მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7094.6
-0.0098
flag
AZN 1.5767
-0.0008
flag
CNY 38.805
-0.0058
flag
EUR 3.1782
-0.0071
flag
GBP 3.6508
-0.0076
flag
KZT 54.1
-0.001
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.6807
-0.0012

საქართველოში სატვირთო რეისების ჩამოფრენის მონაცემები გაზრდილია იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთსა და ევროპას შორის TEMU-ს ტვირთების ბრუნვა გაიზარდა - Geosky Airlines

news image

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 3-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. როგორც ქართულ სატვირთო ავიაკომპანია Geosky Airlines-ში აცხადებენ, აღნიშნულის ზრდის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ქართულ სატვირთო ავიაკომპანიებს ჩინეთსა და ევროპას შორის ფრენების დროს ტექნიკური დაჯდომა საქართველოში უწევთ.

„საქართველოში სატვირთო რეისების ჩამოფრენის მონაცემები გაზრდილია იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად გაიზარდა ჩინეთსა და ევროპას შორის TEMU-ს ტვირთების ბრუნვა. ქართული კომპანიები, როგორც ჩვენ ისე სხვა სატვირთო ავიაკომპანიები, რომლებიც დავფრინავთ ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით აუცილებელია, რომ საქართველოში განვახორციელოთ დაჯდომა. მოვახდინოთ ეკიპაჟის გამოცვლა, საწვავის შევსება. ეს არის ტექნიკური დაჯდომა. სწორედ ამის საფუძველზეა გაზრდილი რეისების რაოდენობა და არ არის გაზრდილი ტვირთების რაოდენობა“, - აღნიშნავს Geosky Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტი შალვა კიკნაძე.

მისივე თქმით, Geosky Airlines-ი გასულ წელს Boeing 747 საჰაერო ხომალდებით დაფრინავდა, რომელსაც აქვს 105 ტონა ტვირთამწეობა და წელს ავიაკომპანია ოპერირებს Boeing 767-ებით, რომელსაც აქვს 55 ტონა ტვირთამწეობა.

„აქედან გამომდინარე შესაძლოა რეისების რაოდენობა მეტი გვქონდეს შესრულებული, მაგრამ ტვირთი შარშან უფრო მეტი გვქონდა გადაზიდული, რადგანაც შარშან თითქმის 2-ჯერ მეტი ტვირთი მოგვქონდა ჩინეთიდან“, - აცხადებს შალვა კიკნაძე.

კომპანიის ვიცე=პრეზიდენტის თქმით, Geosky Airlines-მა გასულ წელს ავიაპარკს 2 საჰაერო ხომალდი დაამატა და ეს ზრდა წელსაც გაგრძელდება და ავიაკომპანია ავიაპარკის შევსებას 2025 წლის ბოლომდეც განახორციელებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 7.8 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 93.0 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.0 პროცენტი — გაგზავნილი.​

2025 წლის I კვარტალში გადატანილი ტვირთის მოცულობა 33.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კოკა-კოლას „წლის რეგიონი“ - დაჯილდოება თანამშრომლებისა და პარტნიორების წახალისებისთვის

13.02.2026.21:56

თანამშრომლებზე ზრუნვის, წახალისებისა და მოტივაციის ზრდის მიზნით, კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ტრადიციად აქცია. 13 თებერვალს, ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასმა“ დაჯილდოების ცერემონიას „წლის რეგიონი“ უმასპინძლა, სადაც კომპანიამ რეგიონებში მოქმედი პარტნიორები დააჯილდოვა.

„წლის რეგიონი“- ეს არის კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მიერ რეგიონებში მომუშავე პარტნიორებისთვის შექმნილი დაჯილდოება, რომლის მთავარი მიზანი თანამშრომლების წახალისება და დასახული გეგმების გუნდურად შესრულების ხელშეწყობაა. ეს ჯილდო მადლიერების ჟესტია იმ პარტნიორების მიმართ, რომელთაც კომპანიის წარმატებაში ყოველდღიური წვლილი შეაქვთ.

„ეს არის კოკა-კოლას პარტნიორების დაფასება, რაც აუცილებელია მოტივაციისთვის. მოტივაციისა და პატივისცემისთვის ეს დაჯილდოება არის ჩვენი სიმდიდრე. ეს არ არის მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის, ეს ჩვენი - კოკა-კოლას - დიდი ოჯახის შეკრების პრეზენტაცია, სადაც ვაჩვენებთ რამდენად პატივს ვცემთ დიდ ბიზნესსა და ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ვემსახურებით. ამით ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას ქვეყანასთან, ოჯახებთან, ბიზნესთან; რაც მთავარია ჩვენ ერთმანეთს ყოველ წელს ვუმტკიცებთ, რამდენად გავიზარდეთ ჩვენ თვითონ. ცოტა სხვანაირად რომ ავხსნა - ეს კონკურსია ცოდნის, დისციპლინის, ნდობისა და ერთობლიობის. ეს მრავალფეროვანი შეფასებაა. გვეამაყება რომ ჩვენი როლი სახელმწიფოს ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. ათასობით ადამიანი და ოჯახი მონაწილეობს ამ პროცესში“, - განაცხადა კომპანია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ჭყონიამ.

თანამშრომლების დაფასება და მათი პროფესიული ზრდის მხარდაჭერა კი “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” კორპორატიული კულტურის განუყოფელი ნაწილია. კომპანიას რეგიონებში პარტნიორებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, მსგავსი ინიციატივა კი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მხარდაჭერას, რომელსაც კომპანია თითოეულ დასაქმებულს სთავაზობს. დაჯილდოება “წლის რეგიონი” იმ უწყვეტი პროცესის ნაწილია, რომელსაც თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაში ინვესტირება ჰქვია. კომპანიის მიზანია შექმნას გარემო, სადაც თითოეული თანამშრომელი და პარტნიორი, საკუთარი შრომის შედეგსა და დაფასებას ხედავს.

განვითარებაზე, ზრდასა და პროგრესზე ორიენტირებული კრიტერიუმების მიხედვით, საუკეთესო შედეგების მქონე რეგიონები, კომპანია “კოკა-კოლამ” 6 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა და გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცა.

კოკა-კოლას პარტნიორები რეგიონებიდან შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდნენ:

  • საუკეთესო მარკეტინგული კამპანიების ორგანიზატორი 
  • საუკეთესო RGM პარტნიორი  (RGM – Revenue Growth Management – შემოსავლის ზრდის მენეჯმენტი)
  • ბიზნესის განვითარების ლიდერი
  • წლის საუკეთესო რეგიონალური სუპერვაიზერი
  • წლის საუკეთესო რეგიონალური პრისეილერი
  • წლის საუკეთესო რეგიონალური პარტნიორი

გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები - კოკა-კოლას ოქროს ბოთლი, კოკა-კოლას ბრენდირებული საჩუქრების ყუთი, საერთაშორისო სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო გადაეცათ. რეგიონების შეფასება კი ისეთ რამდენიმე მნიშვნელოვან კრიტერიუმს ეფუძნებოდა, როგორიცაა გასულ წელთან შედარებით მიღწეულ შედეგები, გეგმის შესრულების ხარისხი, კონტრიბუცია, RGM - შემოსავლის ზრდის მენეჯმენტი და მარკეტინგული აქტივობები.

კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასგან” თანამშრომლების წახალისება უკვე ტრადიციაა, რაც მათი შრომისა და მიღწევის დაფასებას ემსახურება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა