მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7101.6
-0.0037
flag
AZN 1.6036
-0.0003
flag
CNY 37.943
-0.0002
flag
EUR 3.1287
-0.0086
flag
GBP 3.6632
-0.0054
flag
KZT 52.43
-0.0012
flag
TRY 0.0689
-0.0001
flag
USD 2.727
-0.0006

სასტუმრო ტელეგრაფის რეკონსტრუქცია დასრულდა —მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

news image

საქართველოს ბანკი  სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ ცენტრში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ტელეგრაფის რეკონსტრუქცია დასრულდასასტუმრო 20 ივნისიდან მიიღებს პირველ სტუმრებს და მათ უმაღლესი ხარისხის ინოვაციურ მომსახურებასთან ერთად დახვეწილი დიზაინის სივრცეებს და განსაკუთრებულ ატმოსფეროს შესთავაზებს.

სასტუმრო ტელეგრაფი ცხრა სხვადასხვა კატეგორიის 239 ნომერს, განსხვავებული კონცეფციის შვიდ რესტორანს, ჯაზ კლუბს, ბარსა და საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს. ტელეგრაფის რეკონსტრუქციისთვის გაწეული ინვესტიცია 65 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკის, საქართველოს ბანკის და თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა.

ტელეგრაფი პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც შეუერთდა მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ორგანიზაციას The Leading Hotels of The World, რაც ჩვენი ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას გულისხმობს. სასტუმრო ტელეგრაფის რეკონსრუქცია რესპუბლიკის მოედნის განვითარების კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

ტელეგრაფის არქიტექტორული კონცეფცია მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ სტუდიას Neri&Hu-ს ეკუთვნის. ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა მასშტაბის არქიტექტურულ და დიზაინ პროექტებზე მუშაობს, მათ შორის ისტორიული შენობების რეკონსტრუქციაზე და არის მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი

ტელეგრაფის რეკონსტრუქცია მაღალი კლასის სასტუმროდ შენობის ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდა. რეკონსტრუქციის კონცეფცია, გარდა შესანიშნავი დიზაინისა, ითვალისწინებს მწვანე ენერგოეფექტური სასტუმროს შექმნას, რაც განახლებული შენობის მნიშვნელოვანი მახასიათებელია და თანამედროვე შენობის ხარისხის განსაზღვრისას ერთ-ერთ მთავარ პარამეტრად მიიჩნევა.

საქართველოს ბანკი პარტნიორ ბიზნესებთან ერთად მასშტაბური პროექტების განხორციელებას განაგრძობს. წლების განმავლობაში ჩვენს ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. მოხარულები ვართ, რომ სილქ როუდ  ჯგუფთან თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისში კიდევ ერთი მაღალი კლასის  სასტუმრო - ტელეგრაფი გაიხსნა. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ღირებულია როგორც თბილისისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის რადგან ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უცხოელი ტურისტების მოზიდვას, საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ზოგადად სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარებას. გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას და მათი ინიციატივების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი, ირინე მარგიშვილი და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ხათუნა ცერცვაძე, კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

19.06.2025.22:52

შეხვედრა საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების დაგეგმვასა და განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდას. მოწვეული სტუმრები გაეცნენ პროფესიულ განათლებაში საჯარო-კერძო პარტნიორობის არსებულ მექანიზმებს და სკოლებში ინტეგრირებული სწავლების სპეციფიკას.

ასევე, სამუშაო შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას, მიზნებს და სერვისებს, რომელიც დამსაქმებლებს ეხმარება კვალიფიციური კადრის მოძიებასა და შერჩევაში.

დამსაქმებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის გაეზიარებინათ თავიანთი საჭიროებები, წარედგინათ ინიციატივები და ერთობლივად ემსჯელათ ეფექტური თანამშრომლობის მექანიზმებზე. წარმოდგენილი ინიციატივების საფუძველზე დაგეგმილია ინდივიდუალური შეხვედრები დაინტერესებულ კომპანიებთან,

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა