მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7077
0.0028
flag
AZN 1.5861
-0.0002
flag
CNY 38.671
0.0052
flag
EUR 3.1503
0.0098
flag
GBP 3.6306
0.0151
flag
KZT 52.86
0.0003
flag
TRY 0.0625
0
flag
USD 2.6967
-0.0004

GCCA-მა „თინეთსა“ და “თიბისი ბანკს” შორის სავარაუდოდ არსებულ ექსკლუზიური შეთანხმების თაობაზე მოკვლევა დაასრულა - როგორია დასკვნა

news image
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ დაასრულა მოკვლევა შპს „თინეთსა“ და “თიბისი ბანკს” შორის სავარაუდოდ არსებული ექსკლუზიური შეთანხმების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობის თაობაზე. სააგენტოს დასკვნით, მოკვლევის ფარგლებში „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა არ დადასტურდა.
 
მოკვლევა ეხებოდა "თინეთის" მიერ ადმინისტრირებულ პლატფორმაზე – www.swoop.ge – 2024 წლის ზაფხულის პერიოდში განთავსებულ აქციას, რომელიც ვრცელდებოდა მხოლოდ აღნიშნულ პლატფორმაზე, სასტუმროებისა და განთავსების ობიექტების მომსახურებაზე და მხოლოდ “თიბისის მასტერქარდის” ბარათით გადახდის შემთხვევაში.
 
საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ ეკონომიკურ აგენტებს შორის ექსკლუზიური შინაარსის შეთანხმება არც წერილობითი და არც ზეპირი ფორმით არ არსებობდა.
 
ვრცლად იხ.: https://shorturl.at/SeVxx
news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ აფასებს „თამაშობანა“ 2025 წელს

13.01.2026.12:00

„თამაშობანა“ მულტიფუნქციური საბავშვო სივრცეა, რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, ნაუ სონღულაშვილს, 2025 წლის შედეგებთან დაკავშირებით ესაუბრა.

„2025 წელს, როგორც იცით, გავხსენით ახალი სივრცე „თამაშობანა მზიური“, რომელიც ბიზნესგეგმის სცენარს სრულად მიჰყვება. ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი ბაზარზე ახალ სიტყვას იტყვის და ზოგადად მომხმარებლების, კონკურენტებისა და პარტნიორების ქცევაზეც მოახდენს გავლენას.

მგონია, რომ ვქმნით ღირებულ სივრცეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანსაღს. ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი ადამიანი გვყვება, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, „თამაშობანამ“ მუდმივად შექმნას განვითარებაზე ორიენტირებული სივრცეები. მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც გავხსენით, საქართველოში და ამიერკავკასიაში პირველია. ეს არის სივრცე, სადაც გაერთიანებულია ჩვენი სრულფასოვანი თეატრი, ვორქშოპები, დაბადების დღის ოთახები, სათამაშო ზონა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მოსვლა და თამაში, ასევე კაფე და მაღაზია. 

აუცილებლად უნდა აღვნიშნო პროექტი, რომელიც წელს გავაკეთეთ ეროვნულ ბანკთან ერთად. ეს იყო ფინანსური ცნობიერების პროექტი, რომლის ფარგლებში შევქმენით კომიქსები, სამაგიდო თამაშები და დავდგით სპექტაკლი - „წინ და წინ - ფინანსობანა”, რომლითაც ტურნეზე წავედით საქართველოს 8 ქალაქში. პროექტს დაახლოებით 1 500 ბავშვი ესწრებოდა სხვადასხვა სკოლებიდან. „ფინედუს“, ეროვნული ბანკის და სხვა ბანკების პარტნიორობით, პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

პროექტი ეხებოდა Entrepreneurship-ს და ბავშვების მეწარმეობას - როგორ უნდა რეალიზდეს მათი სურვილები და როგორ უნდა გადადგან რეალური ნაბიჯები, რომ მათი იდეები განხორციელდეს. ასევე ის მოიცავდა ფულის დაზოგვას, ბიუჯეტირებას, ფინანსური ტერმინების გაგებასა და გამოყენებას. პროექტი ძალიან საინტერესო, სასარგებლო და ერთ-ერთი წარმატებული აღმოჩნდა „თამაშობანასთვის“, რომლის განხორციელებაზეც მთელი წელი ვმუშაობდით.

ჯამში 40 000 ბავშვი მივიღეთ და ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ღონისძიებაზე, როგორც კორპორატიულ ღონისძიებებზე, ასევე ჩვენს სივრცეში. მიუხედავად სირთულეებისა, ვფიქრობთ, რომ 2025 წელს კარგად გავართვით თავი. „თამაშობანაში“ გვჯერა, რომ ყველა ბავშვი ტოლფასია და ჩვენი სივრცე შექმნილია არა კონკრეტული ჯგუფისთვის, არამედ ყველა ბავშვისთვის, ამიტომ ყოველდღე ვზრუნავდით, იმისთვის რომ ყველაფერი სრულფასოვნად შეგვესრულებინა. ასე ვაპირებთ გაგრძელებას 2026 წელსაც “, - აცხადებს ნაუ სონღულაშვილი.

ცნობისთვის, „თამაშობანას“ მისამართია, ქალაქი თბილისი, ნინო რამიშვილის II ჩიხი, #4.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა