სატენდერო გარანტია ახლა უკვე საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში
საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს მათთვის საჭირო სერვისების და პროდუქტების შეთავაზებას კვლავ აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა ბიზნეს მომხმარებლებისთვის სატენდერო გარანტიის აღების პროცესი კიდევ უფრო მეტად გაამარტივა. მისი აღება ახლა უკვე ბიზნეს მობილბანკში არის შესაძლებელი და მას 1 საათზე ნაკლებ დროში აიღებთ.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში სატენდერო გარანტიაზე 65%-მდე ფასდაკლებით ისარგებლოთ.
სატენდერო გარანტიით სარგებლობა შეუძლიათ ბიზნეს მომხმარებლებს 1 500 000 ლარამდე კონტრაქტებისთვის, უზრუნველყოფის გარეშე. დამტკიცებისა და გააქტიურების პროცესი მომენტალურიადა ტენდერის დასრულებამდე ბიზნეს მომხმარებლებს მის უზრუნველსაყოფად თანხის გაჩერება არ უწევთ.
“საქართველოს ბანკისთვის პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება უცვლელი პრიორიტეტია. გარკვეული ფინანსური რისკების შემცირების მიზნით სახელმწიფო/სსიპ ტენდერებში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს აქვთ ვალდებულება, ტენდერში მონაწილეობისთვის გარანტია წარადგინონ. სწორედ მსგავსი საჭიროების მქონე კომპანიებს ვთავაზობთ სატენდერო გარანტიას უზრუნველყოფის გარეშე ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში 1 საათზე ნაკლებ დროში.“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, ბიზნეს მობილბანკში სატენდერო გარანტიით სარგებლობისთვის, აუცილებელია განაახლოთ აპლიკაცია.
სატენდერო გარანტიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.05.2025.10:36
საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გამარტივებას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკმა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლებს (ინდ. მეწარმეებსა და შპს-ებს) სრულად ციფრული, სხარტი ბიზნეს სესხი შესთავაზა. მისი მეშვეობით, ბიზნეს მომხმარებლები ფინანსებზე წვდომას საქართველოს ბანკის ციფრული არხების - ბიზნეს ინტერნეტბანკის ან ბიზნეს მობილბანკის საშუალებით მიიღებენ. გარდა ამისა, სესხის აღება შესაძლებელია უზრუნველყოფის გარეშე და მომხმარებელს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტების წარდგენა.
ციფრულ არხში განაცხადის შევსების შემდეგ, სისტემა წინასწარ განსაზღვრულ ინფორმაციას ავტომატურად გადაამოწმებს და მოთხოვნილ სესხზე გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში მიიღებს, რომელსაც მომხმარებელი იმავე არხში ნახავს. სხარტი ბიზნეს სესხის დამტკიცების შემთხვევაში, მისი აქტივაცია 30 დღის განმავლობაშია შესაძლებელი.
“მოხარული ვართ, რომ უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, დაზოგონ დრო და სულ რამდენიმე წუთში, ციფრულ არხებში მიიღონ საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსებზე წვდომა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მცირე და საშუალო სეგმენტის ინტერესებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაზე და მომავალშიც არაერთ სიახლეს შევთავაზებთ მათ“, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, ბიზნეს ინტერნეტბანკიდან ან ბიზნეს მობილბანკიდან მომხმარებელს შეუძლიამოითხოვოს 3-დან 48 თვემდე ბიზნეს სესხი.
პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ესტუმროთ ბმულს.
დაფინანსების მისაღებად კი გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან გაიარეთ ავტორიზაცია ბიზნეს ინტერნეტბანკში.