მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7037.5
0.0027
flag
AZN 1.5866
0.0008
flag
CNY 37.58
0.0012
flag
EUR 3.153
0.0023
flag
GBP 3.6486
-0.0039
flag
KZT 50.13
0.0011
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6981
0.0013

სასტუმროს ვიზიტორების 60-70% უცხოელებზე მოდის - Bel Mare Boutique Hotel

news image

Bel Mare Boutique Hotel ქალაქ ბათუმში მდებარე სასტუმროა, რომელიც 5 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს და 39 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს აერთიანებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის გაყიდვების მენეჯერს ნინო ოსიტაშვილს ესაუბრა.

„Bel Mare Boutique Hotel უკვე 5 წელია ოპერირებს ბაზარზე. პანდემიის შემდგომ სასტუმრო გაფართოვდა და დაემატა ახალი ნომრები. ამჟამად, გვაქვს 39 სხვადასხვა კატეგორიის ნომერი, რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე სტუმარს ისარგებლოს ჩვენი მომსახურებით.

სასტუმრო მდებარეობს ზღვიდან მხოლოდ 300 მეტრში, ბათუმის ისტორიულ ცენტრში პიაცასთან ახლოს. გვაქვს ტერასა, საიდანაც იშლება ძველი ბათუმის ულამაზესი ხედები.

ჩვენი სასტუმრო თანამედროვე სტილისაა. ყველა ოთახი კომფორტულია და სრულად აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, რათა სტუმარმა სრულფასოვნად დაისვენოს. საუზმეზე გათვალისწინებულია როგორც ვეგეტარიანული, ასევე არა ვეგეტარიანული მენიუ, რადგან ხშირად  გალფის ქვეყნებიდან გვსტუმრობენ.

ჩვენი ნიშა ძირითადად, საქმიანი ვიზიტით ჩამოსული სტუმრებია. ძველი ბულვარის ტერიტორიაზე სიმჭიდროვის გამო შეუძლებელია აუზისა და მასშტაბური გასართობი სივრცეების მოწყობა, თუმცა ლოკაცია იმდენად მოსახერხებელია, რომ ზღვამდე მისასვლელად მხოლოდ 300 მეტრია, ხოლო ისტორიული ბათუმის სანახავად ტრანსპორტიც არ არის საჭირო “, - ამბობს კომპანიის გაყიდვების მენეჯერი.

სასტუმროს ვიზიტორების 60-70% უცხოელებზე მოდის, დარჩენილი წილი კი ქართველებზე.

„ჩვენი სტუმრების 60-70% ჩამოდის გალფის ქვეყნებიდან და თურქეთიდან, ხოლო ქართველების წილი შედარებით მცირეა. მომხმარებელთა უმეტესობა უცხოელია და ვიზიტები ძირითადად, მოკლევადიანია.

სასტუმროს სპეციფიკა საქმიანი ვიზიტების საჭიროებებს არის მორგებული, ვიდრე საკურორტო ან გასართობ-დასასვენებელი ზონების კონცეფციას “, - აცხადებს ნინო ოსიტაშვილი.

კომპანიის სამომავლო გეგმებში შედის მომხმარებელთა საჭიროებების ღრმა ანალიზი და მათზე მორგებული სერვისებისა და პირობების შეთავაზება.

„უნდა აღინიშნოს რომ მეორე წელია რაც სრულყოფილად ვოპერირებთ ბაზარზე. პირველი წელი, ძირითადად, გაცნობითი ეტაპი იყო, ხოლო წელს უკვე უფრო აქტიურად ვართ ჩართულები სამუშაო პროცესში და ვაკვირდებით ჩვენი სტუმრების საჭიროებებსა და მოთხოვნებს.

სეზონის ბოლოს შევაჯამებთ მიღებულ გამოცდილებას, შევაფასებთ ძირითად მოთხოვნებს და დავგეგმავთ, რა მიმართულებით იქნება საჭირო სერვისების გაფართოება. ჩვენი მიზანია, მომავალ სეზონზე და განსაკუთრებით არასეზონურ პერიოდში უფრო მეტი სტუმარი მოვიზიდოთ “, - აღნიშნავს კომპანიის გაყიდვების მენეჯერი.

ცნობისთვის, Bel Mare Boutique Hotel ქალაქ ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე 12 ნომერში მდებარეობს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბათუმში პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა 1,427 აშშ დოლარს მიაღწია - Galt & Taggart

19.08.2025.19:00

2025 წლის ივნისში, პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა 1,427 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა კვარტლის ფასთან შედარებით 2.7%-ითაა გაზრდილი. 

ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში „ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონება“ არის აღნიშნული. 

Galt & Taggart-ში აცხადებენ, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) საშუალო ფასი 2025 წელს ივნისში კვარტალურად 0.7%-ით, ხოლო წლიურად 11.5%-ით გაიზარდა და 1,307 აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა