საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში იმ მგზავრების გამო, რომელთაც ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მიეცათ, ავიარეისების შეყოვნება აღარ მოხდება - ახალი გადაწყვეტილება
ეკონომიკისა და შს სამინისტროს ერთობლივი მუშაობითა და და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში იმ მგზავრების გამო, რომელსაც სახელმწიფოში შესვლის უფლება არ მიეცათ ავიარეისების შეყოვნება აღარ მოხდება. როგორც კომპანია Discovery Group-ის გენერალურმა მენეჯერმა თეიმურაზ ბუზალაძემ განაცხადა, ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ამიერიდან ავიაკომპანიებს რეისების დაყოვნება აღარ მოუწევთ, რაც თავის მხრივ დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.
„დიდი საქმე გაკეთდა სახელმწიფოს მხრიდან. თუ აქამდე Inadmissible passengers-ს - მგზავრები რომელსაც ჩვენი საზღვარი არ იღებს იმიტომ, რომ გასაუბრება არ აქვთ გავლილი და საბუთები არ აქვთ ბოლომდე წარმოდგენილი - ასეთ მგზავრებს უშვებენ უკან. აქამდე ვიდრე ჩამოსული ყველა მგზავრი არ გაივლიდა საპასპორტო კონტროლს იყო პრობლემა, რომ თვითმფრინავს არ ეძლეობა გაფრენის უფლება. ანუ თვითმფრინავს არ უშვებდნენ, ვიდრე ამ კონკრეტულ მგზავრებს უკან ბორტზე არ აუშვებდნენ. ამიტომ რეისების უმეტესობა იგვიანებდა, რაც ავიაკომპანიებისთვის, ბიზნესისთვის იყო ძალიან დიდი პრობლემა. სახელმწიფოს მხრიდან იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ მგზავრებს თბილისის, ბათუმის, და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში დატოვებენ პირველივე შესაძლებელ რეისამდე. რაც ავიაკომპანიებს საშუალებას აძლევს, რომ დროზე ჩამოფრინდნენ და დროზე გაფრინდნენ. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რასაც წლები ველოდებოდით. ამიტომ დიდი მადლობა ყველას, განსაკუთრებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საზღვრის დაცვის დეპარტამენტს. ვიცი, რომ ეს ძალიან ძნელი გადაწყვეტილებაა, რადგანაც პრაქტიკულად ყველა რეისიდან, რომელიც სპარსეთის ყურიდან ჩამოდის 5-10 მგზავრს უკან აბრუნებდნენ. აღნიშნულის შემდეგ კი სახელმწიფოს უწევს აღნიშნული მგზავრების შენახვა რამდენიმე საათით, ან შესაძლოა დღით. ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც ბიზნესისთვის ძალიან დიდი მიღწევაა“, - აღნიშნა თემურ ბუზალაძემ.
აღსანიშნავია, რომ Discovery Group საქართველოში საკმაოდ ბევრ უცხოურ ავიაკომპანიას ემსახურება, თუმცა პრობლემები ძირითადად აღმოსავლეთ და შუა აზიიდან ჩამოსულ რეისებს ექმნებოდათ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.17:28
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში წარადგინა. მომხსენებელმა იმ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს.
„საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის დადგენილებით „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა" დამტკიცდა, რომელიც 4 ქვეპროგრამას მოიცავს. ესენია: „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა", რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება; ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა", რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებით/გაძლიერებით სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობა; ,,საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა", რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, მათი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით და „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამა", რომლის მიზანია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მართვა და დაფინანსების უზრუნველყოფა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გიორგი ცაგარეიშვილმა კომიტეტის წევრებს სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ 2020-24 წლებში სააგენტოს საინფორმაციო სისტემაში 73 507 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა, ინდივიდუალური კონსულტაცია კი - 116 919 პირს გაეწია. ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე 86 151 სოციალურად დაუცველი პირისთვის, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით, შესაბამისი კონსულტაციის და ინფორმაციის გაცნობა მოხდა.
მინისტრის მოადგილემ შრომითი მიგრაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები არსებობს, რომელთა გადაჭრის მიზნით, 2023 წლიდან სამინისტრო ქმედით ნაბიჯებს დგამს. მისივე თქმით, შრომითი მიგრაციის ახალი ნორმების და მექანიზმების დანერგვის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა და შესაბამისი პროგრამა მომზადდა, რომელიც აქტიურად ხორციელდება.
კომიტეტმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული პროგრამები დადებითად შეაფასა და წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.
სხდომაზე კომიტეტის წევრები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2023-2024 წლების ანგარიშებს გაეცნენ, რომლებიც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა გვანცა ჩხეიძემ წარადგინა.
კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, საზოგადოებრივი დამცველის ანგარიში საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები და ასევე აუცილებელია, შენარჩუნდეს და გაგრძელდეს ტელეკომუნიკაციის სივრცეში არსებული ჯანსაღი კონკურენცია.
კომიტეტმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის ანგარიშები ცნობად მიიღო.