სასტუმროს არსებობის ისტორიაში რეკორდი დავამყარეთ, აგვისტოში შემოსავლებმა მილიონ დოლარს გადააჭარბა - Borjomi Likani Health & Spa Centre
ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებს სასტუმრო ბორჯომი-ლიკანის დირექტორი კობა აბულაძე. მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაზრდილია სტუმრების რაოდენობა, წლევანდელ ზაფხულში კი სასტუმრომ შემოსავლების რეკორდული რაოდენობა მიიღო.
„წლევანდელი ზაფხულის სეზონი იყო ძალიან კარგი, განსაკუთრებით გამოვყოფდი აგვისტოს თვეს, სასტუმროს არსებობის ისტორიაში რეკორდი დავამყარეთ, აგვისტოში შემოსავლებმა მილიონ დოლარს გადააჭარბა, ივნისი, ივლისიც კარგი თვეები იყო. რაც შეეხება მოლოდინებს, შემოდგომაზე გვაქვს მოლოდინი, რომ გასულ წელზე და წინა წლებზე უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ, რაც სასტუმროსთვის და ნებისმიერი ბიზნესისთვის არის მთავარი, მეტი მოგების მიღება“,-აცხადებს კობა აბულაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა
სხვა სიახლეები
27.10.2025.01:22
ევროპის მძლეოსნობის კონგრესი, კონვენცია და გალა დაჯილდოება 2025 - „კოკა-კოლა“ ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის წლის მთავარი ღონისძიების წარმდგენია
26.10.2025.10:04
2025 წლის 23-25 ოქტომბერს, ევროპის მძლეოსნობის წლის ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას - „ევროპის მძლეოსნობის კონგრესი, კონვენცია და გალა დაჯილდოება 2025“-ს - საქართველო პირველად უმასპინძლებს. საერთაშორისო კონგრესის წარმდგენი კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაა“. ღონისძიება, რომელიც წელს ბათუმში ტარდება, ევროპული მძლეოსნობის სამყაროს ყველაზე პრესტიჟულ და წარმომადგენლობით შეხვედრად მიიჩნევა. კონგრესის ფარგლებში, ზღვისპირა ქალაქში, ევროპის მძლეოსნობის პრეზიდენტი და საბჭოს წევრები, ევროპის მძლეოსნობის 49 ქვეყნის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი, მსოფლიო და ევროპის მძლეოსნობის საპატიო სტუმრები და წამყვანი სპორტსმენები შეიკრიბებიან.
ევროპის მძლეოსნობის კონგრესისა და კომპანია „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პარტნიორობა, მსოფლიო ბრენდისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და დადასტურებაა, რომ სპორტის სამყაროში სხვადასხვა სახეობების განვითარების მთავარ ხელშემწყობი და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ფლაგმანია. „კოკა-კოლას“ მხრიდან, საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიების მხარდაჭერის მიზანია სპორტის ინდუსტრიაში ევროპული სტანდარტების დანერგვა და ქვეყნის სპორტული პოტენციალის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა. ეს არის შესაძლებლობა, საქართველო წარმოდგენილი იყოს როგორც თანამედროვე, საერთაშორისო მასშტაბის სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქვეყანა.
ევროპის მძლეოსნობის კონგრესი, 22-23 ოქტომბერს ევროპის მძლეოსნობის საბჭოს შეხვედრებით დაიწყება. 24 ოქტომბერი კი ვორქშოპებს დაეთმობა, სადაც განხილვის მთავარი თემები: მძლეოსნობა ყველასთვის, მდგრადი განვითარება სპორტში და სწორი მმართველობა იქნება. დღის ბოლოს ევროპის მძლეოსნობის კონგრესის რეპეტიცია და საბჭოს წევრობის კანდიდატების პრეზენტაციები გაიმართება. 25 ოქტომბერს კი ევროპის მძლეოსნობის კონგრესის დღეა, სადაც გასული ორი წლის სამუშაო პროცესი შეჯამდება, საბჭოს ახალი წევრები აირჩევიან და მომდევნო საარჩევნო-საანგარიშო კონგრესის მასპინძელი ქალაქი განისაზღვრება.
ღონისძიების კულმინაცია კი 25 ოქტომბრის საღამოს - გრანდიოზული გალა დაჯილდოება “Golden Tracks” იქნება, რომელსაც 300-მდე სტუმარი დაესწრება, მათ შორის ევროპის ყველაზე წარმატებული და ცნობილი მძლეოსნები. გალა მიღებაზე გამოვლინდებიან ევროპის მძლეოსნობის წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი და მამაკაცი, ასევე ამომავალი ვარსკვლავი ქალი და მამაკაცი. გარდა ამისა, სპეციალური ჯილდოები ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებს, მწვრთნელებს, მსაჯებსა და სპორტის ამ სახეობაში მოღვაწე სხვა დამსახურებულ პირებს გადაეცემათ.
მსოფლიო ბრენდი „კოკა-კოლა“ და ბუნებრივი, მინერალური წყალი „მთის“ წლებია საერთაშორისო მასშტაბის სპორტული ღონისძიებების - ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებისა თუ კონტინენტური ტურნირების პარტნიორია. საქართველოში კი კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ სისტემატური მხარდამჭერია ისეთი სპორტული ღონისძიებების, რომლებიც საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესს ამკვიდრებენ და არაერთ სპორტსმენს აერთიანებენ. სწორედ ამ გამოცდილების გაგრძელებაა, რომ „კოკა-კოლა“ და ბუნებრივი, მინერალური წყალი „მთის“, ამჯერად, ევროპის მძლეოსნობის კონგრესის, კონვენციისა და გალა დაჯილდოების წარმდგენია.
---
ევროპის მძლეოსნობის ყოველწლიური კონვენცია პირველად 2008 წელს ჩატარდა. საერთაშორისო ღონისძიების მიზანია წევრი ფედერაციების მხარდაჭერა და კავშირების გაღმავების შესაძლებლობა. „Golden Tracks Gala“ კი - ევროპული მძლეოსნობის ყველაზე პრესტიჟული და სპორტული წლის შემაჯამებელი კორპორატიული ღონისძიებაა.
წლების განმავლობაში “Golden Tracks Gala”-ს გამარჯვებულებს შორის იყვნენ მსოფლიო დონის ისეთი მძლეოსნები, როგორებიც არიან:
ღონისძიება სპორტს, კულტურასა და ევროპული თანასწორობის სულისკვეთებას აერთიანებს, რაც საქართველოს პოზიციას საერთაშორისო სპორტულ რუკაზე კიდევ უფრო განამტკიცებს.