სასტუმრო „ნიუპორტი“ მეხუთედ დაჯილდოვდა Booking.com Traveller Review Awards-ით
სასტუმრო „ნიუპორტი“ უკვე მეხუთედ გახდა Booking.com Traveller Review Awards -ის მფლობელი , - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა, ლანა სულაქველიძემ განუცხადა.
„უკვე მეხუთედ გავხდით Booking.com Traveller Review Awards-ის მფლობელი და ჩვენი ოფიციალური შეფასება 9.2 გახდა. ქუთაისში 4-ვარსკვლავიან სასტუმროებს შორის აღნიშნული შეფასებით პირველ ადგილზე ვართ.

სასტუმრო „ნიუპორტი“ უკვე მეხუთედ გახდა Booking.com Traveller Review Awards -ის მფლობელი , - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა, ლანა სულაქველიძემ განუცხადა.
„უკვე მეხუთედ გავხდით Booking.com Traveller Review Awards-ის მფლობელი და ჩვენი ოფიციალური შეფასება 9.2 გახდა. ქუთაისში 4-ვარსკვლავიან სასტუმროებს შორის აღნიშნული შეფასებით პირველ ადგილზე ვართ.
ეს შედეგი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 2025 წლის განმავლობაში სტაბილურად შევინარჩუნეთ 9.2-იანი მაჩვენებელი. მანამდე, სამი წლის განმავლობაში, ჩვენი შეფასება 9.1 იყო, შემდეგ კი 9.2-მდე გავზარდეთ, რაც მომხმარებელთა ნდობის ზრდას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.
ბოლო პერიოდში გამოიკვეთა შემდეგი ტენდენცია: სტუმრების უმრავლესობა სასტუმროს არჩევისას გადაწყვეტილებას იღებს არა ბრენდის ან რაიმე ფორმალური ნიშნის მიხედვით, არამედ სხვა სტუმრების შეფასებებსა და კომენტარებზე დაყრდნობით ე.წ. „ცოცხალი რეკლამის“ საფუძველზე.
ადამიანები თავად ჯავშნიან, გვსტუმრობენ და საკუთარ გამოცდილებას საკუთარი სურვილით აზიარებენ Booking.com-ზე და სხვა ონლაინ პლატფორმებზე. შესაბამისად, ჩვენთვის ეს რეიტინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის რეალური სტუმრების შეფასებებს ეფუძნება.

„ჯავშნების მხრივ, ჩვენი სეზონი იწყება დაბიუჯეტების, ფასების შერჩევისა და გადახედვის შემდეგ. ამის შემდეგ ვაგზავნით შეთავაზებებს ტურისტულ კომპანიებთან - პროცესი ოქტომბრის ბოლოდან იწყება, ხოლო ჯავშნები აქტიურდება მაისის ბოლოდან.
რაც შეეხება ონლაინ პლატფორმებს, სისტემა მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომია, რაც საშუალებას გვაძლევს მუდმივად მივიღოთ ჯავშნები. ბოლო პერიოდში ონლაინ ჯავშნების პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა, რაც მომხმარებელთა აქტიურობასა და ინტერესზე მიანიშნებს “, - აცხადებს ლანა სულაქველიძე.
სამომავლოდ „ნიუპორტი“ სტუმრებისთვის სხვადასხვა სიახლეების შეთავაზებას გეგმას.
„ზოგადად, ქუთაისი გამანაწილებელი ჰაბია, სადაც ტურისტების დარჩენის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 2 დღეა. ჩვენი მიზანია, სტუმრები უფრო დიდხანს დავტოვოთ სასტუმროში, ამიტომ დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა აქტივობები, რომელთა დეტალების გაჟღერებისგანაც ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. Long-stay სტუმრები ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია “, - აღნიშნავს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.

ცნობისთვის, Newport Hotel Kutaisi 2021 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და წარმოადგენს ადგილს, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის. მისი უნიკალური არქიტექტურა, შესანიშნავი მდებარეობა და მაღალი ხარისხის მომსახურება ქმნის მყარ საფუძველს წარმატებისთვის, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტების თვალში.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 411 მილიონი ლარი შეადგინა
სხვა სიახლეები
წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს - „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი
11.03.2026.18:26
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.
მისი განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა არ ექნებოდა და პროდუქტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან მოუწევდა, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, ზედმეტი რგოლების შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია კი, კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზოს.
ჯაშიაშვილის თქმით, თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები ემატება, რაც ფასს ზრდის.
„რომ არ გვქონდეს ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მოგვიწიოს პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაში, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, სულგუნის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 9–9.5 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი ნედლი რძის ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნედლეულის ღირებულება უკვე 18 ლარს აღწევს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.
თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას დაემატება პირდაპირი ხარჯები — ხელფასები, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რაც მინიმუმ 21 პროცენტით ზრდის ფასს და დაახლოებით 21 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. შემდეგ მოდის დისტრიბუციის, ადმინისტრაციისა და მოგების ხარჯები, რაც ფასს კიდევ ზრდის და საბოლოოდ დაახლოებით 26 ლარს აღწევს.
ამ შემთხვევაში, ჩვენ პროდუქტი დაახლოებით 31 ლარად მოგვიწევს შევისყიდოთ. თუმცა, როდესაც საკუთარი წარმოება გვაქვს და პროცესები უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, იგივე პროდუქტის წარმოება დაახლოებით 24 ლარი და 80 თეთრი გვიჯდება. ამით ვაღწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას. ზედმეტი რგოლების ამოღებით და ლოჯისტიკის გაიაფებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.