საქართველოში პირველი ოფიციალური გრუმერთა ასოციაცია „ცუგრუმელას“ ინიციატივით შეიქმნა
შევქმენით საქართველოს პროფესიონალ გრუმერთა ასოციაცია,, რომლის ბაზაზე დავაარსეთ აკადემია , - ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს გრუმინგ სალონ „ცუგრუმელას“ დამფუძნებელმა მერი ლორთქიფანიძემ განუცხადა.
„ჩამოვაყალიბეთ საქართველოს პროფესიონალ გრუმერთა ასოციაცია და ამ ასოციაციის ბაზაზე დავაარსეთ აკადემია. აკადემიაში გვყავს მოსწავლეები, რომლებიც გადიან სრულ სასწავლო პროგრამას, რის შემდეგაც სერტიფიცირდებიან. ეს არის პირველი ოფიციალური გრუმინგის აკადემია საქართველოში, რომლის სერტიფიკაციის გამოცდას ესწრება საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის ექსპერტი. გამოცდა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.
ეს ყველაფერი ჩვენი კომპანიის ბაზაზე შეიქმნა. სწორედ ჩვენმა კომპანიამ დააფუძნა პირველი ოფიციალური გრუმერთა ასოციაცია საქართველოში “, - აცხადებს მერი ლორთქიფანიძე.
კურსი ორ ეტაპად იყოფა და თითოეულის ხანგრძლივობა სამი თვეა.
„ეს არის ბაზისური კურსი, რომელიც გრძელდება სამი თვე. ამ პერიოდში მოსწავლეები იღებენ გრუმერისთვის საჭირო საბაზისო განათლებას. კურსის დასრულების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ გააგრძელონ სწავლა „მასტერ გრუმერის“ კურსზე, სადაც ეუფლებიან სხვადასხვა ჯიშის მაღალ დონეზე მოვლასა და შეჭრას. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა. ორივე კურსის ჯამური ხანგრძლივობა შეადგენს ექვს თვეს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს “, - ამბობს ასოციაციის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, ასოციაცია მდებარეობს ცაგარელის 34/36 ნომერში.
სხვა სიახლეები
საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
16.03.2026.18:56
ბათუმს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატა - 13 მარტს გაგარინის ქუჩა N1-ში „ავტო გალერის" ახალი ფილიალი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიბრენდული შოურუმი, წამყვანი საავტომობილო ბრენდების ფართო სპექტრს აერთიანებს და რეგიონში პირველი მსგავსი ფორმატის სივრცეა. „ავტო გალერი“ მომხმარებლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს - ადგილზე გაეცნონ და შეიძინონ ავტომობილები სხვადასხვა კატეგორიიდან.
გამორჩეული იყო „ავტო გალერის“ გახსნის ცერემონია. ოფიციალური ნაწილის გარდა, სტუმრებს სხვადასხვა აქტივობა, ბევრი სიურპრიზი და საჩუქრები დახვდათ - საინტერესო გათამაშებები და სპეციალური შეთავაზებები „ავტო გალერის“ პარტნიორი კომპანიებისგან. ღონისძიებას 300-მდე სტუმარი დაესწრო.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „ბათუმი ამ ეტაპზე ბაზრის ზრდის ძალიან მაღალი ტემპით გამოირჩევა. გვინდოდა, მომხმარებლებისთვის უნიკალური შესაძლებლობა მიგვეცა - ერთ მისამართზე შეგვეთავაზებინა ნებისმიერი კატეგორიის ავტომობილი: ბიუჯეტურიდან პრემიუმ კლასამდე. ეს არა მხოლოდ კომფორტს უზრუნველყოფს, არამედ რეგიონში ახალი ავტომობილების მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს. ეს პროექტი „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც რეგიონების განვითარებას უწყობს ხელს და მომავალში მსგავსი კონცეფციის შოურუმის გახსნას სხვა ქალაქებშიც ვგეგმავთ“.

ახალ შოურუმში მისულ მომხმარებლებს Tegeta Cars-ის პორტფელიდან ავტომობილების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ, მათ შორის, Mazda, Volvo, Geely, Zeekr... ასევე, ბათუმში ოფიციალურად პირველად იქნება წარმოდგენილი ისეთი ლუქს კლასის ბრენდები, როგორებიცაა Porsche, Lamborghini და Bentley. ეს კი კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, დააკმაყოფილოს ნებისმიერი გემოვნებისა და ბიუჯეტის მქონე მომხმარებელი.
„ავტო გალერის“ ახალი ფილიალი ბათუმში მომხმარებელს უკვე სრული დატვირთვით ემსახურება. ავტომობილის შეძენისა და ტექნიკური მომსახურების მიღების გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს საბანკო პროდუქტებით, მათ შორის, ავტოგანვადებითა და ლიზინგით, ასევე დაზღვევის სპეციალური პირობებით, პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით.