სასტუმროებისგან მოვისმინეთ, რომ ასეთი წარმატებული აპრილი არ ახსოვთ - მარიამ ქვრივიშვილი
სასტუმროს წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ, რომ აპრილის თვე არის ყველაზე წარმატებული თვე, რომელიც ისტორიაში აპრილში ახსოვთ, - აღნიშნა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა. მისი განმარტებით, ბიზნესი თავად საუბრობს, რომ ბოლო წლებში საკმაოდაა გაზრდილი მიწოდება, ანუ განთავსების ობიექტების რაოდენობა.
„ტურიზმის ინდუსტრია არის სექტორი, რომელიც ემსახურება ძალიან დიდ ღირებულებებს, რაც ქმნის სამუშაო ადგილებს, ეხმარება ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას, ამდენი ადამიანია პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართული და იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სექტორის გაძლიერებაზე, პოზიციონირებაზე და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს კიდევ უფრო მეტად ამ სექტორის ხელშეწყობა, დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ის წარმატება რაც ჩვენს ქვეყანას ამ ტურიზმის ინდუსტრიიდან აქვს, რომელიც სხვათა შორის ასევე დიდი ძალისხმევის შედეგია კერძო სექტორის, მცირე, საშუალო მეწარმეების, რომელიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობენ და ასე ერთი ხელის მოსმით იმაზე საუბარი, რომ თურმე ეს ციფრები არ არის ახლოს რეალობასთან, მაგრამ ამავდროულად არ ვისაუბროთ იმაზე, რამხელაა კონკურენცია... ჩვენ ძალიან ხშირად გაქვს ინდუსტრიასთან შეხვედრები, კერძო სექტორთან მუდმივად ვმართავთ შეხვედრებს და ერთი კვირის უკან ჩემთან იყვნენ წამყვანი სასტუმროების წარმომადგენლები, მმართველები, მფლობელები. მანამდე ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაციის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ჩვენ ხშირად ვხვდებით, ხშირად ვსაუბრობთ გარკვეულ საკითხებზე. და პირიქით ჩვენ მოვისმინეთ რა? ჩვენ მოვისმინეთ, მათ შორის სასტუმროების წარმომადგენლებისგან, რომ აპრილის თვე მათი შეფასებით არის ყველაზე წარმატებული თვე, რომელიც ისტორიაში აპრილში ახსოვთ. ეს ერთი. მეორეს მხრივ, თავადვე საუბრობენ თუ რამხელაა და როგორაა გაზრდილი განთავსების ობიექტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ თუ ისევ ვედრებით თუ რა იყო 2015 წელს, 2016 წელს, 2017 წელს, თუნდაც 2019 წელს, როდესაც გასაგები იყო, რომ შედარებით ნაკლები განთავსების ოდენობა ჩვენს ქვეყანაში ემსახურებოდა მეტ ტურისტს, და ბალანსი და კონკურენცია იყო ცოტა განსხვავებული. დღეს ფაქტობრივად გაორმაგებულია განთავსების ობიექტები. ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ იმაზეც, რომ ჩვენს ქვეყანას საკმაოდ მასშტაბური მოცულობით დაემატა ბინების გაქირავების მიმართულება, რაც გლობალური ტენდენციაა. საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმა და მათ შორის Airbnb-ის მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ, 2 დღის წინ პასუხი გასცა ფსევდო ექსპერტებს, თითქოსდა არის შემცირებული განთავსების ობიექტებში დატვირთულობის კოეფიციენტი და თითქოს და Airbnb-ს არ აქვს გავლენა. დღეს მოგახსენებთ, რომ საშუალო დატვირთულობის კოეფიციენტი პირველ კვარტალში, საქართველოს ჭრილში, ძირითად სასტუმროებში, რა თქმა უნდა არ ეხება ყველა სასტუმროს, გაზრდილი იყო 4,3%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. ისევე, როგორც ბინების გაქირავება Airbnb პლატფორმაზე, ეს არ არის ჩვენი მოკვლეული ინფორმაცია. Airbnb-ზე დატვირთულობის კოეფიციენტი იყო გაზრდილი 8%-მდე. აქედან გამომდინარე თუ ჩვენ დიდ სურათში შევხედავთ, ვხედავთ, რომ ტურიზმის ინდუსტრია კვლავ განაგრძობს ამ ქვეყანაში ზრდას სტაბილურად, მდგრადად, დივერსიფიცირებულად. გვემატება ახალი ავიაკომპანიები და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე კარგ სიახლეებს გავაცნობთ ჩვენს საზოგადოებას. და ის მარკეტინგული აქტივობები, რასაც ჩვენ ვგეგმავთ უზრუნველყოფს ამ ქვეყანაში ტურიზმის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენ ყველა ავიარეისის ანალიტიკას ვაკეთებთ, განსხვავებით ფსევდო ექსპერტებისგან - მარიამ ქვრივიშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
28.04.2025.21:04
ქალაქის ყველაზე გამორჩეული სტილის მქონე სასტუმროში Radisson RED Tbilisi ახალი კულინარიული სივრცე Steakhouse #1 იხსნება. სტეიკჰაუსის კონცეფცია კლასიკისა და თანამედროვე, თამამი და ქართული ელემენტებით გადმოცემულ ახალ ხედვაში მდგომარეობს.
Steakhouse N1 უმაღლესი ხარისხის ხორცზე, ნამდვილ გემოსა და დახვეწილ გარემოზეა ფოკუსირებული. ეს არის ადგილი მათთვის, ვინც აფასებს ხარისხს, ატმოსფეროსა და გამორჩეულ გემოს ყოველ ჯერზე.
გახსნასთან ერთად, Radisson RED Tbilisi ახალ მენიუსაც წარადგენს, რომელიც კლასიკურ რეცეპტებს თანამედროვე ინტერპრეტაციით გააერთიანებს. რესტორანი ნამდვილი სტეიკის მოყვარულებს ფართო არჩევანს შესთავაზებს. გარდა ამისა, ხორცის შეწვის ექვსივე დონის შეთავაზება ყველა გემოვნების სტუმარს დაუვიწყარ გამოცდილებას შესთავაზებს.
“Steak House N1 უკვე 12 წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და Radisson RED-ში უკვე მეორე ფილიალით იქნება წარმოდგენილი. მომხმარებლისთვის ძალიან საყვარელ გემოებთან ერთად, აქ სტუმრებს ძალიან საინტერესო სიახლეებსაც შევთავაზებთ. ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ქართული საქონლისა და ამერიკული „ბლექ ანგუსის“ ხორცს.მოეწყობა სპეციალური დღეებიც, როდესაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მიირთვან ბიზონის, ნიანგის, ვაგიუს სტეიკები“ - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე.
რესტორნის ინტერიერი თანამედროვე სტილსა და ინდუსტრიულ ელეგანტურობას აერთიანებს, რომელიც დავით აღმაშენებლის 44 ნომერში, საქართველოს ფოსტის ისტორიულ შენობაშია განთავსებული. სტუმრებს მენიუში პრემიუმ კლასის სასმელებიც დახვდება, რომელიც მათ გასტრონომიულ გამოცდილებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. Steakhouse #1 1 მაისს გაიხსნება.