მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7103
-0.0066
flag
AZN 1.5758
-0.0004
flag
CNY 38.798
-0.0014
flag
EUR 3.1724
-0.0078
flag
GBP 3.6428
-0.015
flag
KZT 54.6
0.0011
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6789
-0.001

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

news image

საქართველოში საავტომობილო ბაზარზე ახალი ბრენდი შემოვიდა. კომპანია „გეზ მოტორსმა“ წლის ბოლოს რიგით მეორე საავტომობილო ბრენდი - SOUEAST წარადგინა. აღნიშნული ბრენდი იმ მომხმარებლებზეა გათვლილი, ვისთვისაც ავტომობილი ყოველდღიური გადაადგილების სანდო, კომფორტულ და ფუნქციურ საშუალებას წარმოადგენს.

SOUEAST-ის ავტომობილები წარმოდგენილია გეზ მოტორსის მულტიბრენდულ შოურუმში, რომელიც კახეთის გზატკეცილის #15-ში მდებარეობს. ადგილზე მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ SOUEAST-ის სრულ ასორტიმენტს და ისარგებლონ ტექნიკური მომსახურებით.

SOUEAST საავტომობილო ბრენდია, რომელიც 1995 წელს დაარსდა.თავდაპირველად ბრენდი Mitsubishi Motors-თან ერთად აწარმოებდა ავტომობილებს საერთაშორისო ბაზრებისთვის. 2024 წლიდან კი ის ერთ-ერთ უმსხვილეს გლობალურ ავტომწარმოებელს Chery Group-ს შეუერთდა. ამ გაერთიანების შედეგად SOUEAST ახალი იდენტობა მიენიჭა, რაც ყოველდღიური ცხოვრების რიტმის გამარტივებაში ითარგმნება. SOUEAST სპეციალიზებულია SUV ავტომობილებზე და მომხმარებლებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, უსაფრთხოების ინტეგრირებულ სისტემებს, კომფორტულ ინტერიერსა და დახვეწილ დიზაინს სთავაზობს. 

სამომავლოდ, „გეზ მოტორსი“ სადილერო ქსელის გაფართოებას გეგმავს, როგორც საქართველოში, ისე რეგიონებში. 2026 წელს კომპანია ბაზარზე ახალ SUV კლასის დატენვად ჰიბრიდს - SOUEAST S08 DM-ს წარადგენს, რომელიც კიდევ უფრო მეტად იქნება მორგებული ქართულ რეალობასა და მომხმარებლის მოთხოვნაზე.

„SOUEAST-ის საქართველოში შემოსვლა „გეზ მოტორსისთვის“ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯია. ეს ჩვენი კომპანიის განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენს. ბრენდის ფილოსოფია, ტექნოლოგიური ხედვა და საერთაშორისო გამოცდილება სრულად ეხმიანება იმ მიმართულებას, რომლითაც „გეზ მოტორსი“ წლებია ვითარდება. ეს არის ბრენდი, რომელიც აერთიანებს მრავალწლიან საავტომობილო გამოცდილებას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და კომფორტს. ჩვენი მიზანია ქართველი მომხმარებლებს შევთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული, სანდო და მომხმარებელზე ორიენტირებული საავტომობილო ბრენდი. ამ პროცესში საქართველოს ბანკის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - პარტნიორის, რომელიც არა მხოლოდ ფინანსური კუთხით გვიჭერს მხარს, არამედ გვიზიარებს გამოცდილებასა და ბიზნესის განვითარების ხედვას. ეს თანამშრომლობა გვაძლევს სტაბილურობასა და თავდაჯერებულობას, რათა სწორად დავგეგმოთ კომპანიის განვითარება, გავზარდოთ მასშტაბი და უზრუნველვყოთ პროექტის მდგრადობა. სამომავლოდ, ახალი მოდელების შემოყვანას და სადილერო ინფრასტრუქტურის განვითარებას ვგეგმავთ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, რაც პროექტის გრძელვადიან წარმატებას განსაზღვრავს“, - განაცხადა ლევან მიქაძემ, „გეზ მოტორსის“ კომერციულმა დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, SOLO მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს. შეთავაზების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Kiwi Post-მა წერეთლის გამზირზე ფილიალი გაიხსნა

18.02.2026.13:00

Kiwi Post • კივი პოსტი გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ ახალი ფილიალი წერეთლის გამზირზე გახსნა. 

„გელოდებით ჩვენს ახალ ფილიალში: თბილისი, წერეთლის 76.

თუ ჯერ კიდევ არ ხარ კივის მომხმარებელი, დარეგისტრირდი ეხლავე და გამოიწერე ამანათები 7 ქვეყნიდან:
  • ამერიკიდან
  • დიდი ბრიტანეთიდან
  • თურქეთიდან
  • ჩინეთიდან
  • პოლონეთიდან
  • საბერძნეთიდან
  • ესპანეთიდან
გადმოწერე კივის განახლებული აპლიკაცია როგორც Android-ზე, ისე iOS-ზე და ისარგებლე კიდევ უფრო კომფორტული და სწრაფი მომსახურებით!
Android: https://shorturl.at/tOvgh“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა