზნეს იდეა, სულ 1.2 მილიონი ლარის ოდენობით და 215 ადამიანი დასაქმდა. განსაკუთრებით ღირებული იყო ის, რომ პროექტში ჩართული იყვნენ ჩვენი ქვეყნის, ოთხი რეგიონის მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც“ – აღნიშნა ხათუნა ჭელიძემ.

ინოვაციები და საერთაშორისო აღიარება

ლიბერთის ციფრულმა ბანკმა პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა – ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-მა 2025 წლის “World’s Best Digital Bank Awards”-ის ფარგლებში ბანკს შვიდი პრესტიჟული ჯილდო მიანიჭა.

„ჩვენი მიზანია მომხმარებლებისთვის სრულყოფილი და კომპლექსური მომსახურების მიწოდება. ინოვაციური გადაწყვეტილებები – საერთაშორისო გადარიცხვები, ციფრული სერვისები და ბიზნესისთვის მორგებული პროდუქტები – ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს,“ განმარტა ჭელიძემ.

სამომავლო გეგმები

ლიბერთის სტრატეგია მომავალში კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე. „ყველა ახალი ინიციატივა მორგებულია მომხმარებელთა საჭიროებებსა და სურვილებზე. ჩვენი სიახლეებიდან გამოვყოფდი Cash-in ბანკომატების ქსელის გაფართოებას, რომელიც მომხმარებლებს ოპერაციების სწრაფად განხორციელების საშუალებას აძლევს, ასევე – ბიზნეს მობაილ ბანკის დანერგვას, იურიდიული პირებისთვის. კამპანია „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“ კი რეალური ფინანსური მხარდაჭერის პლატფორმაა, რომელიც ყველა მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას გააფართოოს ბიზნესი და გაზარდოს შემოსავალი,“ დაასკვნა ხათუნა ჭელიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა