მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.5
0.0007
flag
AZN 1.5865
-0.0002
flag
CNY 38.45
0.0068
flag
EUR 3.1803
-0.0022
flag
GBP 3.6445
0.0015
flag
KZT 52.58
-0.0029
flag
TRY 0.0629
-0.0001
flag
USD 2.697
-0.0005

სასტუმრო „აფიშას“ საახალწლო კონცეფცია გამოირჩევა ავთენტურობით, ემოციაზე ორიენტირებული პროგრამითა და სივრცეების მრავალფეროვნებით - ქეთი ნადარეიშვილი

news image

სასტუმრო „აფიშა“ ახალ წელს სტუმრებს მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით, განსაკუთრებული გასტრონომიული კონცეფციითა და განსხვავებული ატმოსფეროთი ხვდება. სასტუმრო „აფიშას“ დირექტორი ქეთი ნადარეიშვილი Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში საახალწლო ღონისძიებებზე, ტრადიციული ქართული სუფრის თანამედროვე ინტერპრეტაციაზე და იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელიც „აფიშას“ საახალწლო ღამეს სხვა სასტუმროების შეთავაზებებისგან გამორჩეულს ხდის.

- რა ღონისძიებებსა და პროგრამებს სთავაზობთ სტუმრებს საახალწლოდ სასტუმროაფიშასაკუთარ სტუმრებს?

- სასტუმრო „აფიშა“ საახალწლო პერიოდში სტუმრებს სთავაზობს მრავალფეროვან, ემოციურ და განსხვავებულ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს მუსიკას, გასტრონომიასა და განსაკუთრებულ ატმოსფეროს.

სასტუმროს სივრცეში ფუნქციონირებს ფრანგული სტილის რესტორანი „ბრასერია“ და ბაბლ ბარ ტერასა, რაც სტუმრებს აძლევს არჩევანის თავისუფლებას და განსხვავებულ განწყობებს შორის ერთ ლოკაციაზე.

ბაბლ ბარ ტერასა ყოველდღიურად ღიაა 16:00 საათიდან. პარასკევსა და შაბათს აქ იმართება სხვადასხვა თემატური ღონისძიებები DJ-ებისა და ცოცხალი მუსიკის თანხლებით.

ბრასერია ყოველდღიურად ღიაა დილის 7 საათიდან. ამ სივრცეში ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ საუცხოო საუზმეს შუშხუნა ღვინით, სპეციალურად შექმნილ მენიუს სადილისთვის და ა ლა კარტ მენიუს სადაც სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა დააგემოვნონ, როგორც ევროპული ისე ქართული კერძები.

სასტუმრო „აფიშაში“ საახალწლო განწყობა უკვე შექმნილია.

25 დეკემბერს ვგეგმავთ განსაკუთრებულ საშობაო ვახშამს, სპეციალური სადღესასწაულო მენიუთი და ცოცხალი მუსიკის თანხლებით.  

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამე იწყება ჩვენს ბრასერიაში, სადაც სტუმრებს გავუმასპინძლდებით ტრადიციული ქართული სუფრით, მუსიკალურ განწყობას შექმნის მარიამ გალოგრეს ჯაზ კვარტეტის ცოცხალი შესრულება, ახალი წლის პირველ წუთებს ჩვენი სტუმრები შეხვდებიან ბაბლ ბარის ტერასაზე,  საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება თბილისზე .  სტურმებს დახვდებათ ლათინო მუსიკა მხიარული გარემო. ერთად გავაცილებთ ძველ წელს და შევეგებებით ახალ 2026 წელს , პოზიტიური ენერგიითა და მხიარული განწყობით. ღამე იქნება სავსე მუსიკით, ცეკვით, მეგობრული გარემოთი და იმ განსაკუთრებული ემოციებით, რომელიც ახალი წლის დასაწყისს მართლაც დაუვიწყარს ხდის

- რა გამოარჩევს თქვენს საახალწლო საღამოს სხვა სასტუმროების შეთავაზებებისგან?

- სასტუმრო „აფიშას“ საახალწლო კონცეფცია გამოირჩევა ავთენტურობით, ემოციაზე ორიენტირებული პროგრამითა და სივრცეების მრავალფეროვნებით.

  • სტუმრებს ერთ სივრცეში შეუძლიათ აირჩიონ დინამიური მუსიკალური გარემო ბაბლ ბარში ან ელეგანტური და მშვიდი ატმოსფერო ბრასერიაში
  • ცოცხალი შესრულებები ცნობილ არტისტებთან და ბენდებთან
  • აქცენტი კეთდება არა მხოლოდ ზეიმზე, არამედ განწყობაზე, კომფორტზე და ხარისხზე
  • „აფიშა“ არ არის მხოლოდ ვახშამი ან კონცერტი — ეს არის სრული გამოცდილება, რომელიც სტუმრებს ემოციურად ამახსოვრდებათ

როგორია მენიუს კონცეფციაგაქვთ თუ არა სპეციალური სადღესასწაულო ან თემატური ვახშამი?

- დიახ, საახალწლო ვახშამი ბრასერიაში შექმნილია სპეციალური სადღესასწაულო კონცეფციით.

