მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

სასამართლომ გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

news image

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. რამიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

პროკურატურისვე აღკვეთის სახით პატიმრობას ითხოვდა. როგორც თორნიკე მახათაძემ განაცხადა, ბრალდების მხარეს არ სჯერა ბრალდებულ გიორგი რამიშვილის პოზიცია ზურგჩანთაში იარაღის შემთხვევით ჩადებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, იარაღის შენახვას კანონით გათვალისწინებული წესები აქვს, რომელიც დარღვეულია და დანაშაულს წარმოადგენს.

პროკურორის თქმით, სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართეს, რადგან მძიმე კატეგორიის დანაშაულია და არასაპატიმრო აღკვეთის შეფარდების საფუძვლები არ არსებობს. ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე მკაცრი სასჯელის შიშით.

დაცვის მხარემ აღკვეთის სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა. როგორც ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, იარაღი ზურგჩანთაში შემთხვევით აღმოჩნდა და დეტალებს რამიშვილი თავად განმარტავს. ჭკადუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი განცხადების გავრცელებას გეგმავს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 აგვისტოს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

გიორგი რამიშვილს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.

შსს-ს ცნობით, 6 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რედგენოსკანერით შემოწმებისას ბრალდებულს ხელბარგში აღმოაჩნდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული WALTHER PPK/S მოდელის, 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდითა და 7 ცალი, 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სასამართლომ გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

07.07.2025.21:59

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. რამიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

პროკურატურისვე აღკვეთის სახით პატიმრობას ითხოვდა. როგორც თორნიკე მახათაძემ განაცხადა, ბრალდების მხარეს არ სჯერა ბრალდებულ გიორგი რამიშვილის პოზიცია ზურგჩანთაში იარაღის შემთხვევით ჩადებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, იარაღის შენახვას კანონით გათვალისწინებული წესები აქვს, რომელიც დარღვეულია და დანაშაულს წარმოადგენს.

პროკურორის თქმით, სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართეს, რადგან მძიმე კატეგორიის დანაშაულია და არასაპატიმრო აღკვეთის შეფარდების საფუძვლები არ არსებობს. ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე მკაცრი სასჯელის შიშით.

დაცვის მხარემ აღკვეთის სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა. როგორც ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, იარაღი ზურგჩანთაში შემთხვევით აღმოჩნდა და დეტალებს რამიშვილი თავად განმარტავს. ჭკადუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი განცხადების გავრცელებას გეგმავს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 აგვისტოს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

გიორგი რამიშვილს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.

შსს-ს ცნობით, 6 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რედგენოსკანერით შემოწმებისას ბრალდებულს ხელბარგში აღმოაჩნდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული WALTHER PPK/S მოდელის, 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდითა და 7 ცალი, 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა