საქართველოში ინვესტორთა ჯგუფი იმყოფება - ლინდა პერეირა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და შესაძლებლობებზე
საქართველოში ინვესტორთა ჯგუფი იმყოფება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ფორმირებასა და მის საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებაში. როგორც ინვესტორთა ჯგუფის წარმომადგენელი ლინდა პერეირა აცხადებს, საქართველო მიმზიდველია თანამედროვე თაობისთვის.
„საქართველო ჩემთვის პირადად არის ძალიან საინტერესო ადგილი. მე საქართველოში ინვესტირება 2019 წელს დავიწყე, და თავდაპირველად პროცესი ნელა მიდიოდა. თუმცა, როდესაც მიეჩვევი კულტურას და დაინახავ, რამდენად სწრაფად შეიძლება წავიდეს პროცესები, რამდენად აქტიურად ავლენენ ადამიანები თავის ენერგიას და რამდენად დიდია ამბიციები, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, იმასთან დაკავშირებით, რომ გადადგან ახალი ნაბიჯები იმისთვის, რომ ქვეყნის ზრდას მისცენ ბიძგი.
ყველას, ვისაც ბიზნესის სფეროში ვხვდებოდი, ერთნაირად ჰქონდა სურვილი, რომ სამუშაო პროცესი მარტივი ყოფილიყო და წინ წაეყვანა ქვეყანა. საქართველო განსაკუთრებით მიმზიდველია იმ თაობისთვის, რომელიც მიიჩნევს, რომ სიცოცხლე მხოლოდ სამუშაოსგან არ შედგება. სიცოცხლე გულისხმობს მეგობრებს, კარგ სამზარეულოს, კარგ ქალაქებს და ადამიანებს, რომლებიც გახსნილები არიან ახალი იდეებისთვის და მზად არიან მეტი გააკეთონ. სწორედ ეს მრავალფეროვანი ელემენტები ავსებს ბიზნესს და ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას“, - აცხადებს ლინდა პერეირა.
მისივე განმარტებით, ნიჭიერი ადამიანებისა და ბიზნესსაზოგადოების მოსაზიდად აუცილებელია გარემო, რომელიც მიმზიდველიც და კონკურენტულიცაა,
„იმისთვის, რომ მოიზიდო ნიჭიერი ადამიანი და ბიზნესსაზოგადოება, აუცილებელია გარემო, რომელიც მიმზიდველია, კონკურენტულია და სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ. ნიჭიერი ადამიანები და გუნდები, რომლებიც მოიზიდე, გრძნობენ სურვილს დარჩნენ ამ სფეროში, რადგან ინვესტიცია არა მხოლოდ ფინანსურ აქტივს წარმოადგენს - მას ემოციური კავშირი უნდა ჰქონდეს, რათა გაგრძელდეს.
დღეს ინვესტორები და დამფუძნებლები ირჩევენ ისეთ ადგილებს, სადაც პროექტები დაკავშირებულია ბედნიერებასთან და სიცოცხლესთან, რაც უზრუნველყოფს ბიზნესის მდგრად განვითარებას“, - აცხადებს ინვესტორთა ჯგუფის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, ნებისმიერი ინვესტიცია ჰარმონიაში უნდა იყოს იმ ქვეყნის ხედვასთან, არა პირად ხედვასთან.
„ქვეყანაში პოლიტიკური და სოციალური სისტემა უნდა მუშაობდეს ჰარმონიულად, არსებობდეს წინ გადადგმული ხედვის ელემენტი, სად უნდა იყოს ქვეყანა მომავალში და როგორ მიაღწიოს ამას. ბიზნესები, რომლებსაც მოიზიდავ, უნდა ეთანხმებოდეს ქვეყნის პოლიტიკურ კონტექსტსა და ამბიციებს“, - ამბობს ინვესტორი.
სხვა სიახლეები
„ქიდს კონცეპტი“ 2025 წელსა და სამომავლო გეგმებზე
03.02.2026.18:00
„ქიდს კონცეპტი“ ქართული საბავშვო ბრენდების სივრცეა, რომელიც ხუთი წლის წინ დაარსდა. Business Insider Georgia 2025 წელსა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის დამფუძნებელს გვანცა ბერიძეს ესაუბრა.
„2025 წელი ჩვენი კომპანიისთვის საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა. დაგვემატა ახალი ბრენდები და შევიძინეთ მეტი მომხმარებელი, რის შედეგადაც გაიზარდა გაყიდვების რაოდენობა “, - აღნიშნავს გვანცა ბერიძე.
კომპანია სამომავლოდ გაფართოებას და ლოკაციის ცვლილებას გეგმავს.
„წინა წლებში აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენაში. 2025 წელს გარკვეული მიზეზების გამო ეს შესაძლებლობა არ გვქონდა, თუმცა სამომავლოდ კვლავ ვგეგმავთ გააქტიურებას, რათა ჩვენი კომპანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნოთ.
ჩვენი ნიშა საბავშვო სეგმენტია. გვაქვს დიდი სურვილი, გავაფართოოთ საქმიანობა და დავამატოთ სხვა ბრენდებიც. გარდა ამისა, გვინდა ბათუმში მაღაზიის გახსნა, ასევე ვგეგმავთ თბილისში სხვა ლოკაციაზე გადასვლას “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, შოურუმი თბილისში, დავით გამრეკელის 9 ნომერში მდებარეობს და ამჟამად 11 ქართულ საბავშვო ბრენდს აერთიანებს. სამუშაო საათებია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11:00-დან 20:00 საათამდე.