მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.1
0.018
flag
AZN 1.6157
0.0063
flag
CNY 39.72
0.0112
flag
EUR 3.1755
0.0078
flag
GBP 3.6642
0.0177
flag
KZT 55.19
-0.002
flag
TRY 0.0623
0.0002
flag
USD 2.747
0.0108

საქართველოში საინვესტიციო და ბიზნესგარემო ჯანსაღია და მიმზიდველია როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვის - ვახტანგ ცინცაძე

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, პირდაპირი ინვესტიციების ზრდის პოზიტიური ტენდენციები ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს სიჯანსაღეს უსვამს ხაზს. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2025 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2-ჯერ გაიზარდა და 533.2 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს, ხოლო იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით 11.0%-ითაა გაზრდილი და 1,296.9 მლნ. აშშ. დოლარს აღწევს.

„მსგავსი ტიპის პოზიტიური ტენდენციები კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში საინვესტიციო და ბიზნესგარემო ჯანსაღია და საქართველო მიმზიდველია როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვის. მესამე კვარტლის მონაცემებით, ყველაზე მსხვილი ინვესტიციები აშშ-დან, ესპანეთიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელდა" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობას ისეთ სექტორებში, რომელთა განვითარებაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე. მისი განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის, უძრავი ქონების, ტრანსპორტის, საფინანსო და სადაზღვევო, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი ისეთი ინვესტიციების მოზიდვაა, რომელიც ქვეყანაში ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს უწყობს ხელს. ინვესტიცია ხორციელდება ისეთ სექტორებში, რომელიც ქვეყანაში მაღალ დამატებით ღირებულებას ქმნის, რაც საბოლოო ჯამში, საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე პოზიტიურად აისახება. საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს მუშაობას მსგავსი ტიპის ინვესტიციების მოზიდვაზე, რაც მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკის პროგნოზირებულ მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგებში აისახება"- აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება

10.03.2026.11:00

საქართველოში დაფუძნდა Kinkladze Foundation, რომლის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება, ბავშვებისა და მოზარდების ფეხბურთში ჩართულობის გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ინიციატივა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქინქლაძის და სპორტში მოღვაწე ბიზნესმენის, ლაშა მაჭავარიანის პარტნიორობით განხორციელდა.

ფონდის საქმიანობის მთავარი ფოკუსი ბავშვები და მოზარდები არიან. ინიციატივის მიზანია ფეხბურთი იქცეს არა მხოლოდ სპორტად არამედ პლატფორმად, სადაც ყველა ბავშვს   სოციალური ფონის მიუხედავად,  განვითარების, თვითგამოხატვისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების თანაბარი შანსი ექნება.

ფონდი აქტიურად დაუჭერს მხარს მასობრივი ფეხბურთის განვითარებას, რათა სპორტი საქართველოში მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.

 ფონდის დამფუძნებლის, გიორგი ქინქლაძის განცხადებით, ბავშვებისთვის ფეხბურთის სიყვარულის გაზიარება მისთვის განსაკუთრებული მისიაა:

„ჩემთვის ფეხბურთი ყოველთვის იყო თავისუფლება და სიხარული. ფონდის შექმნით მინდა, ეს გრძნობა დღევანდელ ბავშვებსაც გადავცე. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდები მოვაშოროთ ქუჩას, დავაინტერესოთ ჯანსაღი ცხოვრებით და დავანახოთ, რომ მონდომებითა და შრომით ნებისმიერი ოცნება მიღწევადია. ფეხბურთი საუკეთესო მასწავლებელია,“ — ამბობს გიორგი ქინქლაძე.

 

Kinkladze Foundation -ს უხელმძღვანელებს ფონდის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, სპორტში მოღვაწე, ქართველი ბიზნესმენი ლაშა მაჭავარიანი, რომელიც ასევე გიორგი ქინქლაძის პარტნიორია.

მისი თქმით, ფონდის მთავარი ამოცანაა ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა და მათთვის მხარდაჭერის გაძლიერება.

„ჩვენი მისიაა  ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში. გვინდა დავეხმაროთ ნიჭიერ ბავშვებს გზის გაკვალვაში და ამავდროულად, ხელი შევუწყოთ იმას, რომ რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ აღმოაჩინოს სპორტი, როგორც ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ყოველი ბავშვი, რომელიც სპორტში ერთვება, ჩვენი საზოგადოების უკეთესი მომავლის ნაწილია,“ — აცხადებს  ლაშა მაჭავარიანი.

კომპანია SMH Global - ი, რომლის დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანია, უკვე ათ წელზე მეტია აქტიურად უჭერს მხარს ქართული ფეხბურთის განვითარებას. გიორგი ქინქლაძესთან პარტნიორობით შექმნილი საქველმოქმედო ფონდი კომპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში სპორტის, განსაკუთრებით კი ფეხბურთის, განვითარებაში ჩართულობის მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა