მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082.7
-0.0307
flag
AZN 1.5965
-0.0063
flag
CNY 38.172
-0.0151
flag
EUR 3.2007
-0.0092
flag
GBP 3.6638
-0.0158
flag
KZT 49.83
-0.0029
flag
TRY 0.0655
-0.0004
flag
USD 2.7141
-0.0117

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით, ღონისძიება „სტანდარტები ტურიზმში“ გამართა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

news image

საქართველოს ბანკი მრავალი წელია, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდამჭერია. ახლახან, ბანკსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, 22 სექტემბერს, თბილისში მე-7 საერთაშორისო კონფერენცია - სტანდარტები ტურიზმში გაიმართა. 

ღონისძიებაზე სპიკერებმა ისეთ თემებზე ისაუბრეს, როგორიცაა: დანიშნულების ადგილების განვითარება, მისი გაძლიერება და მენეჯმენტი, მდგრადი ტურიზმი, კერძო სექტორის როლი დანიშნულების ადგილის განვითარებაში, სასტუმრო ინდუსტრიაში გაციფრულების მნიშვნელობა, სასტუმროს შეფასების, აუდიტირების, ვარსკვლავის სერტიფიკატის გადაცემის პროცესი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ისეთი სპიკერებისთვის მოესმინათ, როგორიცაა:

გლენ მანძიუკი, World Sustainable Hospitality Alliance - ის დირექტორი;
კოკო ტანგი - გლობალური მდგრადი ტურიზმის საბჭოს (GSTC) ბორდის წევრი აღმასრულებელი დირექტორი;
სუზან სანტოს დე კარდენასი - Society for Sustainable Tourism-ის პრეზიდენტი;
ურის ვაგენსეილი - HSLU-ს ტურიზმისა და მობილობის ინსტიტუტის პროფესორი, დანიშნულების ადგილების მენეჯმენტისა და მდგრადი ტურიზმის ექსპერტი, GSTC ტრენერი;
• ტურიზმის და მასთან დაკავშირებული სფეროების ექსპერტები.

„საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში სტუმარ-მასპინძლობის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოში მე-7 საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სპიკერი, მსოფლიოში აღიარებული მდგრადი ტურიზმის ექსპერტი, გლენ მანძიუკი გახლდათ, რომელსაც ამ მიმართულებით 25 წლიანი გამოცდილება აქვს. მსგავსი ღონისძიებების მიზანი ინდუსტრიის გაძლიერება, კომპეტენციის გაზრდა, ცოდნის გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვაა. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, სამომავლოდ, კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიების თუ ვორქშოფის განხორციელება არის დაგეგმილი“,-განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლალი ყელაურაძემ

„საქართველოს ტურიზმის ასოციაციასა და საქართველოს ბანკს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პირველი პროექტი მე-7 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ წარმატებით განხორციელდა. საქართველოს ბანკთან ერთად დაგეგმილი სამომავლო აქტივობები და მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ასოციაციას განახორციელოს ახალი პროექტები კერძო სექტორის მხარდასაჭერად“, - ნატალია კვაჭანტირაძე, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში საერთაშორისო გადარიცხვების მონიტორინგის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

23.09.2025.18:34

საქართველოს ბანკმა, როგორც ქვეყნის წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, ბიზნესების მხარდასაჭერად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეს დანერგა. ბიზნეს მობილბანკში SWIFT Tracking ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია. სერვისი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო გადარიცხვების სტატუსზე ინფორმაცია რეალურ დროში მოიძიონ.

ფუნქციონალის დახმარებით ბიზნესებს შეუძლიათ, სრულყოფილად ადევნონ თვალი გადახდის პროცესის თითოეულ ეტაპს თანხის ბანკიდან გასვლიდან - შუამავალი ბანკების გავლით, ადრესატთან ჩარიცხვამდე. აღნიშნული შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ამარტივებს საზღვარგარეთ პარტნიორებთან ურთიერთობას, რადგან კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარ ვენდორებს გადარიცხვის პროგრესი ოფიციალური დოკუმენტის სახით დაუდასტურონ.

„საქართველოს ბანკში მუდმივად ვზრუნავთ ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების დანერგვაზე, რომლებიც ბიზნესებს ყოველდღიურ საქმიანობას უმარტივებს და მათ შესაძლებლობებს კიდევ უფრო აფართოებს. აღნიშნული ფუნქციონალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად საქმიანობენ. მისი წარდგენით, შესაძლებელია ბიზნეს პროცესების კიდევ უფრო დაჩქარება – მაგალითად, პარტნიორებს მხრიდან ტვირთის გამოგზავნა ან მომსახურების დაწყება თანხის საბოლოო დარიცხვამდე. ეს კი ადგილობრივ ბიზნესს მეტ მოქნილობასა და ეფექტურობას სძენს“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

ამ და სხვა ფუნქციონალების გამოსაყენებლად, გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნესმობილბანკი, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, 2 წუთში, ონლაინ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა