საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
სელფი მობაილმა საქართველოში პირველმა მიიღო ISO37001 - ანტიკორუფციული მართვის სისტემის და ISO37301 - კომპლაიანსის მართვის სისტემის სერტიფიკატები და, როგორც უკვე არაერთხელ, ამ მიმართულებით ქვეყანაში კიდევ უფრო მაღლა აწია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის თამასა.
ISO37001 საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც ადგენს ეფექტური ანტიკორუფციული მართვის სისტემის დანერგვისთვის სავალდებულო კრიტერიუმებს და მიზნად ისახავს კორუფციული რისკების პრევენციას, გამოვლენასა და მართვას. ISO37301 განსაზღვრავს კომპლაიანსის მართვის სისტემის ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან, რეგულაციებთან და შიდა პოლიტიკებთან.
ხსენებული სერტიფიკატების მიღება ადასტურებს, რომ კომპანიის მმართველობითი პროცესები სრულად შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას გამჭვირვალობის, ეთიკური ქცევის, კანონის დაცვისა და რისკების მართვის მიმართულებით.
„ძალიან სასიხარულოა, რომ მრავალი წლის განმავლობაში გაწეული შრომა, რის შედეგადაც სელფიში დაინერგა ეთიკისა და კომპლაენსის საუკეთესო პრაქტიკა, დაფასდა უმაღლესი შეფასებით, ISO37001 და ISO37301 სერტიფიკატების სახით. ეს სტანდარტები კიდევ უფრო ამყარებენ ჩვენს შიდა პროცესებს, ზრდიან პარტნიორებისა და მომხმარებლების ნდობას და ადასტურებენ, რომ სელფი პასუხისმგებლიანად და გამჭვირვალედ მართავს თავის საქმიანობას. განსაკუთრებით მეამაყება, რომ ეს სერტიფიკატები საქართველოში პირველად სწორედ ტელეკომუნიკაციის სფეროში გაიცა,“ განაცხადა სელფის ეთიკისა და კომპლაენსის სამსახურის ხელმძღვანელმა, ია მამეიშვილმა.
სხვა სიახლეები
Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა
25.12.2025.10:24
Spotlight-ის ღონისძიება Radisson Blu Iveria-ში გაიმართა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ახალ იდეებს, მოესმინათ საინტერესო ისტორიები, გაეზიარებინათ დარგის პროფესიონალების გამოცდილება და მიეღოთ შთაგონება. ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი.
ციფრულ ეპოქაში ბრენდების ახალ პლატფორმებსა და შესაძლებლობებზე კი ნინუცა ოქროპირიძე, საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელი, რეზი ხუნწელიასთან და Hita-სთან ერთად პანელზე “YouTube - ახალი შესაძლებლობები ბრენდის კომუნიკაციაში” საუბრობდა.
სპიკერები განიხილავდნენ YouTube აუდიტორიის მნიშვნელობას, მათ მახასიათებლებს, ქომიუნითის შექმნის პროცესს და აზიარებდნენ ამ პროცესში საკუთარ გამოცდილებას.
ამ მიმართულებით, ნინუცა ოქროპირიძემ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი, პირველი YouTube რეალითი შოუს “Creator”-ის შესახებ ისაუბრა.
ინფორმაციისთვის, პროექტ “Creator”-ის მიზანი ქვეყანაში YouTube ეკოსისტემის გაძლიერება, ახალი ტალანტების აღმოჩენა და დამწყები კრეატორების მხარდაჭერაა. ამასთან, “Creator” ქმნის სივრცეს, სადაც მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, გაიზიარონ იუთუბერების გამოცდილება და მიიღონ მათგან რჩევები. პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკის მიზანია, შექმნას პრეცედენტი და იუთუბერები მჭიდროდ დააკავშიროს ბრენდებთან თანამშრომლობისთვის.
“მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა Spotlight-ის სცენაზე საინტერესო საუბრები გაგვემართა, გვემსჯელა YouTube-ის, როგორც ბრენდების კომუნიკაციაში ახალი შესაძლებლობის შესახებ და გამეზიარებინა ჩვენი, საქართველოს ბანკის გუნდის გამოცდილება.
საქართველოს ბანკისთვის YouTube-ი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხია, ამ მიმართულებით ჩვენი სტრატეგია ორმხრივია: ერთი მხრივ, ვახორციელებთ საკუთარ პროექტებს, როგორიცაა – CREATOR-ი და მეორე მხრივ, ვამყარებთ პარტნიორობას უკვე წარმატებულ იუთუბერებთან. ეს მიდგომა ქმნის მაგალითს სხვა კომპანიებისთვის და ხელს უწყობს, რომ ქართულ YouTube სივრცეში კიდევ უფრო მეტი მარკეტინგული აქტივობა, თანამშრომლობა და სპონსორობა განვითარდეს.
გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნიშნავს, რომ კრეატორების შრომა უფრო მეტად დაფასდება, მათ ექნებათ სტაბილური შემოსავლის წყარო და შეძლებენ თამამად იფიქრონ მასშტაბური იდეების რეალიზებაზე. ჩვენ კი შთაგონების გზაზე არ ვჩერდებით”, - აღნიშნავს ნინუცა ოქროპირიძე, საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელი.