სატრანსპორტო საშუალებებიდან გაფრქვევასთან დაკავშირებული ზღვრულად დასაშვები ნორმები BAG-ში განიხილეს
ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებიდან ზღვრულად დასაშვები ნორმები იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებისა და საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის, პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის შეხვედრის მთავარი საკითხი.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქვეყანაში მოქმედი მსხვილი ავტო იმპორტიორები, რომლებმაც სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელ პირებთან დეტალურად განიხილეს გაფრქვევის ზღვრულად დასაშვები ნორმების, საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ რეგულაციის დანერგვის ტექნიკური და სამართლებრივი საკითხები. ასევე, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ნორმატიული აქტის დანერგვის პრაქტიკული საკითხები, შეთანხმდა მასში გარკვეული დამაზუსტებელი ხასიათის ცვლილების შეტანა, რომლის პროექტსაც სამინისტრო ბიზნესის წარმომადგენლებს უახლოეს დროში გაუზიარებს.
აღსანიშნავია, რომ ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებიდან ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენა და ზემოხსენებული რეგულაციის ამოქმედება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის უწყვეტი პროცესია.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში, სადაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან შესაბამისი პასუხები და რეკომენდაციები.
„აღნიშნულ რეგულაციაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო თვეების განმავლობაში აქტიურ კომუნიკაციაშია, რაც მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის. ჩვენი აზრით, ევროკავშირთან ინტეგრაციისას მნიშვნელოვანია შესაბამისი დირექტივების ისეთი ფორმით გადმოტანა, რომელიც ბიზნეს საოპერაციო დონეზე სირთულეებს არ შეუქმნის, ხოლო მეორეს მხრივ, მიღწეული იქნება რეგულაციების მიღების უმთავრესი მიზანი, თვისობრივად გაუმჯობესდება საავტომობილო პარკი და ნაკლები ზიანი მიადგება გარემოს. ვფიქრობთ საბოლოო, შეჯერებული ფორმით მიღებული დადგენილება, უპასუხებს აღნიშნულ მიზნებს, შესაბამისად, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციებისთვის", განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
როგორ აფასებს Saguramo Hills 2025 წელს და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ
01.01.2026.14:00
Saguramo Hills არის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი ვილების მშენებლობაზე. Saguramo Hills -ის გაყიდვების მენეჯერი ნათია გადელია Business Insider Georgia -სთან 2025 წელს აჯამებს და 2026 წლის გეგმებზე საუბრობს.

„2025 წელი Saguramo Hills-ისთვის წარმატებული და დინამიკური აღმოჩნდა. მომხმარებელთა გამორჩეული ინტერესის სტაბილურობა მიუთითებს, რომ სუბურბანული საცხოვრებელი გარემო რჩება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად.
პროექტის 22 ვილიდან მხოლოდ 5 დარჩენილი ერთეულის გაყიდვის პროცესი ასახავს ბაზრის ჯანსაღ მდგომარეობას და Saguramo Hills-ისადმი ნდობას.
2025 წელს განსაკუთრებულად გამოიკვეთა სამი ტენდენცია:
• მომხმარებლების მზარდი მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ საცხოვრებელ სივრცეებზე;
• ქალაქთან ახლო, მაგრამ ბუნებაში განთავსებული ვილების პოპულარობა;
• ენერგოეფექტურ და ინოვაციურ სამშენებლო სტანდარტებზე ორიენტაციის გაძლიერება.
დარჩენილი ვილები წარმოადგენს პროექტის საბოლოო ეტაპს და ყველაზე მოთხოვნად პროექტს.
Saguramo Hills 2026 წელს გააგრძელებს იმ მთავარი ღირებულებების შენარჩუნებას, რომლებმაც პროექტი წარმატებული გახადა — მაღალი ხარისხი, გამორჩეული ბუნებრივი გარემო და თანამედროვე საცხოვრებელი სტილი, რომელიც მყიდველებს რეალურ შესაძლებლობას აძლევს ჯანსაღი და მშვიდი ცხოვრების ფორმირებისთვის “, - აცხადებს ნათია გადელია.
ცნობისთვის, კომპანია ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად დაინტერესებულ პირებს შემდეგ ნომერზე შეუძლიათ დაკავშირება : 598 449 933.