მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7041.9
-0.0066
flag
AZN 1.6153
-0.0004
flag
CNY 38.015
-0.0048
flag
EUR 3.1219
0.0114
flag
GBP 3.6668
0.0025
flag
KZT 53.35
-0.0007
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7467
-0.0006

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 4 თვეში 2,182,811 მგზავრსა და 9,908 რეისს მოემსახურნენ

news image

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა და 2,182,811 მგზავრი შეადგინა (2024 წლის იანვარ-აპრილი - 1,936,381 მგზავრი).  

რაც შეეხება რეისების რაოდენობას, 2025 წლის პირველ 4 თვეში რეისების რაოდენობა 16%-ით არის გაზრდილი და ჯამურად  9,908 რეისია შესრულებული საქართველოს აეროპორტებში (2024 წლის იანვარ-აპრილი - 8,554 რეისი).   

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა 2025 წლის ოთხ თვეში - 1,442,525 მგზავრი და 7,283 რეისი მიიღო, Რაც გასული წლის პირველ 4 თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადის 13%-იან ზრდასა (2024წლის 4 თვე - 1,278,447 მგზავრი) და რეისების 17%-იან ზრდას წარმოადგენს (2024 წლის 4 თვე - 6,235 რეისი). 

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში  506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება  (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.   

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, 2025 წლის იანვარ-აპრილში ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი 233,722 მგზავრსა და 1,092 რეისს მოემსახურა. Წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 43,7%-იანი ზრდა (2024 წლის 4 თვე -162,699 მგზავრი) და რეისების 36,7%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 779  რეისი).  

რაც შეეხება აპრილის თვეს, ჯამურად საქართველოს აეროპორტები 2025 წლის აპრილში 648,168 მგზავრსა და 2,846 რეისს მოემსახურნენ. 2024 წლის აპრილთან შედარებით მგზავრთნაკადის 24%-იანი (2024 წლის აპრილი - 521,139 მგზავრი) და რეისების 19%-იანი ზრდა დაფიქსირდა (2024 წლის აპრილი - 2,399 რეისი).   

 აპრილის თვეში თბილისის აეროპორტში 424,907 მგზავრი და 2,066 რეისი დაფიქსირდა. 2024 წლის აპრილთან შედარებით, მგზავრთნაკადის 17%-იანი (2024 წლის აპრილი - 364,511 მგზავრი) და რეისების 15%-იანი ზრდა  ფიქსირდება (2024 წლის აპრილი 1,794 რეისი).  

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილში, გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითმგზავრთნაკადის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. Დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა  გასულ თვეში 145,137 მგზავრი და 423 რეისი მიიღო, რაც წინა წლის აპრილთან შედარებით მგზავრთნაკადის 49%-იან ზრდას (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით 28%-იან ზრდას წარმოადგენს (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).  

ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი აპრილში 78,124 მგზავრსა და 357 რეისს მოემსახურა. წინა წლის აპრილის თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადის 32%-იანი (2024 წლის აპრილი - 59,408 მგზავრი) და რეისების 30%-იანი ზრდადაფიქსირდა (2024 წლის აპრილი - 275  რეისი).

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მიზანია Minimelts-ი საქართველოს მასშტაბით უფრო მეტი მომხმარებლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი - როგორია კომპანიის გეგმები

08.05.2025.12:00

Minimelts - პირველი ნანო ნაყინი საქართველოში, რომელიც დამზადებულია თხევადი აზოტის გამოყენებით მალე თბილისისა და ბათუმის გარდა შესაძლოა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გაიყიდოს. როგორც Business Insider Georgia-ს Minimelts Georgia-ს დირექტორმა გიორგი ჯანიკაშვილმა განუცხადა, კომპანია ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას განიხილავს.

საქართველოში პირველი ნანო ნაყინის ბრენდი Minimelts-ი ერთი წლის უკან გამოჩნდა და ამ დროისათვის Minimelts Georgia ქვეყნის მასშტაბით უკვე 5 ფილიალის მფლობელია.

„კომპანიისთვის პირველი წელი იყო დინამიური და ზრდაზე ორიენტირებული. თავდაპირველი გეგმები და პროგნოზები დიდწილად გამართლდა, რაც მოიცავდა ბაზარზე პოზიციონირებასა და მომხმარებლისთვის პროდუქტის გაცნობას. ჩვენს ლოკაციებზე წარმატებით ოპერირება ამ ერთ წელიწადში მნიშვნელოვანი მიღწევაა. რეალობამ დაგვანახა მომხმარებლის მაღალი ინტერესი და მოთხოვნა, რაც გეგმების გადაჭარბებით შესრულებაშიც კი დაგვეხმარა გარკვეული მიმართულებებით.

Minimelts-ის ცნობადობა ამ ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც პირდაპირ აისახა გაყიდვების სტაბილურ ზრდაზე. აქტიური მარკეტინგული კამპანიების, სოციალური მედიის ჩართულობისა და, რაც მთავარია, პროდუქტის უნიკალურობისა და ხარისხის დამსახურებით, ჩვენ შევძელით მომხმარებლების ლოიალობის მოპოვება და ბაზარზე პოზიციების გამყარება. ვპროგნოზირებთ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება.“, - აცხადებს გიორგი ჯანიკაშვილი. მისივე განმარტებით, ზაფხულის სეზონზე ბათუმში Minimelts-ი რამდენიმე სტრატეგიულ ლოკაციაზე გამოჩენას გეგმავს, რათა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

„ზუსტი რაოდენობა და ადგილმდებარეობა დამოკიდებული იქნება საბოლოო შეთანხმებებსა და ლოჯისტიკურ ფაქტორებზე. რაც შეეხება თბილისს, განვიხილავთ დროებითი ლოკაციების დამატებას ფესტივალებსა და ხალხმრავალ ღონისძიებებზე, სეზონური აქტივობების გათვალისწინებით“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

Minimelts-ის ქვეყანაში კიდევ უფრო გაფართოებისთვის კომპანია ბაზრის კვლევებს ატარებს.

„თბილისსა და ბათუმში წარმატებული ოპერირების შემდეგ, კომპანია აქტიურად განიხილავს საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში გაფართოებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზრის კვლევა და პოტენციური პარტნიორების მოძიება. ჩვენი მიზანია, Minimelts-ი საქართველოს მასშტაბით უფრო მეტი მომხმარებლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი“, - აცხადებს Minimelts Georgia-ს დირექტორი.

გაფართოების პარალელურად Minimelts-ი ასორტიმენტის ზრდაზეც აქტიურად მუშაობს.

„ბაზარზე შემოსვლისას წარმოდგენილი 19 სახეობა იყო საწყისი ეტაპი. ამ ერთი წლის განმავლობაში, მომხმარებელთა გამოხმაურებისა და ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ ვმუშაობთ ასორტიმენტის როგორც განახლებაზე, ასევე ახალი, საინტერესო გემოების დამატებაზე. უახლოეს მომავალში მომხმარებლებს შევთავაზებთ განახლებულ ასორტიმენტს, რომელიც კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მიმზიდველი იქნება“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

იმავდროულად, Minimelts Georgia-სთვის ქსელურ მარკეტებში შესვლა კომპანიის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

„ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები რამდენიმე მსხვილ ქსელთან, რათა ჩვენი პროდუქცია, შესაბამისი შეფუთვითა და ფორმატით, უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. კონკრეტული შეთანხმებების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში მივაწვდით“, - აცხადებს გიორგი ჯანიკაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა