სასტუმროებისა და რესტორნების დატვირთულობა მკვეთრად გაიზარდა - მოლოდინი, რაც არსებობდა, გამართლდა და დღეის მდგომარეობით, სეზონი დადებითად ფასდება - შოთა ბურჯანაძე
„ჩავარდნილი თვეების შემდეგ მოლოდინი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, და სასტუმროებისა თუ რესტორნების კუთხით დატვირთულობა საგრძნობლად გაიზარდა,“ - აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე. მისი თქმით, არსებული მაჩვენებლების გათვალისწინებით, აგვისტო დატვირთულობით წინა თვეებს გადააჭარბებს.
„საქართველო, განსაკუთრებით ზაფხულში, ტურისტული თვალსაზრისით აქტიურ რეგიონად ითვლება - როგორც შავი ზღვისპირეთი დასავლეთში, ისე დედაქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში. ამჟამად თბილისში, ჩავარდნილი თვეების შემდეგ, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სასტუმროებისა და რესტორნების დატვირთულობა მკვეთრად გაიზარდა. მოლოდინი, რაც არსებობდა, გამართლდა, და დღეის მდგომარეობით, სეზონი დადებითად ფასდება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოსა და შავი ზღვისპირეთს - იქ მოლოდინებიც კი გადაჭარბებულია. კვების ობიექტები გადავსებულია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამსვენებლების მხრიდან.
პირდაპირი ავიაფრენები ქუთაისსა და ბათუმში ტურისტებისთვის დამატებითი მიზიდულობის ფაქტორია. ვფიქრობ, რომ აგვისტო იქნება უფრო დატვირთული და წარმატებული, ვიდრე წინა თვეები,“ - ამბობს ბურჯანაძე.
სხვა სიახლეები
04.08.2025.17:10
დღეისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შენობა-ნაგებობებისათვის საინჟინრო სისტემების გამართულად და უწყვეტად ფუნქციონირებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საინჟინრო კომპანია „იმპოსტი მეპ“-ის ახალი სერვისი, რომლითაც სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების ობიექტებს ექსპლუატაციის შემდგომ გეგმურ მომსახურებას სთავაზობს.
ექსპლუატაციის შემდგომი სერვისი მოიცავს: დანადგარების დიაგნოსტიკას, ფილტრების გაწმენდასა და გამოცვლას, ფრეონით დატუმბვას, გეგმურ შემოწმებას, ცვეთადი ნაწილების საჭიროებისამებრ შეცვლას და სხვა ტექნიკურ სამუშაოებს.
გეგმური შემოწმების ფარგლებში მოწმდება AHU, Rooftop, AC დანადგარები, VRF სისტემები, KEF ვენტილაცია, სახანძრო სატუმბი სადგური და სხვა სისტემები.
მომსახურების მთავარი მიზანია — საინჟინრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, მათი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების შემუშავება. ეს კი პირდაპირ აისახება შენობის ენერგოეფექტურობაზე, უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
აღნიშნული მომსახურებაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ამჟამად „იმპოსტი მეპ“-ის სერვისით სარგებლობს არაერთი სამედიცინო დაწესებულება, რესტორანი და სასტუმრო, მათ შორის: სასტუმრო „ibis Tbilisi Airport“, „McDonald’s Georgia“ ,, ბიზნეს ცენტრი იოსებიძეზე’’ და სხვა.