მენიუ ეფუძნება ტრადიციულ ქართულ სუფრას, თუმცა წარმოდგენილია დახვეწილი, თანამედროვე ინტერპრეტაციით.
ვახშამი მოიცავს:

  • მრავალფეროვან ქართულ კერძებს
  • შერჩეულ, დაბალანსებულ გემოებს
  • კლასიკური სადღესასწაულო სუფრის ელემენტებს

მიზანია, სტუმრები ახალ წელს შეეგებონ გემრიელი კერძებით, მაღალი ხარისხის მომსახურებით და ავთენტური ქართული სტუმართმოყვარეობით.

- გაქვთ თუ არა განსაკუთრებული პაკეტები ოჯახებისთვის, წყვილებისთვის ან ჯგუფებისთვის?

- სასტუმრო „აფიშა“ საახალწლო პერიოდში ითვალისწინებს სხვადასხვა სეგმენტის საჭიროებებს.
ჩვენი შეთავაზებები მოქნილია და ადაპტირებულია:

  • ოჯახებისთვის — კომფორტული გარემო და ბავშვებზე მორგებული პირობები
  • წყვილებისთვის — რომანტიკული ატმოსფერო, ცოცხალი მუსიკა და ელეგანტური ვახშამი
  • მეგობრებისთვის და ჯგუფებისთვის — ქართული სუფრა, მუსიკალური პროგრამა და აქტიური განწყობა

დეტალები და ინდივიდუალური პირობები განიხილება წინასწარი ჯავშნის საფუძველზე.

როგორია ამ წლის მოთხოვნა ახალი წლის ღამეზე და როგორ განსხვავდება წინა წლებისგან?

- ამ წლის საახალწლო მოთხოვნა მნიშვნელოვნად აქტიურია და შეინიშნება ზრდის ტენდენცია წინა წელთან შედარებით.
განსაკუთრებით მაღალი ინტერესი ფიქსირდება საახალწლო ღამის ღონისძიებებზე, რაც დაკავშირებულია როგორც პროგრამის მრავალფეროვნებასთან, ასევე „აფიშას“ განსხვავებულ კონცეფციასთან.

დღეის მონაცემებით, რამდენი პროცენტით არის დატვირთული სასტუმრო ახალი წლის პერიოდშირომელი ქვეყნებიდან და სეგმენტებიდან მოდის მოთხოვნის ზრდა?

- დღეის მდგომარეობით, ახალი წლის პერიოდში სასტუმროს სრულად დატვირთულია.

მოთხოვნის ზრდა ძირითადად უკავშირდება:

  • საერთაშორისო სტუმრებს
  • რეგიონიდან და ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ ვიზიტორებს
  • წყვილებსა და ჯგუფებს, რომლებიც ეძებენ ატმოსფერულ, მუსიკალურ და კულტურულ გამოცდილებას

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რას სთავაზობს Tipsy Baby მომხმარებელს და რა არის ბრენდის კონკურენტული უპირატესობა

25.12.2025.12:00

Tipsy Baby არის ქართული ღვინის ბრენდი შექმნილი იმისთვის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებას ცოტა მეტი ბრწყინვალება შემატოს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia ბრენდის თანადამფუძნებელს ნინჩო ჯეირანაშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სფეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Tipsy Baby დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა. იდეა ეკუთვნის ჩემს პარტნიორს, ანდრია მირიანაშვილს, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდებზე გათვლილი, ხარისხიანი და მარტივად სასმელი ღვინის შექმნა. ბრენდინგი სრულად ჩვენი შექმნილია. ქარხანა და ვენახები მდებარეობს კახეთში, შილდაში.

ამჟამად, ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია ისეთ ობიექტებში, როგორიცაა: 8000 მოსავალი, ალკორიუმი, სპარი, უამრავი ბარი და რესტორანი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, სვანეთი).

გარდა ამისა, ჩვენი პროდუქცია დიდ მოწონებას იმსახურებს უცხოეთშიც.
დიდ ბრიტანეთში ბრენდი მოკლე დროში განსაკუთრებულად პოპულარული და მოთხოვნადი გახდა. ასევე, ჩვენი ღვინო ხელმისაწვდომია გერმანიაში, ამერიკასა და ჩეხეთში.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს ხუთ ძირითად სახეობას: თეთრი მშრალი, თეთრი ნახევრად ტკბილი, წითელი მშრალი, წითელი ნახევრად ტკბილი და როზე. თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ხასიათი და იდენტობა.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

მთავარი კონკურენტული უპირატესობა იმაშია, რომ ღვინო გამოირჩევა მაღალი ხარისხით, აქვს ბიუჯეტური ფასი, თავსახური არის ხრახნიანი და იხსნება მარტივად (საცობის გარეშე).

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და საშუალო ასაკის ადამიანებში. ბრენდს უკვე ჰყავს თავისი ერთგული მომხმარებელი.

აღსანიშნავია, რომ საქმიანობაში სრულად მეგობრები არიან ჩართულნი, იქნება ეს ფოტოების გადაღება თუ ნებისმიერი სხვა აქტივობა. სწორედ ამიტომ ყველაფერი მაქსიმალურად მეგობრული შინაარსითაა - Friends, Emotions…

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა