საქართველოში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა - ბრენდი პირველ ეტაპზე 30 ავტომობილის გაყიდვას გეგმავს
Lamborghini ქართულ ბაზარზე ფართო სამოდელო რიგით იქნება წარმოდგენილი. შოურუმის ოფიციალურ გახსნამდე პრესკონფერენცია გაიმართა. Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, შტეფან ვინკელმანი ქართულ მედიას შეხვდა. ის აცხადებს, რომ თავდაპირველი მიზანი 30 ერთეულის გაყიდვაა, რაც რეალისტურ შეფასებებს ემყარება და ამავე დროს ამბიციურ პოზიციონირებაზე მიუთითებს. იტალიური სუპერქარის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგია“.
„ვპირდებით მომხმარებელს, რომ გადავაჭარბებთ მათ მოლოდინებს და განსაკუთრებულ გამოცდილებას შევთავაზებთ. ჩვენი სამომავლო ხედვები არ ემყარება მხოლოდ გაყიდვების ზრდას, ჩვენ ორიენტირებული ვართ ინოვაციური, ტექნოლოგიურად დახვეწილი პროდუქტების განვითარებასა და დანერგვაზე . კომპანიამ უკვე განაახლა სამოდელო რიგი და ყველა ავტომობილი ახლა ჰიბრიდული სისტემით არის აღჭურვილი. ათწლეულის ბოლომდე კი Lamborghini აპირებს GT 2000-ის სრულიად ახალი, მეოთხე მოდელის გამოშვებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ბრენდის პოზიციას პრემიუმ სეგმენტში და მომხმარებლებისათვის არჩევანს კიდევ უფრო გააფართოებს, მათ შორის საქართველოშიც“, - ამბობს Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტი.
Lamborghini ბაზრის ეტაპობრივ ზრდას თავის პარტნიორთან, „თეგეტასთან“, ერთად გეგმავს. ჰოლდინგი მსოფლიო ბრენდის ერთადერთი და ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
19.06.2025.17:41
საქართველოს ბანკი სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ ცენტრში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ტელეგრაფის რეკონსტრუქცია დასრულდა. სასტუმრო 20 ივნისიდან მიიღებს პირველ სტუმრებს და მათ უმაღლესი ხარისხის ინოვაციურ მომსახურებასთან ერთად დახვეწილი დიზაინის სივრცეებს და განსაკუთრებულ ატმოსფეროს შესთავაზებს.
სასტუმრო ტელეგრაფი ცხრა სხვადასხვა კატეგორიის 239 ნომერს, განსხვავებული კონცეფციის შვიდ რესტორანს, ჯაზ კლუბს, ბარსა და საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს. ტელეგრაფის რეკონსტრუქციისთვის გაწეული ინვესტიცია 65 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკის, საქართველოს ბანკის და თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა.
ტელეგრაფი პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც შეუერთდა მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ორგანიზაციას The Leading Hotels of The World, რაც ჩვენი ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას გულისხმობს. სასტუმრო ტელეგრაფის რეკონსრუქცია რესპუბლიკის მოედნის განვითარების კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
ტელეგრაფის არქიტექტორული კონცეფცია მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ სტუდიას Neri&Hu-ს ეკუთვნის. ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა მასშტაბის არქიტექტურულ და დიზაინ პროექტებზე მუშაობს, მათ შორის ისტორიული შენობების რეკონსტრუქციაზე და არის მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.
ტელეგრაფის რეკონსტრუქცია მაღალი კლასის სასტუმროდ შენობის ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდა. რეკონსტრუქციის კონცეფცია, გარდა შესანიშნავი დიზაინისა, ითვალისწინებს მწვანე ენერგოეფექტური სასტუმროს შექმნას, რაც განახლებული შენობის მნიშვნელოვანი მახასიათებელია და თანამედროვე შენობის ხარისხის განსაზღვრისას ერთ-ერთ მთავარ პარამეტრად მიიჩნევა.
„საქართველოს ბანკი პარტნიორ ბიზნესებთან ერთად მასშტაბური პროექტების განხორციელებას განაგრძობს. წლების განმავლობაში ჩვენს ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. მოხარულები ვართ, რომ სილქ როუდ ჯგუფთან თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისში კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო - ტელეგრაფი გაიხსნა. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ღირებულია როგორც თბილისისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის რადგან ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უცხოელი ტურისტების მოზიდვას, საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ზოგადად სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარებას. გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას და მათი ინიციატივების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.