სათანადო ცვლილებები უძრავი ქონების სექტორში გაყიდვებს 25%-ით გაზრდის - ბიზნესი „ოქროს ვიზების“ რეფორმას ითხოვს
ბიზნესი „ოქროს ვიზების“ პირობების გადახედვას ითხოვს. როგორც Business Insider Georgia-სთან დეველოპერული კომპანია ELT Group-ის დამფუძნებელმა ელგუჯა თურმანიძემ განაცხადა, აღნიშნული საკითხის დასმა პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრაზე მოხდა, რომელიც სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა.
„მინდა თქვა, რომ აღნიშნული პლატფორმები, შესაბამისი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. ეს არის საშუალება რა დროსაც ხდება პირდაპირი კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. იყო განხილული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, დასმული იყო ძალიან ბევრი სამუშაო კითხვა, რომელზედაც ნაწილობრივ პასუხი მივიღეთ და ნაწილობრივ დაგვპირდა პრემიერ-მინისტრი მაქსიმალურ დახმარებას. რიგ კითხვებზე პასუხებით უახლოეს დღეებში სხვა სამუშაო ფორმატების გამართვას და მუშაობის გაგრძელებას. მათ შორის საინტერესო მიმართულებები იყო, როგორც ენერგეტიკის, ტურიზმის, სამშენებლო-დეველოპმენტის მიმართულებით, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ და ბევრი სხვა საკითხები. ვფიქრობ, რომ აღნიშნული შეხვედრები მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს და იქნება მაქსიმალურად პროდუქტიული და არანაირად ხელის შემშლელი“, - აღნიშნა თურმანიძემ.
მისივე თქმით, თუ კი მოხდება „ოქროს ვიზის“ გაცემის პირობის გადახედვა, ეს მხოლოდ უძრავი ქონების სექტორს გაყიდვებს 20-25%-ით გაუზრდის.
„უძრავი ქონების სექტორის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული მოთხოვნები შენარჩუნებული, ასევე ახალი ბაზრების ათვისება, ეს იქნება როგორც დსთ-ს ქვეყნები, ისე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ინდოეთი, ჩინეთი, ცენტრალური ევროპა თუ ასე შემდგომ. ანუ როგორც შენარჩუნება, ასევე ახალი ბაზრების მოპოვება. ამის ხელშესაწყობად დასმული იყო რამდენიმე კითხვა და მივიღეთ შესაბამისი პასუხიც, დაპირებაც, რომ მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგებიან. მაგალითად, ჩვენს მიერ დაფიქსირებული იყო „გოლდენ ვიზების“ გადახედვა, იმ საინვესტიციო თანხების გადახედვა და შემცირება, რათა ის მოვიდეს კონკურენტუნარიან სიტუაციაში ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები, როგორიც არის საბერძნეთი, კვიპროსი, პორტუგალია თუ ასე შემდგომ. რაც დაკვირვებით, ჩვენი შესწავლით, ჩვენი სტატისტიკით ამ სეგმენტს გაყიდვებში დაეხმარება მინიმუმ 20-25%-ით“, - განაცხადა თურმანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ვიზა არის ვიზის სახეობა, რომელიც საშუალებას აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიიღონ რეზიდენტურა ქვეყანაში ინვესტიციის კაპიტალის სანაცვლოდ.
სხვა სიახლეები
19.10.2025.17:00
2025 წლის პირველ ნახევარში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 375 მლნ. ლარი შეადგინა.
როგორც საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წლის 6 თვეში სამედიცინო დაზღვევის სეგმენტში მოზიდული პრემიის მიხედვით ჯიპიაი ლიდერობს. აღნიშნულმა სადაზღვევო კომპანიამ სამედიცინო დაზღვევის კუთხით მოზიდული პრემიებით ბაზრის 26%-ი დაიკავა. მეორე ადგილზე იმედი L-ია, ხოლო მესამეზე არდი.
2025 წლის 6 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით:
2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 802 მილიონი ლარი.
ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 162 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 56 მილიონი ლარი.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 727 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 466 მილიონ ლარს.