სასტუმრო 100%-ით არის დატვირთული - Ambassadori Kachreti Golf Resort-ის გენერალური მენეჯერის მოადგილე
სასტუმრო 100%-ით არის დატვირთული, - ამის შესახებ განცხადებას სასტუმრო Ambassadori Kachreti Golf Resort-ის გენერალური მენეჯერის მოადგილე ირაკლი იაკობაშვილი აკეთებს. მისი თქმით, სასტუმრო ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მაღალი დატვირთულობით გამოირჩევა და Ambassadori Kachreti Golf Resort-მა ივლისი 100%-იანი დატვირთულობის ჩახურა. არსებული ჯავშნების მიხედვით ანალოგიური ვითარებაა აგვისტოს თვეზე.
„ზაფხულის ტურისტულ სეზონზე გეტყვით, რომ სასტუმრო ძალიან დატვირთულია არამხოლოდ Weekend-ზე, არამედ კვირის სხვა დღეების განმავლობაში, ყოველდღიურად. ჩვენი დამსვენებლების დაახლოებით 80%-ი არის საქართველოდან, ხოლო 20%-ი არის უცხო ქვეყნებიდან, როგორიც არის ისრაელი, გალფის ქვეყნები, ინდოეთი და ასევე ლატვია, ლიტვა და ასე შემდეგ“, - აცხადებს ირაკლი იაკობაშვილი.
აღსანიშნავია, რომ სასტუმრო Ambassadori Kachreti Golf Resort-ი 9 კატეგორიის 210 სასტუმრო ნომრისგან შედგება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
02.08.2025.15:22