სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია დაიწყო
საქართველოს ბანკი მომხმარებელთა წახალისებასა და ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს. ამ მიზნით, იწყება ახალი კამპანია, რომლის ფარგლებში ბიზნეს მომხმარებლებს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვთ.
კამპანიის ფარგლებში, ბიზნესებს, რომლებსაც 1 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი არ გამოუყენებიათ, შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ:
• 25%-იანი ქეშბექი Mastercard ბიზნეს ბარათზე, მაქსიმუმ 500 ლარამდე (ქეშბექი მოქმედებს კამპანიის პერიოდში შესრულებულ ტრანზაქციებზე).
• გადარიცხვები საკომისიოს გარეშე – სურვილისამებრ - ლარში ან უცხოურ ვალუტაში.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზოთ ისეთი სიახლეები და კამპანიები, რომლებიც მათ ყოველდღიურ საქმიანობას გაამარტივებს და დამატებით სარგებელს მოუტანს. სწორედ ამიტომ, ახალი კამპანიის ფარგლებში, ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, ქეშბექი და უფასო გადარიცხვები მიიღონ. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ხელი შევუწყოთ ბიზნესის ზრდასა და განვითარებას,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
გაიგეთ მეტი კამპანიის შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან, გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი, ან ისარგებლეთ ბიზნეს ინტერნეტბანკით.. ხოლო თუ ჯერ არ ხართ მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, ონლაინ.
სხვა სიახლეები
ExpoGeorgia-ს ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის წიგნის დღეები 2025 გაიმართა
17.11.2025.17:22
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, 14-16 ნოემბერს, ExpoGeorgia-ს ორგანიზებულ თბილისის წიგნის დღეები 2025 -ის გენერალური სპონსორი იყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 60-ზე მეტი გამომცემლობა და წიგნის მაღაზია. შესაბამისად, სამი დღის განმავლობაში, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ:
• გასცნობოდნენ უახლეს ლიტერატურულ ნაშრომებს;
• შეხვედროდნენ ცნობილ ავტორებს;
• მიეღოთ ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები;
• დასწრებოდნენ დისკუსიებსა და საინტერესო შეხვედრებს.
თბილისის წიგნის დღეების ფესტივალი ExpoGeorgia-ს მე 11 პავილიონში გაიმართა. სპეციალურად ამ დღეს, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბანკის ექსკლუზიური შეთავაზებები დახვდათ.
ინფორმაციისთვის, თბილისის წიგნის დღეები აერთიანებს გამომცემლებს, წიგნისა და აქსესუარების მაღაზიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურისა და განათლების ცენტრებს. ღონისძიება ქმნის სივრცეს, სადაც ლიტერატურა, კულტურა და ადამიანები ერთიანდებიან.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ერთ–ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა, საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს ბანკი ერთ წელზე მეტია სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 21 პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 160-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა იზრდება. საქართველოს ბანკის მიერ Fulbright-ის, CHEVENING-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კი უკვე 60 ახალგაზრდა გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, აშშ–ში და გერმანიაში სასწავლებლად. საქართველოს ბანკის CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge.