მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7192.5
-0.0086
flag
AZN 1.598
-0.0034
flag
CNY 39.42
0.003
flag
EUR 3.1483
0.0209
flag
GBP 3.6408
0.0313
flag
KZT 56.35
-0.0011
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.7166
-0.0057

საქართველოში წყლის სექტორის ჩართულობის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

news image

ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით, თბილისში „წყლის სექტორის ჩართულობის საერთაშორისო კონფერენცია“ გაიმართა. ღონისძიების მიზანია საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიების მოზიდვა და მათი ჩართულობის გაზრდა საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

კონფერენციამ გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის ინფრასტრუქტურის, საინჟინრო და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და კერძო კომპანიები. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, ასევე სექტორში არსებული შესაძლებლობების შესახებ.

კონფერენცია საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ და ADB-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლესლი ბეარმან ლაჰმმა გახსნეს. 
მინისტრის განცხადებით, წყლის სექტორი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რის ფარგლებშიც სახელმწიფო მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.

მისი თქმით, სამინისტროს მართვაში არსებული „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 49 მუნიციპალიტეტში დაახლოებით 420 000 აბონენტს ემსახურება და მომსახურების არეალი ეტაპობრივად იზრდება. ბოლო წლებში სექტორში ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა და მომდევნო პერიოდში კიდევ უფრო გაფართოვდება. უკვე დაწყებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის 400 მილიონი ევროს ღირებულების ახალი პროექტი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგების მიზნით სამინისტრო აქტიურად მუშაობს საერთაშორისო კომპანიების ჩართულობის გაზრდაზე, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზე, ასევე — გამჭვირვალე და სამართლიანი გარემოს შექმნაზე.

რეფორმების ფარგლებში იცვლება პროექტების განხორციელების მიდგომაც — აქცენტი კეთდება ხარისხიან პროექტირებაზე, რის შემდეგაც გამოცხადდება სამშენებლო ტენდერები. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ერთიანი სტანდარტების დანერგვაზე, კომპანიის ეფექტიანობის ზრდასა და სექტორის ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესებაზე.

რევაზ სოხაძის განცხადებით, საქართველო ქმნის ღია, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოს, სადაც სატენდერო პროცედურები ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს ყველა მონაწილისთვის.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების როლს და აღნიშნა, რომ საქართველოს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის ADB-სთან, რომლის მხარდაჭერით ხორციელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ინერგება მაღალი სტანდარტები. მისი შეფასებით, აღნიშნული პარტნიორობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის სანდოობას და სტაბილურ საინვესტიციო გარემოს.

ღონისძიების მიზანი იყო საერთაშორისო კომპანიების დაინტერესება, მათი ნდობის გაძლიერება და საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მომხმარებელს ვთავაზობთ, როგორც საცალო, ისე კორპორატიულ მომსახურებას - „ლანჩი“

25.03.2026.14:00

„ლანჩი“ კვების ობიექტია, რომელიც ბაზარზე სულ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. დამატებითი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, აკაკი დეკანოსიძეს ესაუბრა.

„გავხსენით ახალი ობიექტი, რომელიც მომხმარებლებს როგორც კორპორატიულ, ისე საცალო მომსახურებას სთავაზობს. თავდაპირველად საქმიანობა საცალო მიმართულებით დავიწყეთ - პროდუქციას ერთეულებად ვყიდდით. მოგვიანებით ავაშენეთ საწარმო და დავიწყეთ საქმიანობა კორპორატიული კვების სფეროში.

კომპანია სწრაფად და ეფექტიანად ვითარდება. როგორც მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით საქართველოში კონკურენცია მაღალი არ არის - ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე კომპანია ოპერირებს იმ სერვისის ფარგლებში, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს. შესაბამისად, ახალი მოთამაშის გამოჩენა ყოველთვის იწვევს ინტერესს.

„ლანჩი“ დეკემბერში გავხსენით და მიუხედავად იმისა, რომ მცირე დროა გასული, უკვე ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ეს, პირველ რიგში, იმ გამოცდილების დამსახურებაა, რომელიც წინა კომპანიაში დავაგროვეთ - გავითვალისწინეთ წარსული შეცდომები და სრულად გამოვიყენეთ ორი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და პრაქტიკა “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ამჟამად, კომპანია 400 ადამიანს ემსახურება, როგორც კორპორატიული, ისე საცალო მიმართულებით.

დაახლოებით, 400 ადამიანს ვემსახურებით როგორც კორპორატიულ, ისე საცალო მიმართულებით. საცალო ობიექტზე გაყიდვები საკმაოდ მაღალი და დინამიკურია. ჩვენი მომხმარებლები არიან მერიისა და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლები, როგორც თბილისის, ისე რუსთავის მასშტაბით.

სტატისტიკა მიუთითებს, რომ კომპანია ძალიან კარგად ვითარდება, იზრდება და სწრაფად დგამს წინ ნაბიჯებს “, - აღნიშნავს აკაკი დეკანოსიძე.

კომპანიას საკუთარი სავაჭრო ობიექტი აქვს, რომელიც უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„კომპანიას აქვს საკუთარი სავაჭრო ობიექტი, რომელიც ამ ეტაპზე დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრს მოიცავს და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი. ვვარაუდობთ, რომ მომდევნო თვეებში დაგვჭირდება კიდევ ერთი საწარმოს გახსნა, როგორც ეს უკვე განვახორციელეთ „დეკას“ შემთხვევაში. არსებული დინამიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3-4 თვეში ახალი ობიექტიც მსგავს შედეგებს მიაღწევს.

ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მომხმარებლების შეფასება და უკუკავშირი. მიღებულმა პოზიტიურმა გამოხმაურებამ დაგვანახა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ეს გვაძლევს მოტივაციას, გავაგრძელოთ განვითარება, ვიზრუნოთ ხარისხზე და მომხმარებლების კმაყოფილებაზე.

კომპანია მომხმარებლის საჭიროებებზეა ორიენტირებული, შესაბამისად, ვთავაზობთ მოქნილ და მრავალფეროვან სერვისებს. „დეკა“ აქტიურად უზრუნველყოფს ჩვენი კომპანიის კვებით მომსახურებას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, საკუთარი გამოცდილებით შევაფასოთ სერვისის ხარისხი. ამის საფუძველზე ვუწევთ რეკომენდაციას და შემდგომ ვიწყებთ პროექტების სწრაფ და მასშტაბურ განხორციელებას “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 511 72 22 42.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა