მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7113.1
0.0048
flag
AZN 1.5847
-0.0003
flag
CNY 38.684
0.0039
flag
EUR 3.1607
0.011
flag
GBP 3.6448
0.0222
flag
KZT 53.59
0.0034
flag
TRY 0.0621
-0.0001
flag
USD 2.6941
-0.0005

სასურველი იქნება, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად ჩაერთოს „ხუდონჰესის“ მშენებლობაში - მაია მელიქიძე

news image

ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი უნდა აშენდეს, სამივე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. უბრალოდ, ამ მოცემულობაში და რეალობაში ყველაზე რეალისტური არის ხუდონის მშენებლობა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ხუდონის პროექტის განხორციელება უნდა მოხდეს სწრაფად. მაია მელიქიძის თქმით, სასურველი იქნება, რომ პროექტი სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი ჩართულობით განხორციელდეს.

„აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი როლი ეხება ახლა პირველი ნაბიჯების გადადგმას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით და ძალიან კრიტიკულია ჩვენთვის, რომ ეს ნაბიჯები დავიწყოთ სწორედ ხუდონიდან, ვინაიდან ნამახვანს და ნენსკრას თავისი გამოწვევები აქვს.

ამიტომ პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის ხუდონის მშენებლობის დაწყება და ეს უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ ინვესტორმა უზრუნველყოს თანხის ჩადება ხუდონის მშენებლობაში, თუმცა ვინაიდან ქვეყანას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ელექტროენერგიის დეფიციტთან და თვითკმარობასთან დაკავშირებით, მოხმარების ზრდას გენერაცია ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ სასურველი იქნება, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად ჩაერთოს ამ პროექტის მშენებლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ მოხდეს გადასახადის გადამხდელების ხარჯზე, ანუ ქვეყნის ბიუჯეტმა არ უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება ისე, რომ ბიუჯეტი დაზარალდეს.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ცალსახად მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა - გრძელვადიანი სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება, რომელიც ყველა გზით უზრუნველყოფს იმას, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ გამოირჩეოდეს პროტესტით და თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს ის სარგებელი, რომელიც ახლავს ენერგეტიკის განვითარებას, ქვეყნის პროგრესს და ეკონომიკურ დოვლათს“, - აცხადებს მელიქიძე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ხუდონჰესის“ პროექტი შესაძლოა სახელმწიფოს თანამონაწილეობით განხორციელდეს,

დღეს არ არის გამოკვეთილი არც ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ის იქნება დაკავებული „ხუდონჰესის" პროექტით, დღეს ეკონომიკის სამინისტრო უშუალოდ ამუშავებს ამ პროექტს, მათ შორის იმისათვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ხუდონჰესი" არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი, რომელიც მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განხორციელდება.

„დღეს არ არის გამოკვეთილი არც ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ის იქნება დაკავებული „ხუდონჰესის" პროექტით. დღეს ეკონომიკის სამინისტრო უშუალოდ ამუშავებს ამ პროექტს, მათ შორის იმისათვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორებისთვის. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი, რომელიც მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განხორციელდება. ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი დავალება, რაზეც აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტროს მთელი გუნდი, მათ შორის პირველ რიგში ენერგეტიკის სფეროში მომუშავე გუნდი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კითხვაზე, „ხუდონჰესს" სახელმწიფო ააშენებს თუ ინვესტორი, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების საფუძველზე პოტენციურ ინვესტორებთან.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ სახელმწიფოს თანამონაწილეობასაც ამ პროექტის განხორციელებაში, ფინანსურ ნაწილს ვგულისხმობ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2026 წელს „მოჩიკო“ ახალი ფილიალით შეხვდა

26.01.2026.16:00

ქუთაისში მდებარე დესერტების მაღაზია Mochiko • მოჩიკო 2026 წელს ახალი ფილიალით შეხვდა. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის დამფუძნებელმა თაკო კინწურაშვილმა განუცხადა.

2025 წლის შედეგებმა გაგვაჩინა მოტივაცია და ქალაქის ცენტრალურ უბანში ახალი ფილიალი გავხსენით. ადგილზე მოსულ მომხმარებლებს ვთავაზობთ კაფის ტიპის მომსახურებას. გარდა ამისა, გავაფართოვეთ ასორტიმენტი და დავამატეთ მრავალი განსხვავებული, არასტანდარტული დესერტი. საბოლოო ჯამში, 2025 წელი ჩვენი საქმიანობის გაფართოებისათვის განსაკუთრებით წარმატებული იყო.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს გვსურს რომ ეს ფილიალი გავხადოთ უფრო წარმატებული და გავზარდოთ მისი ცნობადობა. ქუთაისს სრულად რომ დავფარავთ, შემდეგ ვიფიქრებთ ქუთაისის ფარგლებს მიღმა გაფართოებაზე “, - აცხადებს თაკო კინწურაშვილი.

ცნობისთვის, ახალი ფილიალი გალაკტიონ ტაბიძის N40 - ში მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა