საქართველოში ერთადერთი რეზორტი ვართ, რომელსაც Booking.com-ზე შეფასება 9,5 აქვს - Lopota Lake Resort & Spa
Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტი ზაფხულის სეზონის ოფიციალურ გახსნას 21 ივნისს გეგმავს, თუმცა მანამდე ტურისტულმა ობიექტმა სტუმრების აქტიურად მიღება უკვე დაიწყო. როგორც Business Insider Georgia-სთან Lopota Lake Resort & Spa-ს კომერციულმა დირექტორმა მაკა ღლიღვაშვილმა განაცხადა, ტურისტული ობიექტის ტერიტორიაზე ამ დროისათვის რამდენიმე კორპუსის რენოვაცია მიმდინარეობს, რათა რეზორტის სტუმრებს განახლებული ინფრასტრუქტურა და მაღალი ხარისხი დახვდეთ.
„ჩვენ სეზონი რეალურად უკვე დავიწყეთ. აკვა პარკი უკვე ფუნქციონირებს. გარდა ახალი გახსნებისა, როგორც იცის ჩვენ ყოველწლიურად ჩვენი კორპუსების რენოვაციებს ვაკეთებთ. წელს მიმდინარეობს 4 კორპუსის რენოვაცია, რომელიც ივნისის ბოლოს გაიხსნება და Lopota Lake Resort & Spa ყველაზე მაღალ სეზონს 310 სასტუმრო ოთახით შეხვდება, რომელიც არის ივლისის და აგვისტოს პერიოდი“, - აღნიშნა მაკა ღლიღვაშვილმა.
Lopota Lake Resort & Spa-ს კომერციული დირექტორი ამბობს, რომ მიმდინარე წელს შედარებით აქტიურია ისრაელის ბაზარი, რომლებიც მოგზაურობას წინასწარ გეგმავენ და შესაბამისად ჯავშნებსაც დიდი ხნით ადრე აკეთებენ.
„ტენდენცია ბაზრების მიხედვით საკმაოდ იცვლება. რომელი ბაზარიც არის აქტიური, ისე განისაზღვრება მოკლე პერიოდში კეთდება ჯავშნები თუ პირიქით, დიდი ხნით ადრე, წინასწარ. იქიდან გამომდინარე, რომ წელს ყველაზე აქტიურია ისრაელის ბაზარი, ისინი „ბოლო წუთის“ ჯავშნებს არ აკეთებენ და პირიქით, საკმაოდ ადრე გეგმავს ყველაფერს. ამ პერიოდისთვის ივნისი, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი საკმაოდ დატვირთულია. თუმცა აგვისტო მაინც ყველაზე დატვირთულია“, - აღნიშნავს Lopota Lake Resort & Spa-ს წარმომადგენელი.
Lopota Lake Resort & Spa-ს კომერციული დირექტორის თქმით, აგვისტოს ტურისტული ობიექტისთვის ყველაზე აქტიური პერიოდია და მაღალი მოთხოვნის ფონზე კომპანიაში ტარიფების ზრდასაც არ გამორიცხავენ.
„მენეჯმენტს ყოველთვის გათვლა აქვს, რომ წინ და წინ წავიდეს და იგივე მაჩვენებლებზე არ დარჩეს. შესაბამისად ყოველწლიურად გაქვს ის გათვლა, რომ მეტი ჯავშანი უნდა მივიღოთ, ან თუ მეტ ჯავშანს ფიზიკურად ვერ მივიღებთ, რადგან აგვისტო ისედაც ყველაზე მაღალი დატვირთულობის თვეა, უფრო ძვირად გავყიდოთ და შესაბამისად შემოსავალი მეტი მივიღოთ. აგვისტოში უფრო ველოდებით შედარებით მაღალ გადამხდელუნარიან სტუმარს. გარდა ამისა საკმაოდ დიდი ინვესტიციები იდება როგორც ინფრასტრუქტურაში ისე რენოვაციაში და ჩვენი სერვისი კიდევ უფრო იხვეწება. საქართველოში ერთადერთი რეზორტი ვართ, რომელსაც Booking.com-ზე შეფასება 9,5 აქვს“, - აცხადებს მაკა ღლიღვაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად Lopota Lake Resort & Spa-ს სტუმრების 50%-ი ქართველი მოსახლეობა, ხოლო 50%-ი უცხოელი სტუმრები.
Lopota Lake Resort & Spa-ს მაგალითზე MICE ტურიზმი ყველაზე აქტიური შემოდგომითაა.
„MICE ტურიზმი კახეთში განსაკუთრებით პოპულარულია სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში. თუმცა წინასწარი ჯავშნები, რაც საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ახლა გაქვს მიღებული პატარ-პატარა ჯგუფებია, ივნისშიც და ივლისშიც. აგვისტოში ნაკლებად. თუმცა უფრო დიდი დატვირთულობა ამ მხრივ ჩვენს შემთხვევაში ეს არის სექტემბრის თვეში“, - განმარტავს ახლა გაქვს მიღებული.
Lopota Lake Resort & Spa-ს სტუმრებს სხვადასხვა მუსიკალურ საღამოებსაც შესთავაზებს, რათა მათ დასვენებასთან ერთად მათი განწყობის ამაღლებაზეც იზრუნონ.
„ჩვენ გავხსენით გასულ წელს გავხსენით „ლოპოტას ჯაზკლუბი“ და შესაბამისად ყოველ პარასკევს და შაბათს გვაქვს სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც მოიაზრებს ქართული ჯაზ ბენდების და ჯაზ ჯგუფების საღამოებს. ძალიან მალე დავაანონსებთ სეზონის გახსნას მუსიკალური პროგრამით. ოფიციალურ გახსნას 21 ივნისს ვგეგმავთ და შესაბამის უფრო გავაქტიურდებით ამ მიმართულებით“, - ამბობს Lopota Lake Resort & Spa-ს კომერციული დირექტორი.
Lopota Lake Resort & Spa, შუაგულ კახეთში ტბის გარშემოა გაშენებული და თვალწარმტაცი კავკასიონის ქედებითაა გარშემორტყმული. დედაქალაქიდან 2 საათის სავალზე, 60 ჰექტარზე განლაგებული რეზორტი სტუმრებს ოთხი სეზონის მანძილზე განსხვავებულ შთაბეჭდილებებს სთავაზობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
23.05.2025.18:20
19-20 ივნისს, თიბისის მხარდაჭერით, საგამოფენო სივრცე „ექსპო-ჯორჯია“ წელს პირველად ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. ღონისძიება „ექსპო-ჯორჯიასა“ და საკონსულტაციო კომპანია Savvy-ს თანაორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სწრაფად მზარდი სექტორის განვითარების ხელშეწყობაა. ლოგისტიკის გამოფენა გააერთიანებს ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას, მათ შორის საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო ლოგისტიკას, ასევე საწყობების ინფრასტრუქტურას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ფინანსურ მექანიზმებს.
ღონისძიება დარგისთვის მნიშვნელოვან ძირითად საკითხებს მოიცავს და ჩართულ მხარეებთან ერთად შექმნის პლატფორმას დისკუსიებისთვის არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე სასაუბროდ. ლოგისტიკის გამოფენა სხვადასხვა ფორმატში ჩატარდება და გააერთიანებს როგორც პრეზენტაციებს, ასევე პანელურ დისკუსიებს საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციებისა და კომპანიების ჩართულობით.
თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში ტრანსპორტირებისა და დასაწყობების სექტორი მკაფიო ზრდას აჩვენებს, მხოლოდ გასულ წელს 14%-იანი მატება დაფიქსირდა, მთლიანმა გამოშვებამ კი 9.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ლოგისტიკა, როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სექტორი, თიბისისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის დაფინანსებაც წლიდან წლამდე იზრდება.
„თიბისი აქტიურად უწყობს ხელს ლოგისტიკის სფეროს განვითარებას: ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენი პორტფელი ამ სექტორში 58%-ით გაიზარდა და 2024 წლისთვის 400 მილიონ ლარს მიაღწია. თიბისისთვის, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, საბანკო პროდუქტების პარალელურად ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარებას შეუწყოს ხელი და მხარი დაუჭიროს დარგის განვითარებისთვის ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, როგორიც ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაა“-, გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
“ბოლო წლებში ლოგისტიკის სექტორი საქართველოში დინამიკურად ვითარდება და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად ყალიბდება. სწორედ ამ პროცესებმა განაპირობა ჩვენი გადაწყვეტილება - შევქმნათ ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია, რომელიც გახდება პლატფორმა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების, საერთაშორისო ინვესტორებისა და სფეროს ექსპერტების შეხვედრებისთვის. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაციასა და ლოგისტიკური ეკოსისტემის სისტემურ გაძლიერებას რეგიონში", - რესან ქიქავა, “ექსპო-ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი.