საქართველოში იმპორტირებული შაქრის 64%-ი ევროკავშირზე მოდის
საქართველოში შაქრის იმპორტი 64%-იაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 12,633.85 ათასი დოლარის ღირებულების 20,866.12 ტონა შაქარი იყიდა. 2024 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებით კი იმპორტმა 12,734.82 ტონა შეადგინა.
2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში იმპორტირებული შაქრის 35%-ი საფრანგეთზე მოდის.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შაქარი იყიდა:
საფრანგეთი - 7,405.00 ტონა;
უკრაინა - 4,948.83 ტონა;
ნიდერლანდები - 2,286.00 ტონა;
პოლონეთი - 1,686.18 ტონა;
გერმანია - 1,417.98 ტონა.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით საქართველოში იმპორტირებული შაქრის 64%-ი ქვეყანაში ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოვიდა. 2025 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირიდან სულ 13,308.43 ტონა შაქარია იმპორტირებული.
სხვა სიახლეები
შუა აზიისთვის ალტერნატიული მარშრუტებიდან საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორია - მიხეილ ნამადოვი
06.11.2026.19:00
მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის სასაწყობე ფართობი შევიყვანეთ ექსპლუატაციაში, - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საწყის პერიოდში ვართ. განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის ფართობი შევიყვანეთ, შეგვყავს უკვე ექსპლუატაციაში და იმავე ტრენდის შენარჩუნებას ვაპირებთ მომავალ წლებშიც, სულ მცირე.
გარდა ამისა, მოთხოვნას ზრდის როგორც შიდა ბაზარი, ისე ელექტრონული კომერცია და ქსელების განვითარება. ასევე, სატრანზიტო ტვირთების გადამუშავებას აპრიორი სჭირდება ეს მომსახურება, განსაკუთრებით საბაჟო საწყობების თვალსაზრისით.
ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით და ამ პოტენციალს მაქსიმალურად ვიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუა აზიაზეა საუბარი, ვინაიდან ვიცით, რა მდგომარეობაშიც არიან. ალტერნატივა მხოლოდ ირანი, საქართველო და რუსეთია და დღევანდელ პირობებში ჩვენ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი ვართ“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.