საქართველოს წყალმომარაგების რეგულირების მოდელი საუკეთესოა - ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონალური დირექტორი
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში წარმატებული და ინოვაციური კომუნალური კომპანიების გლობალური კავშირის Leading Utilities of the World (LUOW)-ს წევრი გახდა.
ჯივიპი LUOW-ის წევრობაზე ნომინირებული იყო კომპანიის საერთო პროდუქტიულობის, წყალმომარაგების ქსელების ოპერირებისა და მდგრადი ფინანსური რესურსის შექმნის კატეგორიებში. აღნიშნული მიმართულებებით კომპანიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან მაჩვენებლებს მიაღწია, რისი შესაძლებლობაც წყალმომარაგების სექტორის რეგულაციებმა და განხორციელებულმა ინვესტიციებმა შექმნა.
“საქართველოს წყალმომარაგების რეგულირების სისტემა საუკეთესოა იმ 18 ქვეყანასთან შედარებით, სადაც ჩვენ ვოპერირებთ. ჩვენ ამ მოდელს წარმატებული მაგალითის სახით უკვე ვთავაზობთ სხვადასხვა ქვეყნებს, რადგან ეს არის მიდგომა, რომელიც ხელს უწყობს ინვესტორს გააუმჯობესოს ეფექტიანობა, გაზარდოს ინვესტიცია და მიაღწიოს საუკეთესო შედეგებს, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ქვეყანაში კერძო ინვესტიციების ზრდას და სისტემის განვითარებას.” - ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს აზია აფრიკის რეგიონალური დირექტორი.
“Aqualia მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც არაერთ ქვეყანაში და ქალაქში აქვს მოწესრიგებული წყალმომარაგების და წყალარინების სისტემა. საქართველოს ბაზარზე შემოსვლისთვის Aqualia-სთვის გადამწყვეტი იყო ჩვენს ქვეყანაში არსებული ევროპული რეგულაციები, წყალმომარაგების სფეროში არსებული ღია და გამჭვირვალე მარეგულირებელი წესები და ნორმები.
Aqualia-მ ჩვენი რეგულირების ქვეშ უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა - გაიზარდა საინვესტიციო პაკეტი და კომპანია ოპერირების ახალ, ევროპულ მოდელზე გადავიდა. მოხარული ვართ, რომ ჯივიპის განვითარების პროცესი საერთაშორისო ასპარეზზეც შესამჩნევი გახდა, რასაც ადასტურებს კომპანიის მიერ მოპოვებული გავლენიანი საერთაშორისო ქსელის წევრობა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რეგულაციების ხელშეწყობით მომავალში კიდევ უფრო გააუმჯობსესდება თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგება.” - დავით ნარმანია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.
“მსოფლიოს წამყვანი კომუნალური კომპანიების (LUOW) წევრობა პირველ რიგში ჩვენ მიერ მიღწეული შედეგების აღიარებას ნიშნავს და ასევე, წყალმომარაგების სფეროში წარმატებული საერთაშორისო კომპანიების გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას გულისხმობს. მიუხედავად რთული გამოწვევებისა, ჩვენ ჯივიპიში არაერთი მიმართულებით ვაჩვენეთ პროგრესი, რის შედეგადაც LUOW-ის წევრობა მოვიპოვეთ. ახლა კი გვეძლევა შესაძლებლობა თბილისის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად გამოვიყენოთ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც წყალმომარაგების კომპანიებს, მთავრობებსა და ოპერატორებს აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში”. - ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, ჯივიპის გენერალური დირექტორი.
ჯივიპიმ LUOW-ის წევრობა მიმდინარე წლის 12-14 მაისს, პარიზში გამართულ გლობალურ წყლის სამიტზე მიიღო. აღნიშნული სამიტი წყლის სექტორში მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ღონისძიებაა, რომელიც წამყვანი კომუნალური სერვისების კომპანიებს აღმასრულებელ დირექტორებს, ინვესტორებსა და ინოვატორებს აერთიანებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
13.06.2025.18:00
BlueSky Apart-Hotel წარმოადგენს პრემიუმ კლასის აპარტოტელს, რომელიც განთავსებულია BlueSky Tower - ის 7-36 სართულებზე. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია HSC Group Hospitality-ს დირექტორმა გიორგი დოლიძემ განაცხადა, თანამედროვე მულტიფუნქციური კომპლექსი აერთიანებს ორ ბლოკს, რომელთაგან ‘A’ ბლოკში უახლოეს მომავალში 795 მაღალი კლასის სასტუმროს ტიპის აპარტამენტი გაიხსნება. აღნიშნულ ბლოკში ასევე დაგეგმილია საერთაშორისო ბრენდის – Holiday Inn Resort-ის გახსნა, რომელიც მომდევნო წლისთვისაა დაგეგმილი.
„კომპლექსის ‘B’ ბლოკში განთავსებულია დაახლოებით 1,300 მაღალი დონის საცხოვრებელი რეზიდენცია. სამომავლოდ კი დაგეგმილია ობიექტის გაერთიანება ისეთი მნიშვნელოვანი სივრცეებით, როგორებიცაა: კაზინო, კომერციული ზონები. სასტუმროს ნაწილში კი რესტორანი, ტერასა, საცურაო აუზი და სრულფასოვანი სპა ინფრასტრუქტურა.
Blue Sky Apart-Hotel გათვლილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებზე და მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ მდებარეობას, პრემიუმ მომსახურებას, დაუვიწყარ ხედებსა და სრულად აღჭურვილ, თანამედროვე სტანდარტების აპარტამენტებს. აქ ყველაფერი გათვალისწინებულია იმისთვის, რომ სტუმარმა ბათუმში ყოფნის განმავლობაში იგრძნოს სიმშვიდე, კომფორტი და ხარისხი.
HSC Group Hospitality-ს დირექტორის თქმით, აპარტოტელი მიმართულია საშუალო და მაღალი სეგმენტის დამსვენებლებზე – ინდივიდუალურ მოგზაურებზე, ოჯახებზე და ბიზნეს ვიზიტორებზე. კომპლექსში წარმოდგენილია აპარტამენტების სხვადასხვა კატეგორიები:
- Studio Alley & Sea View
- One-Bedroom Suite Alley & Sea View
- Studio Yard View
- One-Bedroom Suite Yard View
აპარტამენტების ფართობი მერყეობს 30-70 კვ.მ-მდე, რაც სტუმრებს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ მათ საჭიროებებზე მორგებული გეგმარება, ხედითა და სართულით.
ობიექტის ლოკაცია ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა: Blue Sky Apart-Hotel მდებარეობს გმირთა ხეივანზე, შავი ზღვის თაღის მიმდებარედ. პლაჟამდე მისასვლელად სულ რაღაც 5 წუთია საკმარისი, 2 წუთში შეგიძლიათ ესტუმროთ ბათუმის სტადიონს, 1 წუთის სავალზეა Black Sea Mall, ხოლო იუსტიციის სახლამდე მისასვლელად მხოლოდ 3-4 წუთი დაგჭირდებათ. ეს ხელსაყრელი მდებარეობა სტუმრებს სთავაზობს სწრაფ და მარტივ წვდომას ბათუმის მთავარ ტურისტულ ლოკაციებთან.
Blue Sky Apart-Hotel შედის წარმატებული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია LikeHouse - ის ჯგუფში, რომლის პორტფოლიოშიც არაერთი მასშტაბური და წარმატებული პროექტია. Blue Sky Tower წარმოადგენს 200 მილიონი ლარის ინვესტიციას და გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით, მდგრადობითა და უმაღლესი ხარისხის სამშენებლო და სარემონტო მასალების გამოყენებით. უშუალოდ Blue Sky Apart-Hotel - ში საშუალოდ დასაქმებული იქნება 150 ადამიანი.
HSC Group Hospitality პროექტს Pre-Opening-სა და პროექტის საკონსულტაციო მომსახურებებს უწევს.