მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7108.3
-0.004
flag
AZN 1.585
-0.0002
flag
CNY 38.645
-0.0055
flag
EUR 3.1497
-0.0053
flag
GBP 3.6226
0.0091
flag
KZT 53.25
0.0004
flag
TRY 0.0622
0
flag
USD 2.6946
-0.0004

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქკაბელთან თანამშრომლობის მემორანდუმი განაახლა

news image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანია ,,საქკაბელის“ მმართველმა დირექტორმა დავით კაპანაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, მემორანდუმის მიზანია სტუდენტთა ხელშეწყობა სტაჟირების, დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობების მოძიებაში, საკადრო რეზერვის შექმნა და კომპანიის სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. დოკუმენტის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს ექნებათ სრულყოფილი წვდომა კარიერული განვითარების მხრივ „საქკაბელში“ არსებულ ინფორმაციაზე, ექნებათ შესაძლებლობა დაამყარონ აქტიური კომუნიკაცია მომავალ დამსაქმებელთან, მიიღონ კონსულტაციები ვაკანსიებთან დაკავშირებით და საზოგადოების სწრაფად ცვალებადი მოთხოვნებიდან გამომდინარე, გახდნენ კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე.

ვიცე-რექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „საქკაბელს“ შორის თანამშრომლობა მრავალი წელია წარმატებით ხორციელდება. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აცხადებს, მემორანდუმი კიდევ უფრო გაამყარებს უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის ურთიერთობას და დაეხმარება სტუდენტებს პროფესიული უნარების განვითარებაში, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების მოძიებაში, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა კონკურენტუნარიანობის ზრდას შრომის ბაზარზე და გააძლიერებს უნივერსიტეტის როლს მომავალი სპეციალისტების მომზადებაში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უმთავრესი პრიორიტეტი შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის ზრდაა. „საქკაბელი“ ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და მასთან თანამშრომლობა სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდები შეძლებენ საწარმოო პრაქტიკის გავლას უშუალოდ ქარხანაში, გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიურ პროცესებს და რაც მთავარია, წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ რეალური დასაქმების პერსპექტივა. ჩვენი მიზანია, სტუდენტმა უნივერსიტეტის კედლებშივე მიიღოს ის პრაქტიკული უნარები, რაც ბიზნესს დღეს სჭირდება. დღევანდელი შეთანხმება არის ბიზნესისა და აკადემიური სივრცის წარმატებული ინტეგრაციის მაგალითი. საინჟინრო განათლება წარმოუდგენელია მძლავრი პრაქტიკული ბაზის გარეშე - „საქკაბელი“ კი სწორედ ის პარტნიორია, რომელსაც შეუძლია სასწავლო პროცესი რეალური ინდუსტრიული გამოცდილებით გაამდიდროს. ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური ინჟინრები და ტექნოლოგები, რომლებიც არა მხოლოდ დააკმაყოფილებენ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს, არამედ წვლილს შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. მოხარული ვართ, რომ კერძო სექტორი ასე აქტიურად ერთვება საგანმანათლებლო პროცესში. დაბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებას ღონისძიების ორგანიზებისთვის“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.

როგორც „საქკაბელის“ მმართველმა დირექტორმა აღნიშნა, ახალგაზრდა სპეციალისტთა მოზიდვის მხრივ კომპანიისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა. დავით კაპანაძის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში „საქკაბელი“ იზრუნებს, შესაბამისი ფაკულტეტების საუკეთესო სტუდენტებს ერთი წლის განმავლობაში სახელობითი სტიპენდია დაუნიშნოს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსის თქმით, უნივერსიტეტის მიზანია, სტუდენტებსა და დამსაქმებელ ინდუსტრიებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის არხები შექმნას. როგორც ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე ამბობს, უახლოეს მომავალში სტუდენტებისთვის დაიგეგმება საინფორმაციო ტურები საწარმოში, გამოცხადდება სპეციალიზებული სტაჟირების პროგრამები, ხოლო კომპანიის წამყვანი სპეციალისტები ახალგაზრდებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ.

„კარიერული განვითარების განყოფილება მუდმივ რეჟიმში მუშაობს კერძო სექტორთან, რათა ჩვენს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა ყოველთვის მზარდი იყოს შრომის ბაზარზე. „საქკაბელი“ არის კომპანია, რომელიც მუდმივად ეძებს ტექნიკური დარგის ნიჭიერ კადრებს, ამიტომ მათი დაახლოება უნივერსიტეტთან მრავალმხრივ არის პრიორიტეტული. მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს, უფრო ეფექტურად ვმართოთ სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების პროცესი, მივაწოდოთ მათ ინფორმაცია აქტიური ვაკანსიების შესახებ და ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ ზრდას ჯერ კიდევ დიპლომის აღებამდე“, - აცხადებს ნატო ქათამაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია ,,საქკაბელს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, ფაკულტეტის პროფესორ-პედაგოგები და სტუდენტები, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და კომპანიის წარმომადგენლები.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სტუ-ის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებმა მორიგი წარმატებული ექსპერიმენტი ჩაატარეს

23.01.2026.15:42

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამის მეორე და მეოთხე კურსის სტუდენტებმა სასწავლო-პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში მორიგი ექსპერიმენტი ჩაატარეს. ექსპერიმენტის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ფრინველთა კვერცხიდან მოზარდეულის ხელოვნურად გამოსაჩეკ აპარატში (ინკუბატორი) 20-მდე წიწილა და 30-ზე მეტი, ორი განსხვავებული ჯიშის, ჩოჩორი (მწყერის ბარტყი) წარმატებით გამოიჩეკა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ინფორმაციით, ამ ტიპის პრაქტიკული სამუშაოები სტუდენტებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ თანამედროვე მეცხოველეობის ტექნოლოგიებს, სიღრმისეულად შეისწავლონ ინკუბაციის პროცესი და დააკვირდნენ ფრინველთა განვითარების ეტაპებს კვერცხიდან მოზარდეულობამდე. მსგავსი ექსპერიმენტები ხელს უწყობს არა მხოლოდ პროფესიული უნარების განვითარებას, არამედ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ რეალური პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც აუცილებელია სამომავლო კარიერისთვის აგრარულ და მეცხოველეობის მიმართულებებში.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თქმით, მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა მანანა ცინცაძემ, სტუდენტებს სწავლისა და პროფესიული განვითარებისათვის ყველა საჭირო პირობა შეუქმნა. ლიანა თარგამაძის განცხადებით, მანანა ცინცაძის ხელმძღვანელობით, სასწავლო პროცესი ეფუძნება თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან მჭიდრო კავშირს, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ რეალურ სასწავლო-კვლევით ექსპერიმენტებში, დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც აუცილებელია თანამედროვე აგრარული და მეცხოველეობის დარგში წარმატებული საქმიანობისთვის.

„მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც სტუდენტებს რეალური პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის ხელმძღვანელის, მანანა ცინცაძის მიერ შექმნილი სასწავლო გარემო სრულად პასუხობს თანამედროვე აგრარული განათლების მოთხოვნებს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ სასწავლო-კვლევით ექსპერიმენტებში, გაეცნონ ინკუბაციის პროცესს და პრაქტიკაში აითვისონ მეცხოველეობის თანამედროვე მეთოდები. მსგავსი აქტივობები ახალგაზრდებში ხელს უწყობს პროფესიული უნარების განვითარებას, პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებელი მუშაობის კულტურის ჩამოყალიბებას და მომავალში მათ ჩამოყალიბებას კონკურენტუნარიან სპეციალისტებად”, - აცხადებს ლიანა თარგამაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა