მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7049.5
0.0022
flag
AZN 1.5918
-0.0003
flag
CNY 37.725
-0.0014
flag
EUR 3.1344
-0.0239
flag
GBP 3.6168
-0.0159
flag
KZT 49.82
0.0001
flag
TRY 0.0667
-0.0001
flag
USD 2.707
-0.0005

სატენდერო გარანტია - უკვე საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში

news image

არაერთი ბიზნესისთვის სატენდერო გარანტიის წარდგენას ტენდერში წარმატებული მონაწილეობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. წარსულში ამ დოკუმენტის მიღება ფილიალში ვიზიტთან და ხანგრძლივ დროსთან იყო დაკავშირებული. დღეს კი, როდესაც სისწრაფე და მოქნილობა ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, საქართველოს ბანკმა სატენდერო გარანტიის აღების პროცესი მაქსიმალურად გაამარტივა და ციფრულ სივრცეშიც გადაიტანა.

ახლა უკვე მომხმარებელს სატენდერო გარანტიის მიღება ბიზნეს მობილბანკიდან, უზრუნველყოფის გარეშე, 1 საათზე ნაკლებ დროში შეუძლია. ამ ინტერვიუში საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების ოუნერი, ანი ქობალია გვიამბობს, როგორ მუშაობს ახალი სერვისი, რა სიახლეები მოიტანა და როგორ ეხმარება ის ბიზნესს ზრდაში.

ბიზნესის რა საჭიროებას პასუხობს ახალი გადაწყვეტა – სატენდერო გარანტიის გამარტივებული მიღება ბიზნეს მობილბანკში?

ტენდერში მონაწილე ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანია მოთხოვნილი გარანტიის დროულად წარდგენა. შესაბამისად, კრიტიკულია, რომ მისი მიღების პროცესი სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი იყოს.

ადრე პროცესი ფილიალში ვიზიტს, მენეჯერთან კომუნიკაციასა და ლოდინს მოიცავდა. ახალი გადაწყვეტა კი სწორედ ამ საჭიროებებს პასუხობს. ახლა ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა გაიაქტიურონ სატენდერო გარანტია ციფრულად, უმოკლეს დროში. ეს კი მათ ანიჭებს მეტ მოქნილობას, ტენდერის მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას აძლევს და, საბოლოოდ ზრდის ბიზნესის კონკურენტუნარიანობას.

დაგვიხასიათეთ, როგორ ხდება სატენდერო გარანტიის აღება ტექნიკურად – როგორია ნაბიჯ-ნაბიჯ პროცესი ბიზნეს მობილბანკში?

სატენდერო გარანტიის მიღება ბიზნეს მობილბანკში მარტივი და სრულიად ციფრული პროცესია. მომხმარებელი სატენდერო გარანტიის არჩევისას რამდენიმე ეტაპს გადის:
მომხმარებელს შეჰყავს მონაცემები, როგორებიცაა ტენდერის ნომერი, მოთხოვნილი თანხა, ვადა, რის შემდეგაც ხელმოწერით განაცხადს ეთანხმება და იწყება ავტომატური ანალიზის პროცესი. დაახლოებით ნახევარ წუთში მომხმარებელი არხშივე ხედავს გადაწყვეტილებას.

დადებითი პასუხის შემთხვევაში, მომხმარებელს აპლიკაციაშივე უჩნდება გასააქტიურებელი გარანტია, შესაბამისად შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს დეტალებს, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას და გაიაქტიუროს გარანტია.

მომხმარებელი პროცესს სრულიად დამოუკიდებლად რამდენიმე წუთში ასრულებს. ეს კი ბიზნეს დროსა და რესურსებს უზოგავს.

უკვე მიიღეთ გარკვეული უკუკავშირი პირველი მომხმარებლებისგან?

რა თქმა უნდა, მომხმარებლებმა უკვე გაგვიზიარეს საკუთარი შთაბეჭდილება პროდუქტზე. მათთვის ყველაზე ღირებული აღმოჩნდა ის რომ, გარანტიის მიღება დამოუკიდებლად შეუძლიათ. ისინი აღნიშნავენ, რომ დროისა და ადამიანური რესურსის დაზოგვა პროცესის დაწყებისთანავე აშკარად იგრძნობა.

და ბოლოს: როგორ ხედავთ ბიზნეს მობილბანკის როლს საშუალო და მცირე ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციაში მომავალი 1-2 წლის განმავლობაში?

ჩვენი ხედვაა, რომ ბიზნეს მობილბანკი იყოს ციფრული პლატფორმა, რომელიც მეწარმეს საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად, მოქნილად და ეფექტურად მართოს საკუთარი ბიზნესის საკვანძო პროცესები, ფინანსებიდან ადმინისტრირებამდე, ნებისმიერ დროსა და ადგილას.

ინფორმაციისთვის, ამჯერად სატენდერო გარანტიის მიღება 65%-მდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი. გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკიდან.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რა ვალდებულებები ემატებათ ძაღლსაშენებს

29.07.2025.23:00

კანონში გაჩნდა შეზღუდვა, რომ აღარ იქნება შესაძლებელი ძაღლების გამრავლება და გაყიდვა ისე, როგორც ეს დღეს ხდება, - აღნიშნულს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს.


როგორც Business Insider Georgia-სთან პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, საშენებისთვის ან იურიდიული პირებისთვის, რომელიც ამ ბიზნესით არის დაკავებული შემოდის ვალდებულება, რომ დარეგისტრირდეს მუნიციპალიტეტში და  ბუნებრივია, რომ ყველა ის ძაღლი, რომელსაც ის გაამრავლებს, ანუ საუბარია სანაშენე ძაღლზე, დაარეგისტრიროს და რასაც გაყიდის და გაამრავლებს ყველა შეიყვანოს ბაზაში.


„მათ შორის დაჩიპოს თუ კი ამის ასაკი ცხოველს მოუწევს. თუმცა პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში რეგისტრირებულ საშენზე გადადის, ანუ ზუსტად ეცოდინება სახელმწიფოს ვინ არის უფლებამოსილი, რომ გაამრავლოს და ვინც არ გაამრავლებს საშენის ფარგლებში ძაღლს და კატას, მათზე არის ჯარიმა“, - განმარტავს მაია ბითაძე.


მისივე განმარტებით, ბიზნეს ემატება ვალდებულება, რომ მოახდინოს ამ ყველაფრის რეგისტრირება.


„დიახ და სახელმწიფომ გააკონტროლოს და მათ შორის პასუხისმგებელი იყოს ეს რეგისტრირებული საშენი სახელმწიფოს წინაშე. მოხდება ძაღლების აღრიცხვიანობა და ვინც უკანონოდ გაამრავლებს, ვინც საშენი არ იქნება, როდესაც გამოვლინდებიან ბუნებრივია მაღალი ჯარიმით დაჯარიმდებიან. 

ასევე, პატრონებსაც ანუ არა საშენს, როგორც იურიდიულ პირს, მაგალითად მე მყავს ძაღლი და მინდა, რომ მისი ლეკვი მყავდეს. ამ შემთხვევაში უნდა მივიდე მუნიციპალიტეტში, განვაცხადო ეს ყველაფერი და მუნიციპალიტეტმა გაატაროს რეგისტრაცია, როგორც ერთჯერადად გამამრავლებელის. ანუ ამის უფლება მექნება ერთჯერადად“, - ამბობს ბითაძე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის უკან პარლამენტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომლის აღსრულებაც 2026 წლიდან ეტაპობრივად განხორციელდება. უკვე გაწერილი სქემის მიხედვით, 2026 წლის პირველ თებერვლამდე გარემოს სამინისტრო მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ძაღლის მოშენების მორატორიუმის აქტს და ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესს, ხოლო მთავრობამ პირველ მარტამდე უნდა დაამტკიცოს აღნიშნული აქტები.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა